ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი ქვეყნის გამორჩეული მიმართულებაა. ის განთქმულია სტუმართმოყვარეობით და ენერგიულობით. დაიკარგეთ სკოპიეს ძველ ბაზარში, აღმოაჩინეთ კალეს ციხესიმაგრე და დატკბით მატკას კანიონის მშვენიერებით, იქამდე სანამ ქვეყნის ტრადიციულ გემრიელობებს დააგემოვნებთ.
ეწვიეთ დედა ტერეზას მემორიალურ სახლს
ეს ეკლექტური ეკლესია 2009 წელს აშენდა იმ ნობელის პრიზის მფლობელი კათოლიკე ქალისთვის, რომელიც სკოპიეში დაიბადა. ის ააგეს იმ ეკლესიის ადგილას, სადაც დედა ტერეზა მოინათლა. აქ წმინდანის ადრეული ცხოვრების მუდმივი გამოფენა დაგხვდებათ.
შეისწავლეთ რაღაც ახალი მაკედონიის ბრძოლის მუზეუმში
ეს მუზეუმი ქვეყნის ოკუპაციის ისტორიაზე და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე ფოკუსირდება. ისტორია ქრონოლოგიურადაა მოყოლილი: იწყება რა მაკედონელი ქრისტიანების ამბოხებაზე ოტომანი მმართველების წინააღმდეგ მე-16 საუკუნეში და მოიცავს იუგოსლავიასთან დამოუკიდებლობის დეკლარაციის გაფორმებასაც. ცვილის ფიგურები და ზეთით შესრულებული ნამუშევრები შეგიძლიათ დაათვალიეროთ გიდთან ერთად.
დალაშქრეთ ვოდნოს მთა
ზღვის დონიდან 1066 მეტრზე მდებარე მთა ვოდნო სკოპიეს სამხრეთით მდებარეობს და აქ მსოფლიოში ყველაზე მაღალი – 66 მ. სიმაღლის ჯვარი დაგხვდებათ. ქალაქის ცენტრიდან იქ ასასვლელად 6.5 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, მაგრამ შეგიძლიათ აყვეთ საბაგიროს. მაღლა შემოგეგებებათ კაფეც.
ტური კალეს ციხესიმაგრეში
სკოპიეს ციხესიმაგრე ქალაქის უმაღლეს მწვერვალს იკავებს და ვარდარის მდინარეს გადმოჰყურებს. თუმცა, აქ ქალაქის ცენტრიდან ფეხითაც ადვილად მიხვალთ. კალეში მნიშნელოვანი არტეფაქტები დაგხვდებათ: უძველესი ინსტრუმენტები, თიხის დეკორაციები, ბიზანტიური მონეტების კოლექცია და სხვ.
გამოიკვლიეთ ნეოკლასიკური ქალაქის ცენტრი
სკოპიეს ცენტრში მდებარე შენობები ნეოკლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. დაიწყეთ მაკედონიის მოედნით, სადაც 22 მ სიმაღლის ალექსანდრე დიდის ქანდაკებას იხილავთ. აქედან გადაჭერით მდინარე ვარდარი ხელოვნების ხიდის მეშვეობით, სადაც მაკედონელი არტისტების და მუსიკოსების 29 ქანდაკებაა ჩამწკრივებული. შეიხედეთ არქეოლოგიის მუზეუმში და დააკვირდით ეროვნულ თეატრსაც.
იხილეთ მაკედონიის საუკეთესო სცენა
ოპერა, დრამა თუ კლასიკური მუსიკა, სკოპიეს კულტურული სცენა იმედს არ გაგიცრუებთ. ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი მდიდარი პროგრამით გამოირჩევა, თუმცა მხოლოდ არქიტექტურის გამოც კი ღირს სტუმრობა. შენობის თეთრი ფორმა სპეციალური ჩანაფიქრითაა შექმნილი. აღსანიშნავია მაკედონიის ფილარმონიაც.
გადაინაცვლეთ უკან დროში სკოპიეს ძველ ბაზარში
ბალკანების უდიდესი ბაზარი და სკოპიეს სავაჭრო ცენტრი მე-12 საუკუნიდან არსებობს. ეს პატარა ქუჩების ერთობლიობაა ჩამწკრივებული კაფეებით, სამკაულების მაღაზიებით, საცხობებით და სხვა. სეირნობისას ასევე აღმოაჩენთ მუსტაფა პაშას მეჩეთს, ეროვნულ გალერეას და გემრიელ თურქულ ყავას თაფლიან ბაქლავებთან ერთად.
დააგემოვნეთ მაკედონიური სამზარეულო
სკოპიეს ძველ ქალაქში ტრადიციულ მაკედონიურ სამზარეულოსაც აღმოაჩენთ. ეს საუკეთესო ადგილია ავთენტური კერძების დასაგემოვნებლად. ჩვენ რამდენიმე მათგანს გირჩევთ: ქაბაბი, tavče gravče (ლობიოს კერძი), gevrek (სეზამის პური) და ბურეკი (ცომეული). დააყოლეთ ადგილობრივი ლუდი ან ღვინო.
შეიგრძენით დებარ მაალოს სული
Debar Maalo – ქალაქის ცენტრის დასავლეთით მდებარეობს. ეს ქალაქის ცოცხალი უბანია. აქ ღამის კლუბები, კაფე-ბარები და ბოჰემური რესტორნები მდებარეობს. დატკბებით ლაივ მუსიკითაც. ყველაზე პოპულარული ქუჩაა: Aminta Treti.
დალიეთ რაკიჯა
ნუ დატოვებთ ჩრდილოეთ მაკედონიას ისე, რომ ბალკანეთის მთავარი ნაწარმი – rakija არ დააგემოვნოთ. ფერმენტირებული ხილისგან დამზადებული სპირტი ძირითადად ყურძენს შეიცავს. დაიწყეთ რაკიჯასთან ერთად თავგადასავალი ძველი ბაზრის ტერიტორიაზე. აქ რაკიჯას ბარიც მდებარეობს, სადაც მის 30 სახეობას იხილავთ. მიაყოლეთ ტრადიციული სალათა წიწაკით, პომიდვრით, კიტრით, ფეტა-ყველით და ხახვით.
გასცდით ქალაქს და ამოისუნთქეთ მატკა კანიონზე
სკოპიედან ავტობუსით 40 წუთის გზაზე მდებარე მატკა კანიონი იდეალური მიმართულებაა ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქში ყოფნისას. აქაური ბუნების საოცარი ფორმები ნაწილობრივ ტრესკას მდინარის დინებამ განსაზღვრა. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ კაიაკით, თევზაობით ან უბრალოდ ლაშქრობით. კანიონში მოგზაურობისთვის შეუერთდით ტურს, რომელიც ვრელოს გამოქვაბულს დაგათვალიერებინებთ თავისი სტალაქტიდებით.