ეს გასაოცარი ქალაქი ადრიატიკის ზღვაში – Game of Thrones-ის გადასაღებ მოედნად იქცა. აქ ძველი ქალაქის ატმოსფერო და შუასაუკუნოვანი არქიტექტურაა. დუბროვნიკი ცნობილია სანაპიროებით, კუნძულებით, გადმოსახედებით და აშ.
გაისეირნეთ დუბროვნიკის ქალაქის კედლებში
აქ დუბროვნიკის ყველაზე შთამბეჭდავ პანორამულ ხედებს იხილავთ – თეთრი შენობებით და აგურიანი სახურავებით. მთლიანი ბილიკი 2 კმ სიგრძისაა და ხედები უფრო და უფრო თვალწარმტაცი ხდება. თუ გვიან შუადღეს გაისეირნებთ, ულამაზეს ფოტოებს გადაიღებთ. ბილიკი იხსნება დილის 8 საათზე საღამოს 8-ის ნახევრამდე.
დატკბით დუბროვნიკის ძველი ქალაქის გარემოცვით
დუბროვნიკში მთელ დღეს გასაოცარი არქიტექტურის გარშემო გაატარებთ – იდეალური ქუჩების გასწვრივ. ქვაფენილიანი ქუჩები ისტორიული შენობებით ნამდვილად არ მოგბეზრდებათ. აქ შემდეგ ღირსშესანიშნაობებს იხილავთ: Franciscan Monastery, Rector’s Palace, დუბროვნიკის საათის კოშკი, მთავარი შადრევანი, დომინიკური მონასტერი და სპონზას სასახლე.
მიირთვით ჟელატო
დუბროვნიკის ჟელატო განსაკუთრებით გემრიელია სანაყინე Peppino’s-ში. მთელი დღე სეირნობის შემდეგ, განსაკუთრებით გესიამოვნებათ მრავალფეროვანი არომატებით. მეორე ვარიანტად სანაყინე Dolce Vita-ს გთავაზობთ.
შეუერთდით “სატახტოთა თამაშების” ტურს
თუ Game of Thrones-ს უყურებდით, ამ ტურზე აუცილებლად უნდა ჩაეწეროთ. ვესტეროსის დედაქალაქი დროებით სწორედ დუბროვნიკი იყო. აუცილებლად გაიხსენებთ სერიალის სცენებს სხვადასხვა ლოკაციებზე. 2 საათიანი ტურის საფასურია 20 ევრო კაცზე.
გაიარეთ სტრადუნზე
დუბროვნიკში ეს აუცილებლად მოსანახულებელი ქუჩაა, რომელიც უნდა ჩაიაროთ. ეს ქალაქის გულია. 292 მ. სიგრძის ქუჩა საუკეთესო შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
დატკბით ხედებით მთიდან
დუბროვნიკის თავზე თუ მოექცევით, ჩიტის სიმაღლიდან ქალაქზე და ახლოს მდებარე კუნძულებზე საუკეთესო ხედებს იხილავთ. Mount Srd-ზე ყველაზე მარტივად საბაგიროთი მოხვდებით. 1 გზის საფასური 9 ევროა. უკან შეგიძლიათ ფეხითაც ჩამოხვიდეთ. აქედან მზე ადრიატიკის ზღვაში ჩადის.
დაისვენეთ და იცურავეთ ლოკრუმის კუნძულზე
დუბროვნიკის ძველი ნავსადგურიდან ამ კუნძულზე ბორანი 10 წუთში მიგიყვანთ. ის საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ ხალხმრავლობისგან შეისვენოთ. აქ ფიჭვები, ზეთისხილის ხეები, ქვიანი სანაპიროები, ანტიკური მონასტერი, ბოტანიკური ბაღი და პატარა ტბაა. ბორანი ყოველ 15 წუთში დადის, ფასი 20 ევროა.
გაისეირნეთ კაიაკით დუბროვნიკის გარშემო
კაიაკის ტურით ამ საოცარ ქალაქს გარს შემოუვლით. ეს მოგზაურობა ბეტინას გამოქვაბულს, ლოკრუმის კუნძულს და სხვა ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებთ. ჩამოხვალთ სანაპიროზეც. თუ შუადღის შემდეგ წახვალთ, სეირნობა უფრო შთამბეჭდავ ფერებში გაცოცხლდება. ბორაკის სანაპიროდან ტურები 10:00-ზე, 13:00-ზე და 15:30-ზე ეწყობა. ფასი: 24/34 ევრო.
ეწვიეთ ლოვრიჯენაკის ციხესიმაგრეს
ეს შთამბეჭდავი კლდეზე აგებული შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე ვენეციური მმართველობის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. შესასვლელში იხილავთ წარწერას: “თავისუფლება მსოფლიოს ყველა ოქროზეც კი შეუძლებელია რომ გაიყიდოს”. ღიაა დილის 8 საათიდან დღის 5 საათამდე. ფასი 6 ევრო.
დაისვენეთ სანაპიროებზე
მართალია აქ ბევრი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ ქვიშიანი სანაპიროებიც ბევრია. მათ შორის საუკეთესოებია:
- BELLEVUE BEACH – ძველი ქალაქის სიახლოვეს.
- BANJ BEACH – დუბროვნიკის ყველაზე პოპულარული სანაპირო.
- BEACH SULIC – უძველესი საცურაო ადგილი გამოქვაბულით.