თუ გურმანი ხართ, ტრადიციულ ნორვეგიულ სამზარეულოსაც უნდა გაეცნოთ. ბევრი რესტორანი აქ მენიუს რეგულარულად ცვლის, რაც სეზონურ მრავალფეროვნებას გვთავაზობს. მაგრამ, ნორვეგიული კლასიკური კერძები მთელი წელი ხელმისაწვდომია. ჩვენ გირჩევთ თუ რა უნდა მიირთვათ და დალიოთ ამ სკანდინავიურ ქვეყანაში მოგზაურობისას:

ირმის ხორცის კერძი: reinsdyrstek

ირმის ხორცი ნორვეგიული სუფრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. მას როგორც წესი მიირთმევენ მოხარშულ კარტოფილთან და მოცვის ჯემთან. ისინი ქვეყნის ჩრდილოეთში ტრადიციული მწყემსების მიერ იზრდებიან და მათი ხორცი აქ ჯანსაღია.

გათბით თევზის სუპით: fiskesuppe

ნორვეგიელებს თბილი სუპები ძალიან უყვართ, განსაკუთრებით ორაგულით. ის მენიუში ერთ-ერთი ყვეკაზე იაფი კერძია, რადგანაც ინგრედიენტები ადგილობრივია.

ცხვრის ხორცი: fårikål

ეს მარტივი მსუყე საჭმელი ნორვეგიის ეროვნული კერძია. მას ცოტა ინგრედიენტი აქვს: ცხვრის ნაჭრები, კომბოსტო, წყალი, მარილი და წიწაკა. მას როგორც წესი მოხარშულ კარტოფილთან მიირთმევენ.

ირმის ხორცი: bidos

ეს ტრადიციული კერძი ირმის ხორცისგან, სტაფილოსგან და კარტოფილისგან ნელ ცეცხლზე მზადდება. ბიდოსი დამახასიათებელია ქორწილებისა და სხვა აღსანიშნი დღეებისთვის.

ორაგული: gravlaks

ორაგული ნორვეგიაში ძალიან უყვართ. ეს კონკრეტული დამარინადებულია შაქარში, მარილსა და ბრენდში და მდიდარი ტექსტურა აქვს, რომლის წყალობითაც პირში დნება.

აქ ვაფლისთვის კონკრეტული დრო არ არსებობს

ეს დესერტი ნორვეგიაში ტოპ ტკბილეულია. ის ოსლოში მდებარე მიშელინის ვარსკვლავების მქონე რესტორანსაც აქვს მენიუში. ნორვეგიულ ვაფლებს როგორც წესი გულის ფორმა აქვთ და იდეალურია საუზმისთვის ან წახემსებისთვის. მოასხით სასურველი ჯემი და კრემი.

მორიგი დესერტი: multebær

ეს დესერტი ივლისსა და აგვისტოშია პოპულარული. ის ათქვეფილ კრემს წარმოადგენს მურაბით, ხშირად მიირთმევენ ვანილის ნაყინთან ერთად.

ეროვნული ალკოჰოლი: aquavit

ეს ლიქიორის მსგავსი სასმელი ნორვეგიული კულტურის შემადგენელი ნაწილია. მას სხვადასხვა ინგრედიენტებს უმატებენ. უფრო მარტივი დასალევია, ვიდრე არაყი.

კრემის ფაფა: rømmegrøt

ეს ფუმფულა კერძი ნორვეგიის საკულტო საკვებია უკვე ათასობით წელია. ადრე მას მხოლოდ დღესასწაულებზე მიირთმევდნენ, მაგრამ ახლა ყველგან აღმოაჩენთ. კლასიკური ვარიანტია ჟოლოს სოუსით.

საშობაო ღორის ხორცი

ეს კერძი ნორვეგიული საშობაო სუფრის მთავარი მონაწილეა. მას მოხარშლ კარტოფილთან ერთად მიირთმევენ და გლინტვეინს ან საშობაო ლუდს აყოლებენ.

თევზის კონსერვები

თევზის კონსერვი ნორვეგიის კულინარიული გულია. ის ქვეყანაში დიდ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. აქ თევზის კონსერვების ბერვ ვარიანტს აღმოაჩენთ სუპერმარკეტებში. აირჩიეთ სასურველი.

ტკბილი პური/ფუნთუშა: boller

ნორვეგიაში პატარა ტკბილი პურები საკმაოდ პოპულარულია. ის სხვადასხვა ფორმით და შიგთავსით შეგხვდებათ.