ესპანეთის უდიდესი რეგიონი, კასტილა ი ლეონი, განსაკუთრებით გამოირჩევა ქალაქი ლეონით, რომელიც ისტორიული და თანამედროვე ენერგიების ერთდროული მატარებელია. დღისით იხილავთ დიად მონუმენტებსა და კათოლიკურ მემკვიდრეობას, ღამით კი ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებსა და ფოტოგენურ პლაზებს, სადაც მუსიკა მუდმივად ისმის. ლეონი ესპანეთის ქალაქებთან კარგადაა დაკავშირებული მატარებლებითა და ავტობუსებით.

მოინახულეთ ლეონის დიადი კათედრალი

არ გამოგრჩეთ ლეონის კათედრალი მისი მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილით. ჩრდილოეთის კოშკურა მე-14 საუკუნის გოთიკურ სტილს აირეკლავს, სამხრეთის კოშკურა კი მე-15 საუკუნის გვიანდელ გოთიკას ასახავს. მიდით დილით ადრე და იხილეთ ინტერიერის ვიტრაჟული ფანჯრები დილის შუქზე. შეგიძლიათ ახვიდეთ ორნამენტებით მორთულ კიბეებზე და იხილოთ ოთახების ლაბირინთი.

აღმოაჩინეთ მეტი ქალაქის შესახებ ლეონის მუზეუმში

რეგიონის უძველესი და გამორჩეული ლეონის მუზეუმი 1869 წელს გაიხსნა. ის ამ რეგიონის ისტორიის და კულტურის განსაკუთრებულ მიმოხილვას გვთავაზობს, გვაცნობს კაცობრიობის ისტორიას შუა საუკუნეებიდან, რომაული ეპოქიდან თუ ოქროს ხანიდან.

დატკბით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმით

კატილა ი ლენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MUSAC) ამ ქალაქის შთამბეჭდავი გალერეა და არქიტექტურული ძეგლია. ფასადზე შეამჩნევთ შეღებილი შუშის 37 სხვადასხვა ელფერს, ხოლო შიგნით დინამიურ ხელოვნების სივრცეს დროებითი გამოფენებით. დაათვალიერებთ ფოტოგრაფიას, ვიდეო ინსტალაციებსა და მსგავს ფორმებს. დაკეტილია ორშაბათობით.

გაისეირნეთ მის მოედნებზე

ლეონის მოედნები ცალკე აღნიშვნის ღირსია და ერთი მათგანიდან მეორეში გადანაცვლებისას, ქალაქის საგანძურს კიდევ უფრო ნათლად აღმოაჩენთ. დაიწყეთ კომერციული ჰაბით, პლაზა დე სანტო დომინგოთი, რომელიც ძველსა და ახალს შორის არსებული ზღვარია. შემდეგ შემოგეგებებათ პლაზა დე სან მარჩელო მე-16 საუკუნის მერიის შენობით. გადაინაცვლეთ პლაზა დე სან ისიდოროზე და პლაზა დე ლა რეგლაზე. ღამით კი უმჯობესია იხილოთ პლაზა დე სან მარტინი.

დაისვენეთ დელ სიდის პარკში

დელ სიდის პარკი მწვანე, ჩრდილიანი სამოთხეა, სადაც სიმშვიდეს მოიპოვებთ. აქ რომაული აკვედუკის ნანგრევები და ძველი ქალაქის კედლები დაგხვდებათ.

აღმოაჩინეთ პარადორ დე ლეონი

პარადორ დე ლეონი მე-12 საუკუნეში პილიგრიმებისთვის განკუთვნილი საავადმყოფო იყო. ის ძველი ქალაქის სანახაობებიდან 1 კმ-ში მდებარეობს.

დაათვალიერეთ სან ისიდოროს ბაზილიკა

ლეონის კათედრალზე ძველი სან ისიდოროს ბაზილიკა შთამბეჭდავი ანტიკური ძეგლია. ის ესპანეთის ერთ-ერთ საუცხოოდ შემონახულ რომანულ ფრესკებს აერთიანებს ესპანეთში. ფერადი ბიბლიური სცენები ექსტრაორდინალურ დარბაზშია აღბეჭდილი.

იხილეთ კასა ბოტინეს გაუდის მუზეუმი

კასა ბოტინესი ანტონიო გაუდის იმ სამ ქმნილებას შორისაა, რომელიც არქიტექტორმა მშობლიური კატალონიის მიღმა დააპროექტა. ის 1893 წლით თარიღდება.

დააგემოვნეთ ტაპასები

ლეონში გემრიელ ტაპასებს დააგემოვნეთ. აქ ბევრი ტაპას ბარი მდებარეობს. კარგი აზრია თუ პლაზა დე სან მარტინს ეწვევით და სხვადასხვა ტიპის ტაპასს დააგემოვნებთ.