ოკეანე პორტუგალიის კულტურაში დიდ როლს თამაშობს. ამ ქვეყნის ყველაზე პოპულარული ქალაქები სანაპიროზე მდებარეობენ. რეგიონის დედაქალაქიდან დაწყებული, სათევზაო სოფლებით დასრულებული, ეს წყლისპირა მიმართულებები ნამდვილად გასიამოვნებთ.

ტავირა/Tavira

ალგარვის ისტორიული ადგილი

ალგარვის სხვა საკურორტო ქალაქებისგან განსხვავებით, ტავირა სიმშვიდით და ანტიკური გარემოთი ხასიათდება. რომაული ხიდი, შუასაუკუნოვანი სასახლე და კაფეები ქალაქს უნიკალურ სილამაზეს ძენს და ალგარვის მომხიბვლელ ცენტრად აყალიბებს. შეისწავლეთ მეტი მავრიტანული ოკუპაციის შესახებ მათ არქიტექტურაში და გაისეირნეთ სანაპირო არეალზე.

ფერაგუდო/Ferragudo

ფოტოგენური სათევზაო სოფელი

თუ წყნარ ადგილს ეძებთ, მაგრამ თან გსურთ მას დატვირთული უბანიც ჰქონდეს, ალგარვის დასავლეთ ნაწილს ესტუმრეთ. ფერაგუდო ლამაზი სათევზაო სოფელია თეთრი სახლებით და ჩამწკრივებული ნავებით. მთავარი ღირსშესანიშნაობაა შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე საო ჯოაო დე არადეა, რომელიც ერთ დროს საათის კოშკი იყო. ფერაგუდოში და მის სიახლოვეს ალგარვის ბევრი ლამაზი სანაპიროა.

ალჯეზური, კოსტა ვიჩენტინა/Aljezur, Costa Vicentina

ულამაზესი ეროვნული პარკით

კოსტა ვიჩენტინა ბევრი მომხიბვლელი ქალაქის სახლია, სადაც გემრიელ ზღვის პროდუქტებს დააგემოვნებთ და ლამაზ სანაპიროებზე მთელი წლის მანძილზე დაისვენებთ. როგორც წესი, ტურისტები მას გვერდს უვლიან და პორტუგალიის უფრო პოპულარულ ქალაქებში მიდიან. სამაგიეროდ, გასარუჯად და სერფინგისთვის, ალჯეზური ადგილობრივებს ძალიან უყვართ. აქ აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბუნების მშვენება, კოსტა ვიჩენტინას ეროვნული პარკი.

კაშკაისი/Cascais

ლისაბონთან სიახლოვე

ლისაბონიდან 30 კილომეტრში მდებარე ეს ქალაქი პორტუგალიელი ელიტისთვის და ექსტრავაგანტური ტურისტებისთვის ტოპ მიმართულებაა. ეს ასევე იდეალური ადგილია თუ დედაქალაქიდან 1 დღით გაქცევა გინდათ. ესტუმრეთ ბოკა ინფერნოს და დატკბით კლდეების ხედით ან იქირავეთ ველოსიპედი და დაათვალიერეთ ქალაქი ბორბლებზე.

აზეიტაო/Azeitão

ქალაქი ვენახებით

არაბიდას მთებში ლამაზი და რომანტიკული ქალაქი აზეიტაო მდებარეობს, რომელიც ტურისტულად ნაკლებადაა ცნობილი. ვენახებით სავსე დასახლება, მაღალი დონის კულინარიით გამოირჩევა. აქ ადგილობრივი, აზეიტაოს ყველი უნდა დააგემოვნოთ, რა თქმა უნდა, აქაურ ღვინოსთან ერთად.

აზენჰას დო მარი/Azenhas do Mar

კლდოვანი ნაპირები

მისტიკურ ქალაქ სინტრას სიახლოვეს მდებარე აზენჰას დო მარი, ატლანტის ოკეანეს კლდეებით ეგებება. ეს მძინარე სათევზაო ქალაქი ლამაზ სანაპიროს, საოცარ ხედებს და გემრიელ საკვებს გთავაზობთ. იდეალური ადგილია მაშინ, როცა უბრალოდ არაფრის კეთება გსურთ.

პენიში/Peniche

სანაპირო სერფინგისთვის

პენიში სერფერების პოპულარული მიმართულებაა. ეს დასახლება დიდ ისტორიულ მნიშვნელობასაც ატარებს. პენიჩეს ციხესიმაგრეში სამხედრო დაცვიდან პატიმრები გადაჰყავდათ. დღეს აქ ლამაზი სანაპიროებისთვის ჩამოდიან.

ავეირო/Aveiro

არხებით და გონდოლებით

“პორტუგალიის ვენეცია” ფერადი სახლებით და გონდოლებითაა მდიდარი. პორტოდან 70 კილომეტრში მდებარე ეს ლამაზი დასახლება მშვენიერი მიმართულებაა თუ პორტუგალიის “ჩრდილოეთ დედაქალაქში” მოგზაურობთ.

ვიანა დო კასტელო/Viana do Castelo

ულამაზესი არქიტექტურა

პორტოს ჩრდილოეთით მდებარეობს ქალაქი მათთვის, ვისაც ანტიკური შენობები და ისტორია უყვარს. აქ შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურაა – რენესანსის, ბაროკოს და გოთიკური სტილის შენობებით. აქედანაა პორტუგალიური ტრადიციული სამკაულიც – ფილიგრი.

პონტა დელგადა/Ponta Delgada

მთისა და ზღვის მიქსი

ეს სია სრულყოფილი ვერ იქნებოდა, თუ ამ ქალაქით არ დავასრულებდით. სილურჯისა და სიმწვანის ერთობლიობა ამ სანაპირო ქალაქს უნიკალურ შარმს სძენს. თეთრი და შავი ბაზალტის სახლები მთებითა და ზღვითაა გარშემორტყმული. მთავარი ღირსშესანიშნაობებია დიდი თაღი – Portas da Cidade და ქალაქის მთავარი მოედანი.