ბევრი მოგზაური სლოვაკეთში ჩასვლისას მთავარ მიმართულებად ბრატისლავას ირჩევს, მაგრამ ამ ქვეყანას დედაქალაქის მიღმაც ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. ჩვენ სხვადასხვა ინტერესებისთვის აქ საუკეთესო ადგილებს გირჩევთ, შეიცანით რეგიონის ისტორია, დატკბით რომანტიკული დასვენებით, გადაეშვით სათავგადასავლო მოგზაურობაში ან უბრალოდ განიცადეთ რელაქსაცია.
1. რელაქსაციისთვის
Trenčianske Teplice – პატარა სპა ქალაქია ჩრდილოეთ სლოვაკეთში, ჩეხეთის საზღვართან. აქ შეგიძლიათ ჩაიძიროთ თერმულ წყლებში, მიიღოთ მასაჟების სერვისი და სპა მომსახურეობა. უნიკალური თურქული ჰამამი აქ ესთეტიკურად ყველაზე ლამაზი სპაა, მაგრამ ღია აუზები პაქსის სპა სასტუმროშიც სასიამოვნოა. სასტუმროების უმეტესობა აქ უბრალოდ სპა დასვენებასაც შემოგთავაზებთ.
2. გარე აქტივობების მოყვარულებისთვის
თუ მთელი დღის ლაშქრობაში გატარება თქვენთვის სასიამოვნო გამოცდილებაა, Štrbské Pleso იდეალური მიმართულება იქნება. დაათვალიერეთ ტატრების მთები. აქ რამდენიმე სასტუმრო მდებარეობს, სადაც ზამთარში სასრიალოდ, ხოლო ზაფხულში ტბაზე წყლის სპორტით დაკავებისთვის და სალაშქროდ ჩამოდიან. ხედები ყველგან საოცარია.
3. ფოლკ კულტურის პატივსაცემად
სლოვაკეთის ცენტრალურ ნაწილში ფოლკ კულტურაა აღორძინებული და ცეკვა-სიმღერით პატარა ქალაქი დეტვა გამოირჩევა, რომელიც მთების ჩრდილში მდებარეობს. ყოველ ზაფხულს მის ამფითეატრში უდიდესი ფოლკ-ფესტივალი ტარდება, სადაც მთელი ქვეყნებიდან ჩამოდიან. დეტვაში შეიძენთ უნიკალურ სუვენირებს და ნივთებს.
4. რელიგიური გამოცდილებისთვის
სლოვაკეთის ყველაზე შთამბეჭდავ რელიგიურ მონუმენტებს მის პატარა მაღაროთი მდიდარ ქალაქში აღმოაჩენთ – Banská Štiavnica. მისი გოთიკური ტაძარი მე-15 საუკუნეში ააგეს და ვიზიტორებს დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს. აქ იხილავთ სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ მონუმენტებსაც, მაგალითად ერთ-ერთ მთავარ პილიგრიმულ ტაძარს ევროპაში – კალვარის.
5. კაფის კულტურისთვის
თუ მოგზაურობისას და დასვენებისას კაფეებში სხდომა ძალიან გიყვართ, ბრატისლავა საუკეთესო მიმართულებაა სლოვაკეთში. აქ ახლად დაფქულ უგემრიელეს ყავას მიირთმევთ. აირჩიეთ კაფეები ბრატისლავას ძველ ქალაქში და შეუკვეთეთ ნამცხვრებიც.
6. რომანტიკული დასვენებისთვის
Topoľčianky – პატარა სოფელია ნიტრაში, იდეალური რომანტიკული გაქცევისთვის. აქ ისტორიულ რენესანსის სამეფო რეზიდენციაში დარჩენაა შესაძლებელი, სადაც ავსტრიელი და უნგრელი სამეფო ოჯახის წევრები დადიოდნენ. ამასთან, ღვინის რეგიონში იქნებით და ეწვევით ბისონის ნაკრძალსაც.
7. საუცხოო დასვენებისთვის ბიუჯეტურად
თუ სლოვაკეთს ბიუჯეტურას სტუმრობთ, წადით Košice-ში. აქ უამრავი ბიუჯეტური დასარჩენი ადგილია. ეწვიეთ მის ბოტანიკურ ბაღებს და იცურავეთ ბუკოვეჩის ტბაში. აქ ჭამაც საკმაოდ იაფია, მათ შორის ქუჩის კვება.
8. ისტორიის გასაცნობად
თუ ისტორია გიყვართ, დაგეგმეთ მოგზაურობა მარტინში (Martin). აქ სლოვაკეთის ეროვნული მუზეუმი, ეთნოგრაფიული მუზეუმი და ტურიეჩის გალერეა მდებარეობს, რომელიც გოთიკური ეპოქით თარიღდება. აქ არის სასაფლაოც ცნობილი ადამიანების საფლავებით და სლოვაკური სოფლის ღია ცის ქვეშ მუზეუმი.