ორი ქალაქი, ორივე დედაქალაქი, გაშენებული ერთსა და იმავე მდინარეზე და იდენტური სახელწოდების მქონე კათედრალებით. პირველი პარიზია, საფრანგეთის დედაქალაქი, მისგან 112 კილომეტრში კი მდებარეობს რუანი, ნორმანდიის ანტიკური დედაქალაქი. ვიქტორ ჰიუგომ ერთი ნოველა პარიზის ნოტრ-დამის კათედრალზე დაწერა, მაგრამ კლოდ მონემ რუანის ნოტრ დამი თავის ნამუშევრებზე უკვდავყო. აქ იხილავთ გრანდიოზულ გოთიკურ არქიტექტურას, შუასაუკუნოვან შენობებს და აყვავებულ ალუბლის ხეებს.
საუკეთესო შთაბეჭდილებები რუანში:
ისიამოვნეთ შთამბეჭდავი არქიტექტურული მემკვიდრეობით
მე-11 საუკუნის ნოტრ-დამის გოთიკური კათედრალი ისტორიული ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სენის აღმოსავლეთ ნაპირზე. ის რუანის ყველაზე მაღალი შენობაა და სიმაღლეში 151 მეტრს აღწევს. მასთან მდებარეობს ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები და შუა საუკუნეების სახლები. ქალაქში მდებარე რენესანსის უძველესი სახლის პირველ სართულზე ხშირად იჯდა მონე, როცა თავის ნახატებში კათედრალის ხედებს აღბეჭდავდა.

პატივი მიაგეთ ჟანა დარკს
რუანში მდებარეობს ადგილი (Place du Vieux Marché), სადაც 19 წლის ჟანა დარკი დაწვეს. აქ ნახავთ ქვას, სადაც მითითებულია ის საბედისწერო დღე: 1431 წლის 30 მაისი. რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარეობს მისი სახელობის ეკლესიაც.

იხილეთ იმპრესიონისტების ნახატები ხელოვნების მუზეუმში
მოედნიდან 8 წუთის ფეხით სავალ გზაზე, ხელოვნების მუზეუმის ნეო-რენესანსის ფასადს წააწყდებით. აქ იმპრესიონისტთა ნამუშევრების და სკულპტურების საუკეთესო კოლექცია ინახება, მე-15 საუკუნიდან.

აღმოაჩინეთ ცოცხალი კულინარიული სცენა
რუანი ყველა გემოვნების ადამიანს სთავაზობს გემრიელ საჭმელს. ფერმერების ადგილობრივ პროდუქციას იხილავთ ბაზრობაზე. აუცილებლად დააგემოვნეთ ტრადიციული კერძები და ყველი. ასევე, კალვადოსი და სიდრი.

გაისეირნეთ ველოსიპედით ან დალაშქრეთ კლდეები
სენას ველი იდეალურია ველოსიპედით სასიარულოდ. შეგიძლიათ ველოსიპედით რუანიდან ჰავრამდეც ჩახვიდეთ.










