ბოლონეზიური სოუსის დაბადების ადგილი, საკვების მოყვარულთათვის იდეალური მიმართულებაა. მაგრამ, ბოლონია ხორციანი პასტის კერძზე გაცილებით მეტს გთავაზობთ. ამ ქალაქს ფეხით ადვილად შემოივლით. აქ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტი, ულამაზესი პარკები და ახლომდებარე მთები დაგხვდებათ სუფთა ჰაერითა და ხედებით.
-
დააგემოვნეთ ადგილობრივი ღვინო ისტორიულ ღვინის ბარებში
ბოლონიის ადგილობრივი ღვინის სახეობები, მაგალითად ალბანა და პინოლეტო, ქალაქის ისტორიულ ღვინის ბარებში აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. Osteria del Sole 1465 წლიდან ფუნქციონირებს, Enoteca Storica Faccioli კი 1924 წლიდანაა ღია.

-
ადით მთებზე ბოლონიის მახლობლად
ბოლონია მწვანე მთებით, ვენახებით და ტყეებითაა გარშემორტყმული. ქალაქის სამხრეთით მდებარე Villa Ghigi ყველაზე მარტივად მისასვლელია. თუ 52 ავტობუსს გაყვებით, Parco Cavaioni-ზე ამოყოფთ თავს – ფერმის ტიპის რესტორანში კერძო ბაღით. ქალაქის დასავლეთით კი ვენახებით დაფარული მთებია.

Monte della Guardia-ს მთაზე 3.5 კილომეტრიან გზას თუ აუყვებით, წმ. ლუკას ბაზილიკამდე მიხვალთ. ალტერნატიული ხერხია 20 ნომერი ავტობუსი ბოლონიის ცენტრიდან პარკო დელა კიუზამდე, კასალექიოში. იქიდან ბრეგოლის საცალფეხო ბილიკით წმ. ლუკას საყდართან აღმოჩნდებით. აქ დადის მატარებელი, წმ. ლუკას ექსპრესიც. ეკლესიის მონახულების შემდეგ, შეგიძლიათ ვიტოს ბარში შეისვენოთ, რომელიც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს.

-
დაათვალიერეთ ქალაქის პარკები და ბაღები
ქალაქის ფილტვებს ორტო ბოტანიკოს უწოდებენ. საუნივერსიტეტო ბოტანიკური ბაღი 1568 წელს აღმოაჩინეს. მის სათბურში 5000-მდე მცენარე იყრის თავს. ასევე, შემოგთავაზებთ ჯიარდინი მარგერიტას, სადაც ბევრი ხე, კუებით დასახლებული ტბა და რამდენიმე ბარია.

-
დააგემოვნეთ ტრადიციული ნაწარმი ბაზარში
ბოლონიას ფერადი ბაზარი საუკეთესო ადგილია ადგილობრივი პროდუქტების დასაგემოვნებლად. Quadrilatero-ს ბაზარი, პიაცა მაგიორეს მოედანზე, გემრიელ სენდვიჩებს და ხემსებს შემოგთავაზებთ, Mercato delle Erbe კი ზღვის პროდუქტებს. თუ ბოლონიაში შაბათ დილას მოხვდებით, არ გამოტოვოთ Mercato Ritrovato-ს ბაზარი.

-
იხილეთ ანტიკური ჭიშკრები
ბოლონიის გარშემო მე-13 საუკუნეში 12 კარიბჭე აშენდა, მაგრამ დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე მათგანი, მათ შორის Via Castiglione და Via Piella შემორჩა.

-
ადით კოშკურებზე
მართალია, ასინელი და გარისენდა, ქალაქის ყველაზე ცნობილი კოშკები და ქალაქის სიმბოლოებია, მაგრამ ბოლივიაში მათ გარდა კიდევ 20 კოშკურა დგას. 60 მეტრი სიმაღლის Prendiparte ასინელის შემდეგ, ყველაზე მაღალია. Galluzzi კი თავის მხრივ, ყველაზე რომანტიკულ კოშკად ითვლება. დაჯავშნეთ ტურები კოშკებზე და გაიგეთ ისტორიები მათ შესახებ.

-
დააგემოვნეთ სპაგეტი ბოლონეზე
ბოლონიაში პასტის 30 ტრადიციული რეცეპტია დარეგისტრირებული და ითვლება, რომ აქ იდეალური სისქის სპაგეტის ამზადებენ. ბოლონეზე მათ შორის მეფეა.

-
ესტუმრეთ ბოლონიის ისტორიის მუზეუმს
შუასაუკუნეების დროინდელ პეპოლის სასახლეში მდებარე ეს თანამედროვე მუზეუმი საინტერესო მულტიმედიურ გამოცდილებას გპირდებათ. ის ბოლონიის ისტორიასა და კულტურას ეძღვნება. თქვენ შეისწავლით ანტიკური ეტრუსკების და რომაული ეპოქის შესახებ, მუსიკალური ოთახი კი ამ ქალაქში მოცარტის მიერ გატარებულ დროს ასახავს. ასევე, მუზეუმი რადიოს იტალიელი გამომგონებელის, გილიელმო მარკონის შემოქმედებას წარმოგიდგენთ.

-
მოინახულეთ წმ. სტეფანოს კომპლექსი
7 ტაძარი უჩვეული ტიპის კომპლექსია, რომელიც სხვადასხვა ეპოქის ტაძრებს აერთიანებს. მათგან უძველესი სან ვიტალეს და სან აგრიკოლას ბაზილიკებია. რიყის ქუჩები ქალაქის ულამაზესი ნაწილია, სადაც ანტიკურ მაღაზიებს და კაფეტერიებს ნახავთ.

-
ესტუმრეთ FICO-ს ცენტრს
ეს ქალაქგარეთ მდებარე საკვების დიდი ცენტრია, სადაც 35 ნომერი ავტობუსით მოხვდებით. თემატური პარკი საკვების წარმოშობას ეძღვნება და დიდებსაც და პატარებსაც შემეცნებით გამოცდილებას ჰპირდება. FiCo-ს ცენტრში გამოფენები, ლაივ დემონსტრაციები, საჭმლის მომზადების შემსწავლელი გაკვეთილები და დეგუსტაციებია.

-
გაისეირნეთ ყოფილი გეტოს გამზირზე
ბოლონიას ისტორიული გამზირი ასინელის კოშკთან მდებარეობს და ის ქალაქის ყველაზე ატმოსფერული ნაწილია. ხელნაკეთი ნივთების მაღაზიები ყველანაირ ნივთებს ყიდიან. აქვე იხილავთ ებრაულ მუზეუმსა და მემკვიდრეობის ცენტრს.

-
შეიჭყიტეთ მიწისქვეშა არხებში
შუასაუკუნეებისდროინდელი ბოლონია იტალიაში აბრეშუმის მთავარი მწარმოებელი იყო. 60 კმ. სიგრძის არხები აშენდა იმისთვის, რომ აბრეშუმის ქარხნებისთვის წყალი მიეწოდებინათ. ინდუსტრიულ მუზეუმში ბევრ რამეს გაიგებთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებდნენ არხები ამ ქალაქის განვითარებაზე. იქ 30 ნომერი ავტობუსით მოხვდებით.











