ნავთობით მდიდარ ქვეყნებს ბიუჯეტურ სამოგზაურო მიმართულებებად არ მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ კატარი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აქ მოგზაურობა ძვირი დაგიჯდებათ.
ეცადეთ არ წახვიდეთ პიკ სეზონზე
კატარში ფასები ნოემბრიდან თებერვლამდე იზრდება, რადგანაც ამ დროს აქ დატვირთული სეზონია.
აირჩიეთ იაფი და ეფექტური დოჰას მეტრო
უბერი კატარში იაფია, თუმცა თუ ბიუჯეტურად გსურთ სიარული, მაშინ დოჰას მეტრო აირჩიეთ. აქ ერთი მგზავრობის ღირებულება 20 ცენტია, მათ შორის აეროპორტის ხაზზეც კი.

გამოიყენეთ საზოგადოებრივი ავტობუსები დოჰას დასათვალიერებლად
თუ იუნესკოს სიაში შესული ალ ზუბარას ციხესიმაგრის მონახულება გსურთ, გაყევით ავტობუსს. თან წაიღეთ წასახემსებელი.
ალკოჰოლი დალიეთ “ბედნიერი საათის” დროს
ერთი ჭიქა ღვინო აქ დაახლოებით 15$ ჯდება, მაგრამ თუ კატარში რამადანის დროს არ იმყოფებით, როცა ბარები დაკეტილია, ბიუჯეტურად დალევას მაინც შეძლებთ. აქ ყველა ბარში 5-დან საღამოს 8 საათამდე “ბედნიერი საათია”, როცა საჭმელი და სასმელი 305-ით იაფად იყიდება. ზოგ ადგილას ქალების საღამოებიც აქვთ, სადაც მხოლოდ ქალები სვამენ უფასოდ.

დალიეთ ონკანის წყალი და არ შეიძინოთ ის
კატარში პლასტმასის ბოთლების ხშირ გამოყენებას ეკოლოგიური მიზნებით ერიდებიან, ამასთან ის არც ისე იაფია. რაც შეეხება აქაურ ონკანის წყალს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ის გაფილტრულია და უსაფრთხოა დასალევად. შეგიძლიათ იქონიოთ მრავალჯერადი ბოთლი და შეავსოთ დროდადრო.
მიირთვით ბიუჯეტურ ადგილებში
სასტუმროს რესტორნებში ძვირადღირებული მენიუებია. თუმცა, დოჰას ქუჩები მრავალფეროვან სამზარეულოს გვთავაზობენ ბიუჯეტური ფასებით. აქ დააგემოვნებთ ინდურ თუ კორეულ კერძებსაც. ბაზარი Souq Waqif – მშვენიერი ადგილია ავთენტური კატარის გემოების გასაგებად. ასევე რესტორნები: Al Adhamiyah Iraqi და Bandar Aden. საღამოობით, ქალებს დახლებბზე სახლში მომზადებული რეგიონალური კერძების გამოაქვთ, ალ სუკის ქუჩის მახლობლად.

მოინახულეთ უფასო კულტურული სანახაობები
კატარის ზოგ მუზეუმსა და გალერეაში შესვლა ფასიანია, თუმცა არის აქ ადგილები, სადაც არაფრის გადახდა არ გიწევთ. გაყევით მეტროს კატარას კულტურულ კულტურული სოფლის მოსანახულებლად, სადაც ველური ბუნების თემატური პარკებია. ასევე, დაათვალიერეთ ისტორიული სახლები დოჰას დაუნთაუნში და მშეირების მუზეუმი.
გამოიყენეთ ფასდაკლების აპლიკაციები და ვებსაიტები, რათა დაზოგოთ რესტორნებში და ღირსშესანიშნაობებზე
აპლიკაციები My Book და Entertainer, გვთავაზობს ერთ უფასო შემოთავაზებას კატარის რესტორნებიდან დაწყებული, საფარის ტურებით დამთავრებული, ასევე ველოსიპედის ქირაობას და სპა პროცედურებს. ფასდაკლების პალტფორმა QGrabs კი გვთავაზობს ადგილობრიც პროდუქციაზე და სერვისებზე.
მოიარეთ კატარის პარკები და ბულვარები
დატკბით დოჰას სანაპირო ხედებით და გაისეირნეთ 7კმ სიგრძის ზღვისპირა ბულვარში. დაისვენეთ ალ ბიდას პარკში.











