კატარი არაბულ ყურეში ერთ-ერთი პატარა ქვეყანაა, თუმცა თავგადასავლებით ნამდვილად მდიდარია. ბევრი მიზეზი არსებობს თუ რატომ უნდა ეწვიოთ ამ ქვეყანას, მაგრამ ჩვენ რამდენიმე რჩეულს გაგაცნობთ. არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ტიპის დასვენება გსურთ: სათავგადასავლო, მდიდრული, სანაპირო თუ სპორტული, აქ ყველანაირის მოწყობას შეძლებთ. თუ ჯერ კიდევ ეჭვობთ, ჩვენ დაგარწმუნებთ, თუ რატომ უნდა იყოს კატარი თქვენი შემდეგი მიმართულება:

1. ამინდი ყოველთვის არაჩვეულებრივია

უდაბნოდან ზღვის ნაპირებამდე, კატარში მზე ყოველთვის კაშკაშებს. თუ მზიანი არდადეგების მოწყობა გსურთ, კატარში ეს ადვილად გამოგივათ. აქ მთელი წლის მანძილზე სასიამოვნო ამინდია. ზაფხული რა თქმა უნდა უფრო ცხელია, ვიდრე ზამთარი. წვიმით კი აქ მხოლოდ თებერვალში წვიმს. ზოგი ფიქრობს, რომ რადგან კატარი შუა აღმოსავლეთის მიმართულებაა, აქ ზაფხულში ძალიან ეცხელება, მაგრამ ეს ასე არაა. აქაური ტემპერატურა განსხვავდება ეკვატორის ქვეყნების ტემპერატურისგან.

2. აქ ტრადიციულობისა და თანამედროვეობის ბრწყინვალე შერწყმაა

კატარი წარმოგვიდგენს დიდ, მდიდარ ისტორიას და ამავდროულად ფოკუსირებულია მომავალზე. სადაც არ უნდა გაიხედოთ, აქ იგრძნობთ ისტორიას არქიტექტურასა და მუზეუმებში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებსა თუ ბაზრობებზე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა წარსულით ცხოვრობს, რაც მის ონოვაციურ შენობებშიც გამოსჭვივის. კატარი ტრადიციულობის და თანამედროვეობის მიქსია. აქ პატივს მიაგებენ მემკვიდრეობას, მაგრამ ეგებებიან ახალსაც.

3. კარგი არჩევანია გარე აქტივობებისთვის

აქ შეგიძლიათ გამოსცადოთ სკაიდაივინგი და სკუბა დაივინგი არაბულ ყურეში, იცოცოთ, აღმოაჩინოთ ანტიკური ციხესიმაგრეები და შეუერთდეთ საფარის ტურს. უფრო ტრადიციული აქტივობისთვის, დასხედით აქლემზე. კატარში შეძლებთ კაიაკით სეირნობას და კიტსერფინგსაც.

4. აქ ძალიან კარგი მუზეუმებია

მუზეუმები აქ ისეთივე შთამბეჭდავია გარედან, როგორც შიგნიდან. კატარის მუზეუმებში იშვიათი არტეფაქტები ინახება. აუცილებლად სანახავია კატარის ეროვნული მუზეუმი და ALRIWAQ – ხელოვნების გალერეა. ასევე, არ გამოგრჩეთ ისლამური ხელოვნების მუზეუმი და შეიხ ფაისალის ისტორიული მუზეუმი.

5. შოპინგის დიდი არჩევანი

კატარი ადგილობრივებს და მოგზაურებს საშოპინგო სივრცეების დიდ არჩევანს სთავაზობს. დოჰაში ბევრი სავაჭრო ცენტრია. მთელი დღის გატარებას შეძლებთ კატარის მოლში. უფრო ტრადიციული გამოცდილებისთვის, ეწვიეთ კატარის “სუქებს”, ანუ ბაზრობებს. აღმოაჩინეთ უნიკალური ხელნაკეთი ნივთები.

6. გამოცდით სიმდიდრეს კარგ ფასად

კატარში ბიუჯეტური მოგზაურებიც კმაყოფილები იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ კატარი ბევრი მდიდრულ სასტუმროს და რესტორანს გვთავაზობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ აქვს ალტერნატივები ან ეს სივრცეები ბიუჯეტურ მოგზაურებზე მორგებული არაა. პირიქით, აქ საკმაოდ მაღალი დონის სასტუმროში დარჩენას თქვენთვის სასურველ ფასებშიც შეძლებთ, მითუმეტეს თუ პიკი სეზონი არაა.

7. კულინარია სწრაფად ვითარდება

საერთაშორისო მოგზაურები და დარგის ექსპერტები კატარის კულინარიული სცენის მკვეთრ განვითარებას აღნიშნავენ. სუში უდაბნოში? შემწვარი ბრინჯი ზღვის ნაპირას? სენდვიჩები არაბული ყურის გადასახედზე? კატარში ნებისმიერი ტიპის სამზარეულოს იპოვნით, რადგანაც აქ მთელი მსოფლიოს გემოებია თავმოყრილი. დააგემოვნეთ კერძები ინდური, ირანული თუ ჩრდილოეთ აფრიკის გავლენებით, ასევე გემრიელი ზღვის პროდუქტები.

8. გამოცდით უდაბნოს

კატარის დრამატული ქვიშის დუნები საშუალებას მოგცემთ უდაბნოს აქტივობები გამოსცადოთ. იხილეთ კატარის უდაბნოები მზის ამოსვლისას, ჩასვლისას და ღამით, როცა ცა ვარსკვლავებითაა მოჭედილი.

9. მას ლამაზი ბუნება აქვს

აქ ბუნების სილამაზეების გელოდებათ, არამხოლოდ ექსტრაორდინალური არქიტექტურა. ბუნება ისევე მოგხიბლავთ, როგორც ქალაქის ძეგლები. დაისვენეთ კატარის სანაპიროები: Khor Al Adaid Beach და Fuwairit Beach: სანაპირო ლანდშაფტები, რომლებიც ხელშეუხებელია. სანაპიროების მიღმა აღმოაჩენთ ბუნების ნაკრძალებსაც.