მდინარე განგის ნაპირებზე ინდოეთის ორი გამორჩეული ქალაქი მდებარეობს. “მსოფლიოს იოგას დედაქალაქად” წოდებული რიშიკეში პოპულარულია მათთვის, ვინც სულიერ გაჯანსაღებას ეძებთ. ვარანასი კი ჰინდუიზმის მიმდევრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია, სადაც პილიგრიმები საუკუნეებია რაც ჩადიან. თუ ორივეს ვერ ეწვევით, ერთ-ერთი მათგანი მაინც ამოირჩიეთ.
რიშიკეში შემოგეგებებათ მისი აშრამებით და საყდრებით
წმინდა ქალაქი რიშიკეში ოთხ ცნობილ პილიგრიმულ საყდარს აერთიანებს და საუკუნეებია იწვევს მოგზაურებს მთელი ინდოეთიდან. დასავლეთიდან ტურისტებმა აქ ჩამოსვლა 1960-იანი წლებიდან დაიწყეს. მაშინ, რიშიკეში პოპულარული გახდა ჰიპებისთვის. აქ სწავლობენ ტრანსცენდენტურ მედიტაციასაც.
რიშიკეშის ისტორიული აშრამები და საყდრები დღემდე აქტიურია და ვარანასისგან განსხვავებით უფასოცაა და ყველას შესვლაც ნებადართულია. ჩვენ გირჩევთ მაჰადევის საყდარს.
თუ იოგა ძალიან გიყვართ, ინდოეთში რიშიკეშზე უკეთეს ადგილს ვერ ნახავთ. აქ შეგიძლიათ ასანების პრაქტიკების გავლა და კლასების აღება. რიშიკეშში საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენას შეძლებთ.
რიშიკეშში გამავალი მდინარე განგი საკმაოდ სუფთად ითვლება, რადგანაც ის მყინვართან ახლოს მდებარეობს. აქ ცურაობა უსაფრთხოა ვარანასისგან განსხვავებით. შეგიძლიათ დაკავდეთ რაფტინგითაც. ჰიმალაის მთებთან სიახლოვის გამო, აქ მუდამ ახლოს ხართ თავგადასავლებთან. ამიტომაც, აქ ტყეში ლაშქრობასაც შეძლებთ.
ვარანასი სულიერი და წმინდა ქალაქია
ვარანასში ცხოვრებისეულ მისტერიებთან კავშირს საუკეთესოდ იგრძნობთ. ჰინდუიზმის ყველაზე წმინდა ქალაქში, წმინდა მდინარეში შესვლა პილიგრიმებისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ათასობით წელია რაც აქეთკენ მოემართებიან. მთელი ინდოეთიდან აქ ხალხი მოდის ცოდვების ჩამოსარეცხად, საყვარელი ადამიანების კრემაციისთვის, სულიერი ცოდნის გასაღრმავებლად და “ახლიდან დაბადებისათვის”.
ყველა, ვინც ვარანასში ჩამოდის, უყვარდება ეს ქალაქი და აქ ცხოვრებისეულ რიტუალებს საჯაროდ ატარებენ. ძველი ქალაქის ძეგლები კი შთაბეჭდილების ქვეშ მოგაქცევთ. აქ მდებარეობს ჰინდუს უნივერსიტეტიც და იოგას სკოლებიც. ვარანასი ის ინდოეთია, რომელიც ადამიანთა ფანტაზიებში ცოცხლობს.