ვიეტნამში შეგიძლიათ დაიპყროთ სიმაღლეებიც და სიღრმეებიც. ამასთან, ფანტასტიკურ კერძებსაც დააგემოვნებთ. ჩვენ ამ ქვეყანაში სამოგზაუროდ, სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებთ:
1. მოემზადეთ მრავალფეროვანი კლიმატისთვის
ვიეტნამში მოგზაურობამდე მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ – ამინდია. ქვეყნის სამხრეთი ნოტიო ტროპიკებია, მაგრამ ტემპერატურა ჩრდილოეთისკენ მკვეთრად იცვლება. თუ ამ ნაწილს სტუმრობთ, იქონიეთ თბილი ჩასაცმელი.
2. მიიღეთ ინფორმაცია ვაქცინების შესახებ
ტროპიკებში ტროპიკული დაავადებების რისკი არსებობს, ამიტომაც, ჩაიტარეთ შესაბამისი ვაქცინა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქალაქგარეთ ლოკაციებსაც უნდა ეწვიოთ.

3. გაითვალისწინეთ ტაიფუნები
ვიეტნამში პერიოდულად ტაიფუნიც იცის, მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, რადგანაც აქ აგვისტოსა და სექტემბერში შტორმების მაღალი რისკია. ნუ გახვალთ ტაიფუნის დროს სანაპირო ზოლზე.
4. სეზონზე დაჯავშნეთ წინასწარ
თუ ვიეტნამის მონახულებას “მთვარის ახალი წლის” პერიოდში დაგეგმავთ: იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე, მაშინ აუცილებლად გაითვალისწინეთ სასტუმროს წინასწარ დაჯავშნა.

5. დაუთმეთ ვიეტნამს დრო, რომელსაც იმსახურებს
აქ ერთი წერტილიდან მეორეშ გადასაადგილებლად დრო დაგჭირდებათ. სარკინიგზო ტრანსპორტი შესაძლოა ნელი იყოს, გზები კი გადატვირთული. ამასთან, ვიეტნამში ბევრი გასაჩერებელი ადგილია მოსანახულებლად.
6. მიანიჭეთ უპირატესობა ღამის ავტობუსებს და მატარებლებს
ვიეტნამში შიდა ფრენები ძვირია, თუმცა შეგიძლიათ ისარგებლოთ ღამის ტრანსპორტით, დაზოგოთ 1 ღამის სასტუმრო და გადაადგილდეთ შორ მანძილზე ისე, რომ დღე არ დაკარგოთ.

7. გამოიყენეთ ჯოხები სწორად
საკვები ჯოხების გამოყენების გარშემო რამდენიმე ტაბუ არსებობს. მაგალითად, საჭმელში სწორად ჩარჭობილი ჯოხები უიღბლობასთან ასოცირდება. თუ ვინმესთვის საკვების გადაწოდება გსურთ, გამოიყენეთ ახალი ჯოხები.
8. პატივი ეცით რელიგიურ ადგილებს
ბუდისტური, ჰინდუს, კონფუცის და სხვა საყდრების, ეკლესიების თუ რელიგიური შენობების მონახულებისას ჩაიცვით შესაბამისად. დაიფარეთ ფეხები და მხრები. შესაძლოა საჭირო იყოს ფეხზე გახდაც.

9. ივაჭრეთ სამართლიანად
ვაჭრობა ვიეტნამში უცხო არაა, განსაკუთრებით ბაზრობებზე და სუვენირების მაღაზიებში. პირიქით, ეს აუცილებელიცაა, რადგანაც შევაჭრების მოლოდინში ფასს ყოველთვის იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე ნივთის რეალური ღირებულებაა.
10. იკითხეთ ნებართვა ფოტოს გადაღებამდე
თუ ადამიანების გადაღებას აპირებთ, ნებართვა აუცილებლად აიღეთ. ადამიანები თანახმა უნდა იყვნენ თქვენს ფოტოებში მოხვედრაზე. ნუ გადაუღებთ მათ ჭამის პროცესში.

11. მიირთვით როგორც ადგილობრივმა
საკვები ვიეტნამში ფაქტობრივად რელიგიაა. ადგილობრივები დიდ ძალისხმევას გასცემენ საჭმლის მომზადებაშ და ოჯახის მაგიდის გარშემო შეკრებაში. შეუკვეთეთ საზიარო საკვები მრავალფეროვანი შემადგენლობით. მიირთვით ქუჩის კვება და ხემსებიც.
12. ყურადღებით იყავით
ვიეტნამის ხალხით სავსე ტურისტულ ადგილებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჯიბის ქურდობას. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნივთებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და კაფე-ბარებშიც.











