ჩინეთის დიდი კედელი კვეთს მთებს, მინდვრებსა და უდაბნოს, მოცულია ლეგენდებითა და მისტიკით. იუნესკოს ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გამორჩეული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. დღემდე ის კაცობრიობისთვის ამოუცნობი საოცრებაა.

რა სიგრძისაა ჩინეთის დიდი კედელი? მისი სრული სიგრძე 8850 კმ-ია. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ის ჩინეთის 15 პროვინციას მოიცავს. კედელი დაყოფილია სექციებად და შეგიძლიათ მხოლოდ კონკრეტული არეალი მოინახულოთ.

რაში იყენებდნენ ჩინეთის დიდ კედელს?  მინგის დინასტიის დროს, აქ მილიონობით ჯარისკაცი ცხოვრობდა, რათა მონღოლების შემოჭრა მოეგერიებინათ. მე-19 საუკუნეში მოგზაურები ბეიჯინგამდე კედლის 60 კმ-იან ნაწილს გადიოდნენ და ამ ექსპედიციას 2 დღეს ანდომებდნენ. კომუნიზმის ეპოქაში მის სიახლოვეს ფერმერები ბინადრობდნენ და მას უფასო სამშენებლო მასალების წყაროდ იყენებდნენ. 1950-იანი წლების შუა ხანებიდან ის მინგის დინასტიის შემდეგ პირველად აღადგინეს. დღეს კი მას მილიონობით ტურისტი და ბევრი პოლიტიკური ფიგურა სტუმრობს.

რას უნდა ეწვიოთ: თუ ჩინეთის კედელს პირველად სტუმრობთ, Badaling და Mutianyu ყველაზე ხელმისაწვდომი და კარგად შემონახული არეალებია, სადაც ბეიჯინგიდან მარტივად მოხვდებით. ბადალინგი უფრო პოპულარულია, რადგანაც ის პირველი სექციაა, რომელიც საჯაროდ გაიხსნა. მუტიანუ კი ნაკლებად დატვირთული ლოკაციაა და საოცარი ხედები აქვს. ორივე გვთავაზობს სასეირნო ბილიკებს და გონდოლებს. თუ უფრო სალაშქრო გამოცდილება გსურთ, Jinshanling და Simatai ველურ ბილიკებს მოიცავს, Shanhai Pass კი არის ადგილი, სადაც კედელი ზღვას ხვდება და საოცარი ფოტოების გადაღების შესაძლებლობას იძლევა.

საიდან უნდა დაიწყოთ მონახულება? თუ ბეიჯინგში იმყოფებით, დაიწყეთ ბადალინგიდან ან მუტიანუდან. ბადალინგი სწრაფი მატარებლით ან ავტობუსით მხოლოდ 1 საათის გზაზეა. მუტიანუ უფრო შორსაა, თუმცა ხალხი ნაკლებია. ზოგიერთი სექციისთვის სჯობს თუ ჯგუფურ ტურს აიღებთ. ასეთებია: Simatai და Jiankou.

როდის უნდა ეწვიოთ ჩინეთის დიდ კედელს? გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესო დროებია ჩინეთის კედლის მოსანახულებლად. ზამთარი აქ შესაძლოა ცივი იყოს.

რა უნდა იქონიოთ თან: სალაშქრო ფეხსაცმელი, გამოსაცვლელი სამოსი, მზისგან დამცავი, წყალი და წასახემსებელი. პირველადი დახმარების ჩანთაც კარგი იდეა იქნება. თუ ფოტოებს ფოტოაპარატით იღებთ, ფართო ლინზა გამოგადგებათ. საუკეთესო დრო ფოტოების გადასაღებად დილით ადრე ან გვიან შუადღესაა. დრონის აფრენა აქ დაშვებულია, თუმცა წესებს უნდა დაემორჩილოთ: იყოთ მინიმუმ 30 მეტრში ხალხისგან, დარეგისტრირდეთ ჩინეთის საავიაციო ადმინისტრაციაში აპლიკაციის საშუალებით და მუდამ აკონტროლოთ მისი მდებარეობა.

როგორ მოხვდებით: ბეიჯინგიდან სამანქანო ან სარკინიგზო გზით. შეგიძლიათ დაიქირაოთ მანქანის სერვისები: Miles Meng Car Service და Bespoke Travel Co.