ნეაპოლი იტალიის სიდიდით რიგით მესამე ქალაქია, რომლის ყველა კუთხეშიც არქიტექტურულ საოცრებას აღმოაჩენთ. ბერძნების მიერ დაარსებული ნეაპოლი 2500 წლოვან ისტორიას ითვლის. ამ იტალიურ ქალაქს მადლობას ეუბნებიან პიცის გამოგონების და ყავის კულტურის ჩამოყალიბებისთვის. შენი მეგზური აქ თქვენზე მორგებულ მოგზაურობას დაგიგეგმავთ და რჩევებსაც გაგიზიარებთ:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 766 766 – ნატალია
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი
ეწვიეთ ნეაპოლს გაზაფხულზე ან შემოდგომაზე და ერიდეთ ზაფხულის ხალხმრავლობას
ნეაპოლში ვიზიტის საუკეთესო დროა გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა. ზამთარში აქ კიდევ უფრო ცოტა ხალხია, თუმცა შესაძლოა წვიმიანი ამინდები დაგემთხვათ. ამ პერიოდებში ადგილობრივებთანაც უფრო მარტივად დაამყარებთ ურთიერთობას.
იტალიური ერთადერთი ენა არაა, რომელსაც ქუჩებში გაიგონებთ
იტალიური ენა ოფიციალური ენაა ნეაპოლში, თუმცა ბევრი ადამიანი აქ რეგიონის დიალექტზე საუბრობს. სასტუმროებსა და რესტორნებშ ინგლისურად დაგელაპარაკებიან, მაგრამ შეისწავლეთ რამდენიმე იტალიური სიტყვაც.
იყავით მზად, რომ გადახდა შეიძლება მხოლოდ ქეშით იყოს
იტალიაში ევრო ოფიციალური ფულის ერთეულია. მიუხედავად იმისა, რომ აქ საკრედიტო ბარათები ფართოდაა მიღებული, ქუჩის დახლებზე, პატარა მაღაზიებსა და საცხობებში შესაძლოა მხოლოდ ქეშით გადახდა დაგხვდეთ.
ჩაის არ ელიან, თუმცა კარგი იქნება თუ რამეს დატოვებთ
ჩაის დატოვება იტალიაში მიღებული სტანდარტი არაა, თუმცა თუ რესტორანში ესიამოვნებათ თუ თანხას დაამრგვალებთ ან 1 ევროს მაინც დატოვებთ ჩაის სახით. ქუჩის ყავის ობიექტებში ესპრესოსთვის 80 ცენტის ნაცვლად 1 ევროს დატოვებაც გავრცელებულია ტურისტებში.
ნეაპოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული მარტივია
ნეაპოლის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები წყლისპირას და ისტორიული ცენტრის გარშემოა თავმოყრილი, რომელსაც ფეხით ადვილად მოივლით. ამ ქალაქს არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა აქვს: მეტრო, ავტობუსები, ტრამვაები და საბაგირო. რეგიონული მატარებლებით წახვალთ პომპეიში და მოინახულებთ ამალფის სანაპიროს, მათ შორის სორენტოს. ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქს ავტობუსით უკავშირდება.
მანქანის ქირაობა ნეაპოლში კარგი იდეა არაა
ნეაპოლში მანქანის ქირაობას რეკომენდაციას არ უწევენ, რადგანაც ქუჩები ვიწროა, ნავიგაცია რთულია, მოძრაობა დამაბნეველი.
დაზოგეთ თანხა მუზეუმის მრავალჯერადი ბარათით
თუ გეგმავეთ, რომ ნეაპოლის მუზეუმებში დიდი დრო გაატაროთ, აიღეთ ნეაპოლის ბარათი (Napoli ArteCard). ის მოიცავს სამ მუზეუმში უფასოდ შესვლას, 50%-იან ფასდაკლებას ღირსშესანიშნაობებზე და უფასო მგზავრობას ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
ნეაპოლი უსაფრთხოა, თუმცა ყურადღება მიაქციეთ ჯიბის ქურდებს
ნეაპოლში ძალადობრივი კრიმინალი ძალიან იშვიათია, მაგრამ დატვირთულ ადგილებში ჯიბის ქურდობა შესაძლოა დაფიქსირდეს. იყავით ყურადღებით ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან, მეტროში და მატარებლის სადგურებში.
ივლისი და აგვისტო წვეულებების პერიოდია
მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ცხელა და ადგილობრივები ქალაქიდან დასასვენებლად მიემგზავრებიან, ნეაპოლში მაინც ბევრი ფესტივალი, წვეულება და ღონისძიება ეწყობა. ზოგიერთი მათგანი უფასოა.