მორავიის დედაქალაქი ჩეხეთის რეგიონის ისეთივე ისტორიული ნაწილია, როგორც ბოჰემია. ბრნო ნეო-რენესანსული არქიტექტურით, დიადი სასახლეებით და ლამაზი ტბით გამოირჩევა. ამ ყველაფრის გამო მას “პატარა ვენა” და “ევროპის ფარული გულიც” კი შეარქვეს. ჩვენ ამ ქალაქში ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.

აიღეთ ნავის ტური ბრნოს ტბაზე

ქალაქის ჩრდილოეთით ბრნოს ტბა მდებარეობს, სადაც მთელი ზაფხულის მანძილზე ბევრი აქტივობა ტარდება. შეუერთდით ადგილობრივებს სანაპიროზე რელაქსაციის მისაღებად, დაიქირავეთ კანოე, ისეირნეთ ველოსიპედით ტბის გარშემო ან უბრალოდ იარეთ.

დააგემოვნეთ ღვინო ვევერის ციხესიმაგრეში

ბრნოს ტბიდან ვევერის ციხესიმაგრეს მოკრავთ თვალს, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის უდიდესი და უძველესი ციხესიმაგრეა. ის 800 წლის წინ ააგეს. დაათვალიერეთ მისი ოთახები ფერსკებითა და იარაღებით და ესტუმრეთ მე-15 საუკუნის ღვინის მარანს ჩეხეთის საუკეთესო ვენახების პროდუქციის დასაგემოვნებლად.

ესტუმრეთ სპილბერკის ციხესიმაგრეს

ეს ციხესიმაგრე მეცამეტე საუკუნეში ააგეს და კრიმინალებისა და პოლიტიკური პატიმრების ციხეს წარმოადგენდა. დღეს აქ შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ და მუზეუმში ბრნოს ისტორიას გაეცნოთ.

ისეირნეთ ლუზანსკის პარკში

ბრნოს ყველაზე დიდი და ძველი პარკი მე-18 საუკუნეში შეიქმნა. აქ რამდენიმე ხის ხიდს, შადრევანს და ერთ გამორჩეულ ნეო-რენესანსის სტილის შენობას შეამჩნევთ. ბავშვებისთვის აქ სათამაშო მოედანიცაა.

ნახეთ თავისუფლების მოედანი

პასტელის ფერებად შეღებილი ნეო-რენესანსის სტილის შენობები აქ ერთმანეთს პირისპირ უყურებენ და ბრნოს გულს ქმნიან. შეუერთდით ადგილობრივებს კაფეში დილის ყავაზე, საღამოს კი ჩეხურ ლუდზე ან მორავიულ ღვინოზე. მოედნის შუაში მდგარი შავი ქვისგან დამზადებული მონუმენტი ბევრი ხუმრობის წყაროა. ის რეალურად საათია, რომელიც ყოველი დილის 11 საათზე ოთხ პატარა შუშის სუვენირს ქმნის, რომელიც შეგიძლიათ თან წაიღოთ.

დალიეთ კოქტეილი ბარში – který neexistuje

ამ ბარის სახელი ითარგმნება როგორც: “ბარი, რომელიც არ არსებობს”. ის ქალაქში ყველაზე საყვარელ დასალევ ბარადაა აღიარებული. მეგობრული თანამშრომლები ნებისმიერ კოქტეილს გემრიელად დაგიმზადებენ.

შედით წმ. პეტრეს და პოლის კათედრალში

პეტროვის მთაზე შორიდანაც შეამჩნევთ ამ მაგიურ კათედრალს. სწორედ ისაა გამოსახული ჩეხურ მონეტებზე. ინტერიერი მე-18 საუკუნეში შეიქმნა და შემდეგ რეკონსტრუქცია განიცადა. ზარები დილის 11 საათზე რეკენ შუადღის ნაცვლად.

დააკვირდით თანამედროვე არქიტექტურას Villa Tugendhat-ზე

Villa Tugendhat – იუნესკოს დაცული ძეგლი და საკულტო ნაგებობაა, ევროპული თანამედროვე არქიტექტურის პირველი პროტოტიპი. ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობის გამო ბილეთი 1 თვით ადრე უნდა შეიძინოთ.

დაკავდით აქტივობებით კრავი ჰორაზე

კრავი ჰორა ბრნოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია იმ მხრივ, რომ აქ სხვადასხვა აქტივობებით შეგიძლიათ დაკავება. სპორტის სახეობებიდან ხელბურთის ან ყინულის ჰოკეის გამოცდა შეგიძლიათ. აქვეა აუზი, საუნა და ცხელი აბანოები. ღამით კი ობსერვატორია და პლანეტრარიუმი იხსნება.

მიირთვით უზარმაზარი ბურგერი რესტორან უვოზნაში

უვოზნას ბურგერები ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ხისა და აგურის ინტერიერი თავს საკმაოდ კომფორტულად გაგრძნობინებთ.