პარიზში ვიზიტისას ყველა ლუვრსა და ორსეს სტუმრობს, თუმცა ამ ქალაქში სხვა დასაფასებელი მუზეუმებიც მდებარეობს. წარმოგიდგენთ პარიზის იმ მუზეუმებს, რომლებზეც ხალხი არ ყვირის, თუმცა უნდა ყვიროდეს:
1. ბურდეის მუზეუმი/MUSÉE BOURDELLE
ანტუან ბურდეი საფრანგეთის კულტურაში ცნობილი ფიგურაა. თუ ქალაქ ტულუზში დრო გაგიტარებიათ, მაშინ მისი ზოგიერთი სკულპტურის გვერდით გაგივლიათ კიდეც. მე-19 საუკუნის შუა რიცხვებში დაბადებულმა ბურდეიმ, საფრანგეთის ყველაზე ცნობილი შენობებისთვის შთამბეჭდავი სკულპტურები შექმნა. მათ შორისაა შანზ-ელიზეს თეატრი. ბურდეის მუზეუმში სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ქანდაკებებს და ბაღს იხილავთ, სავსეს ბრინჯაოს სკულპტურებით. მუზეუმში ისეთი ატმოსფეროა შექმნილი, თითქოს ბურდეი ერთი საუკუნის წინ არ გარდაცვლილა და აქვე, ყავაზეა გასული. გადმოწერეთ მუზეუმის აპლიკაცია. ღიაა სამშაბათი-კვირა 10-დან 6-მდე. შესვლა უფასოა.

2. დე ლა მარინის სასტუმრო/HÔTEL DE LA MARINE
ეს ლუი მე-15-ეს ერთგვარი საწყობი იყო, ავეჯის საგამოფენო სივრცე. დე ლა მარინის სასტუმრო მინიატურულ ვერსალს წააგავს. არ გამოგრჩეთ მისი აივანი შთამბეჭდავი თაღებით, რომლებიც კონკორდის მოედანს გადმოჰყურებენ. ღიაა ყოველდღე 11 საათიდან 7 საათამდე.ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, თვის ყოველი პირველი კვირა დღე უფასოა. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ.

3. გუსტავ მოროს მუზეუმი/MUSÉE GUSTAVE MOREAU
წარსულში მოგზაურობა თუ გიყვართ, ამ მუზეუმს ეწვიეთ. აქ მე-19 საუკუნის მწერალმა და სკულპტორმა, გუსტავ მორომ თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა. 1898 წლიდან, მას შემდეგ, რაც გუსტავმა სიკვდილამდე მისი ნივთები სახელმწიფოს გადასცა, ეს მუზეუმი თითქოს დროში გაიყინა. ღიაა ყოველდღე სამშაბათის გარდა, 10-დან 6 საათამდე. უფასოა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს.

4. ღვინის მუზეუმი/LE M. MUSÉE DU VIN
ეს მუზეუმი 2023 წელს გაიხსნა, თუმცა მარნები მე-13 საუკუნით თარიღდებიან. მე-15 საუკუნეში მას ბერები იყენებდნენ. 1950-იან წლებამდე ეს ადგილი ეიფელის რესტორნის დაქვემდებარებული ღვინის მარანი იყო. დღეს ღვინის მუზეუმში გაეცნობით ფრანგული ღვინის ინდუსტრიის ისტორიას და შეძლებთ მის რესტორანში მირთმევასაც. პარასკეობით აქ ჯაზის საღამოები იმართება. დაკეტილია კვირას და ორშაბათს.

5. ყველის მუზეუმი/MUSÉE DU FROMAGE
ეს მუზეუმი კი ფრანგული ყველის ისტორიას გაგვაცნობს და გვიწვევს ყველის მაღაზიაში, სადაც სხვადასხვა ტიპის ყველს დააგემოვნებთ. ღიაა ყოველდღე კვირის გარდა, დილის 10 საათიდან 7 საათამდე.

6. ეგუტის მუზეუმი/MUSÉE DES ÉGOUTS
ეს მუზეუმი გვახედებს ისტორიაში პარიზის სანიტარიული სისტემების შესახებ, რომელიც ძველ დროში დაავადების გავრცელების მიზეზიც კი ხდებოდა. ტემპერატურა აქ დაბალია, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მსოაცმელი. ღიაა ყოველდღე ორშაბათის გარდა.











