რომის სამზარეულო გემოებით გაჯერებული, მარტივი და გემრიელია. საუკუნეების მანძილზე გაგრძელებული ტრადიციებით, ამასობაში, იტალიის დედაქალაქმა კრეატიული სუფრა ჩამოაყალიბა. ქალაქში, სადაც ყველა გზა მიდის, ჩვენ თქვენი გასტრო-მეგზური ვიქნებით.
Supplì
რეკომენდირებული ადგილი: I Supplì
რომის მაცხოვრებლები დაგვეთანხმებიან, რომ იქამდე, სანამ პერსონალურ პიცას მიირთმევთ, აპეტაიზერი, კერძოდ კი შემწვარი ხემსი უნდა დააგემოვნოთ. კლასიკური გადაწყვეტილება სუფლია, შემწვარი ბრინჯის ბურთულა რაგუთი და მოცარელათი, რომელსაც იდეალურ მდგომარეობამდე ამზადებენ. გასინჯეთ მისი გემრიელი ვარიაციები ტრასტევერეს ქუჩაზე, I Suppli-ში.
Fiori di zucca
რეკომენდირებული ადგილი: Emma
კიდევ ერთი ფავორიტი შემწვარი კერძი – ყაბაყის ყვავილი მოცარელათი და ქაფშიათი. ის არამხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ ძალიან გემრიელიცაა. თუ ამჯობინებთ ის თევზის გარეშე მიირთვათ, საკვები ობიექტი Emma, მხოლოდ მოცარელათიც მოგიმზადებთ.
Baccalà
რეკომენდირებული ადგილი: Dar Filettaro a Santa Barbara
ვირთევზა ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რომში აღმოაჩენთ დამარილებულ, კვერცხში შემწვარ ვირთევზას. ჩვენ მიერ შერჩეული ტრადიციული კაფე-ბარი 1950-იანი წლების ესთეტიკას ინარჩუნებს.
Carciofo alla romana
რეკომენდირებული ადგილი: Hostaria Romana
არტიშოკი რომაულ-ებრაული სამზარეულოს მნიშვნელოვანი ინგრედიენტია და ის აუცილებლად შეგიცვლით აზრს ამ ბოსტნეულზე. მას იტალიური სტილით ამზადებენ: მწვანილით ავსებენ და ლიმონს აწურავენ, სანამ იმ მდგომარეობამდე არ მივა, რომ პირში დადნეს. ეს სეზონური აპეტაიზერია, ამიტომაც მენიუებში მხოლოდ გაზაფხულსა და შემოდგომაზე იხილავთ. გირჩევთ, რომ შეუკვეთოთ ჰოსტარიაში.
Pizza al taglio
რეკომენდირებული ადგილი: Bonci Pizzarium
იტალიის ყველა რეგიონს თავისი ქუჩის საკვები აქვს. რომში ეს არის პიცის ნაჭერი, ტომატის სოუსით, ქონდარით და ზღვის მარილით. საკვებ ობიექტ ბონკიში მას ყველაზე მრავალფეროვანი ვარიაციებით ამზადებენ. აირჩიეთ რამდენიმე სხვადასხვანაირი ნაჭერი უკეთესი გამოცდილებისთვის.
Pizza romana
რეკომენდირებული ადგილი: Da Remo
მართალია, პიცა ნეაპოლში მოიგონეს, თუმცა რომის ვერსია ბევრად თხელი და ხრაშუნაა, ვიდრე ნეაპოლურ სამზარეულოში. შეუკვეთეთ კაპრიჩოზა პროშუტოთი, სოკოთი, ზეთისხილით და მაგრად მოხარშული კვერცხით. Da Remo-ში პიცას ტრადიციულ ატმოსფეროში მიირთმევთ და რომის ენერგიით დაიმუხტებით.
Carbonara
რეკომენდირებული ადგილი: Roscioli
ქალაქში მირთმეული კარბონარა ალუბალია ტორტის თავზე. პასტა კრემოვანი სოუსით აქ საკმაოდ ჯანსაღია. ჩვენ მიერ არჩეული რესტორანი რომში ტრენდულობით გამოირჩევა და იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ.
Bucatini all’amatriciana
რეკომენდირებული ადგილი: Da Bucatino
ეს ბუკატინის ნუდლსით მომზადებული პასტაა, სტანდარტულ პასტაზე უფრო თხელი, შუაში ხვრელით. Da Bucatino-ში სწორედ ამ გემრიელ სპაგეტიზე მუშაობენ.
Cacio e pepe
რეკომენდირებული ადგილი: Da Felice
ეს კერძი ვეგეტარიანელების გულს მოიგებს და მას ქალაქის ყველა მენიუში აღმოაჩენთ. მიუხედავად იმისა, რომ უმარტივესი რეცეპტით მზადდება და მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან შედგება, კერძი საკმაოდ გემრიელი გამოდის. ხელით შექმნილ მაკარონს, პეკორინოს ყველს და შავ პილპილს უმატებენ. Da Felice-ში მიმტანები მას თქვენს მაგიდაზე „მოკმაზავენ“.
Saltimbocca alla romana
რეკომენდირებული ადგილი: Da Teo
ეს ძირითადი კერძი საკმაოდ წვნიანი და გემრიელია. ხბოს ხორცის ნაჭრებს უმატებენ პროშუტოს და თეთრ ღვინოში ათავსებენ. Saltimbocca კლასიკური რომის კერძია, მარტივი და გემრიელი. შეუკვეთეთ ის Da Teo-ში.
Coda alla vaccinara
რეკომენდირებული ადგილი: Flavio al Velavevodetto
ეს არის პომიდორში ჩათუშული ხორცი ბოსტნეულით, წითელი ღვინითა და დარიჩინით. ჩვენ მიერ შემოთავაზებული რესტორანი მსგავს კლასიკურ კერძებს საუცხოოდ ამზადებს.
Panino trippa alla romana
რეკომენდირებული ადგილი: Mordi e Vai
რომის ტრადიციულ მენიუებში ხაშსაც აღმოაჩენთ. ეს სწორედ საქონლის მუცლისგან დამზადებული საკვებია ტომატის სოუსითა და პიტნით. სცადეთ დააგემოვნოთ ის სენდვიჩის სახით, განსაკუთრებით Mordi e Vai-ში, რომლის წინაც მშიერი ადგილობრივები ყოველდღე რიგს აყენებენ.
Trapizzino
რეკომენდირებული ადგილი: Trapizzino Testaccio
სენდვიჩის მეტად დახვეწილ ინტერპრეტაციას Trapizzino-ში აღმოაჩენთ, სადაც რბილ პიცას სამკუთხედის ფორმაში მოგიტანენ, სავსეს კვერცხით, პარმეზანით, ქათმით ან წითელი წიწაკით. ეს ნამდვილად უნიკალური და საოცრად გემრიელი საკვები ნიუ-იორკსა და ტოკიოშიც ძალიან პოპულარულია, თუმცა ორიგინალ ვერსიას აქ და ამ ადგილას გასინჯავთ.
Cicoria ripassata
რეკომენდირებული ადგილი: Zi Umberto
მწვანე ფოთლების კერძი არც ჟღერადობით ჩანს გემრიელი და არც შესახედაობით, თუმცა იტალიელები მის სწორ მომზადებაში პროფესიონალები არიან. რომის სუფრის ეს მბრწყინავი ელემენტი ზეთით, ნიორით და წითელი წიწაკითაა შეზავებული და საკმაოდ დამანაყრებელია. ყველაზე გემრიელს Zi Umberto-ში ამზადებენ.
Maritozzo
რეკომენდირებული ადგილი: Il Maritozzaro
იტალიაში საუზმე შედგება კაპუჩინოსგან და ფუნთუშეულისგან, რომელიც ყველა რეგიონში სხვადასხვანაირია. რომში, კრუასანი კორნეტის გარდა, ასეთი ფუნთუშა მარიტოზოა: კრემით ამოვსებული ტკბილი პური. დაიწყეთ დღე კალორიების ჯანსაღი დოზით, რათა ქალაქი ენერგიულად მოიაროთ.
Torta ricotta e visciole
რეკომენდირებული ადგილი: Pasticceria Boccione
იტალიელებს უყვართ სადილის დასრულება ტარტით, რომელსაც ხშირად ბებიის სახლში მიირთმევენ. თუმცა, ამ დესერტს ქალაქის ბევრ მენიუში აღმოაჩენთ. მას აქვს რიკოტას ყველი და ალუბალი – ორი ინგრედიენტი, რომელიც ერთმანეთს ძალიან უხდება.