ალანიას ქვიშიანი სანაპიროები თურქული რივიერას სანაპირო ზოლზე მდებარეობს და ის საკმაოდ პოპულარული საკურორტო მიმართულებაა ანტალიის შემდეგ. სანაპიროების მიღმა, კოსმოპოლიტური ალანია მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით, ანტიკური ციხესიმაგრეებით და ისტორიული მუზეუმებით. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.

ალანიას ციხესიმაგრე

საკურორტო ქალაქის სანაპირო და ისტორიული ძეგლი

ალანიას ციხესიმაგრე ყოფილი სელჩუკების ციხეა, რომელიც ამ ადგილას ჩვ.წ.-მდე მესამე საუკუნიდან დგას. სტრატეგიული პოზიციის წყალობით ის საოცარ ხედებს გვთავაზობს ქალაქზე. გონდოლათი ასვლისას შეგიძლიათ გაიაროთ 6 კმ. სიგრძის კედლის გარშემო ან ეწვიოთ ღია ცის ქვეშ მუზეუმს ბიზანტიური არტეფაქტებით. ღაა ყოველდღე, ზამთარში 5 საათამდე, აპრილიდან 7 საათამდე.

კიზილკულეს ციხესიმაგრე

ალანიას წითელი კოშკი

ეს 33 მ. სიმაღლის საკულტო ძეგლი ქალაქის ბარათებზე ხშირადაა დატანილი. მისი მშენებლობა მე-13 საუკუნეში დაიწყო. პირველ სართულზე მუზეუმია განთავსებული, ხოლო პანორამულ  ხედებს ბოლო სართულზე ნახავთ. ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

ალანიის ნავსაშენი

ალანიის ისტორიული და თანამედროვე ნაწილის შერწყმა

ალანიის ნავსაშენი ნავსადგურის არეალია, ალანიის ღამის ცხოვრების ნამდვილი ჰაბი. აქ ბევრი ბარ-რესტორანი მდებარეობს და მზის ჩასვლის შემდეგ წველებებიც ეწყობა.

მისამართი: 9 Tersane Sk

ალანიის არქეოლოგიური მუზეუმი

ალანიის ისტორიული საგანძური

ალანიის მუზეუმი უკვე ნახევარი საუკუნისაა და მისი უძველესი გამოფენა მოიცავს არტეფაქტებს დათარიღებულს ჩვ.წ-მდე 625 წლით. მისი ყველაზე ცნობილი ნიმუშია ჰერაკლეს ქანდაკება. გაისეირნეთ მუზეუმის ბაღშიც.

მისამართი: 2 İsmet Hilmi Balcı Cd

დამლატას გამოქვაბულები

ამ ბუნების საოცრების მონახულების რეკომენდაციას ადგილობრივი ექიმებიც კი წევენ, რადგანაც ასთმის მქონე პაციენტებისთვის აქ ძალიან სასარგებლო გარემოა. ღიაა ყოველდღე საღამოს 7 საათამდე.

მისამართი: 81 Damlataş Cd, Çarşı

ალანიის შუქურა

ალანიის ისტორიული შუქურა ალანიის სანაპირო ზოლს და მის ნავსადგურს ამშვენებს. სარელაქსაციოდ გაისეირნეთ მისკენ მიმავალ ხიდზე და დაათვალიერეთ ულამაზესი იახტები.

ალანია ლუნაპარკი

საოჯახო გართობისთვის

აქ მრავალფეროვანი ატრაქციონები დაგხვდებათ, ეშმაკის ბორბალიდან კი მთელ ქალაქს და სანაპიროს გადმოხედავთ. ღიაა ყოველდღე დილის 11 საათიდან ღამის 2-ის ნახევრამდე.

ალანიის ცენტრი

საკურორტო ქალაქის უდიდესი მოლი

ეს ალანიის უზარმაზარი სავაჭრო ქსელია უამრავი მაღაზიით და კინოთეატრით. ის ახლოსაა დოლმუსის სადგურთან, ათათურქის ბულვარის სიახლოვეს, ალანიის დატვირთულ სავაჭრო ქუჩაზე. ღიაა 10-დან 10-მდე.

მისამართი: 219 Keykubat Blv.

ალანიის ღია ცის ქვეშ თეატრი

ეს სივრცე 2013 წელს გაიხსნა და საშუალებას გვაძლევს თურქეთის თბილ კლიმატში სიამოვნება ღია ცის ქვეშ მივიღოთ. აქ ხშირად ტარდება კონცერტები და ღონისძიებები.

მისამართი: Çarşı, 1519 No 8. Sk.

ალანიის საუკეთესო სანაპიროები

1. კლეოპატრას სანაპირო

ის ახლოსაა ქალაქის ცენტრთან და ალანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპიროა. ის ანტიკური ეგვიპტელი დედოფლის სახელს იმიტომ ატარებს, რომ ლეგენდის თანახმად, კლეოპატრას ეს სანაპირო ძალიან უყვარდა.

2. პორტაკალის სანაპირო

ეს ქვიშიანი სანაპირო ალანიის ცენტრიდან ტრანსპორტით 10 წუთის სავალ გზაზეა. ის ნაკლებად დატვირთულია, ვიდრე კლეოპატრა, ამიტომაც უფრო სიმშვიდეა. შეგიძლიათ დაკავდეთ წყლის სპორტით ან დასხდეთ მის კაფეებში.

3. დამლატას სანაპირო

ეს სანაპირო ულამაზესი დამლატას გამოქვაბულებთან მდებარეობს. აქ სხვადასხვა სპორტული ინვენტარი დაგხვდებათ.

4. ტოსმურის სანაპირო

ეს სანაპირო ბევრს  იზიდავს არამხოლოდ ალანიიდან, არამედ მთელი თურქეთიდან. ის მდებარეობს იქ, სადაც მდინარე და ხმელთაშუა ზღვა ერთმანეთს ხვდებიან და თბილი წყალი ცივთან ერთად ირევა. აქ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე სუფთა წყალია.

5. ალანიის მუნიციპალიტეტის სანაპირო

ის ძალიან პოპულარულია ადგილობრივებში და თურქული რივიერას ფარულ მარგალიტად ითვლება. აქ ქვიშას საერთოდ არ ურევია ქვები, რაც სიარულს ბევრად კომფორტულს ხდის.