_
შემოგვიერთდი პორტუგალიის ჯგუფურ ტურში, რომლის მეგზურიც გოგა ჩანადირ იქნება!
პორტუგალიური მოგზაურობა ვიცით ჩვენ ასეთი:
ლისაბონი / სინტრა / კაშკაი / კაბო და როკა / ნაზარე / ობიდუში / ბატჰალა / ავეირო / კოშტა ნოვა / ბრაგა / გიმარაეში / ვილა ნოვა დე გაია / პორტო + UNESCO ძეგლთა დაცვის სიაში შეტანილი ძეგლები
აირჩიე სასურველი თარიღი:
ტური N6: 20 – 27 ივნისი – 5850 ლარი
ტური N7: 10 – 17 სექტემბერი – 5950 ლარი
ტურის დეტალური აღწერა:
დღე I / ლისაბონი
09:50 ჩასვლა ლისაბონში, ტრანსფერი, სასტუმროში განთავსება, ცოტაოდენი დასვენების შემდეგ სადილი და ქალაქის ექსკურსია : გრასა ტაძარი (ქეთევან დედოფლის პანო) – ალფამას უბანი – სეს კათედრალი – ფადუს საღამო/ვახშამი
ტური იწყება ლისაბონის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ და პანორამულ წერტილში — სენიორა დუ მონტეს ხედის მოედანზე, საიდანაც იშლება ქალაქის სრული ხედი, ტეჟუს მდინარითა და ისტორიული უბნებით.
შემდეგი გაჩერებაა გრასას ტაძარი — ისტორიული ეკლესია და მონასტრის კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა მშვიდი ატმოსფეროთი და ქალაქის კულტურულ ისტორიასთან მჭიდრო კავშირით. ტური გრძელდება, ძველი ქალაქის მიმართულებით, სადაც ვეწვევით სანტა ლუზიას ხედის მოედანს — მცირე ბაღებით, ტრადიციული პორტუგალიური კერამიკული პანოებითა და ალფამას უბნისა და ტეჟუს მდინარის შესანიშნავი ხედებით.გავისეირნებთ ალფამას უბნის ვიწრო და ისტორიულ ქუჩებში — ლისაბონის უძველეს კვარტალში, სადაც დღემდე იგრძნობა ქალაქის ავთენტური სული, ტრადიციული არქიტექტურა და ადგილობრივი ცხოვრების რიტმი.
ქვეითი ექსკურსია სრულდება ლისაბონის სეს კათედრალთან — ქალაქის უძველეს და ყველაზე მნიშვნელოვან ტაძართან, რომელიც შუა საუკუნეებიდან ლისაბონის რელიგიურ და ისტორიულ ცენტრს წარმოადგენს. საღამოხანს კი ვესტუმრებთი ტიპიურ პორტუგალიურ „ძველ სახლის“ ტიპის ფადოს ადგილ****ს (რესტორანს), სადაც ტრადიციული მუსიკის და ავთენტური პორტუგალიური საკვების ფონზე ვივახშმებთ და ვისიამოვნებთ კლასიკური პორტუგალიური მუსიკით.
დღე I I / ლისაბონი
ბელემის კოშკი – აღმოჩენების ძეგლი- ჟერონიმუშის მონასტერი
თავისუფალი დრო პაშტელერიაში ან სადილისთვის.
სანტა ჟუშტას ლიფტი-კარმუს მონასტერი-რუა აუგუსტას ქუჩა-კომერსიოს მოედანი
თავისუფალი დრო/საღამო
დღე III / სინტრა
სინტრა/ პენას ულამაზესი სასახლე – სამეფო საზაფხულო რეზიდენცია
კინტა დე რეგალეია – საიდუმლო ჭა და ულამაზესი ბაღები
კაბო და როკა – დასავლეთ ევროპის უკიდურესი წერტილი & შუქურა
კაშკაი – ელეგანტური საზღვაო ქალაქი
დღე IV / თავისუფალი დღე
შეგიძლია დამოუკიდებლად აღმოაჩინო/ეწვიო:
- ვასკო და გამას შოპინგ ცენტრს, მოინახულო ლისაბონის აკვარიუმი, ისეირნო პარკში და 2.2 კმ სიგრძეზე მოძრავი საბაგიროთი სანაპიროზე მდინარი ტეჟუს პირას.\
- წახვიდე საყიდლებზე Freeport Lisboa Fashion Outlet ყველაზე დიდი და პოპულარული (150+ მაღაზია)\
- ნაციონალური აზულეჟუს მუზეუმი (ლისაბონში) – სავიზიტო ბარათი კერამიკულ ფილებში\
- Museu Calouste Gulbenkian – ყველაზე ცნობილი თანამედროვე ხელოვნების კოლექცია ლისაბონში\
- Museu Nacional de Arte Antiga – პორტუგალიის ყველაზე დიდი ეროვნული ხელოვნების კოლექცია, მე-12 საუკუნის ნახატები, ევროპული ორნამენტები, რენესანსი
დღე V /
მოვინახულებთ: ობიდუში – ნაზარე – ბატალიის მონასტერი – ავეირო – კოშტა ნოვა
სასტუმროში საუზმის შემდეგ დავტოვებთ ნომრებს, კომფორტულ მიკროავტობუსით პორტოსკენ მიმავალ გზაზე ჩვენი დღე იწყება შუასაუკუნეების ზღაპრულ ქალაქში — ობიდუშში. ერთად გავისეირნებთ ისტორიული გალავნის შიგნით, ვიწრო ქვაფენილიან ქუჩებში, თეთრ სახლებსა და ყვავილებით მორთულ აივნებს შორის. ქალაქის მშვიდი და ავთენტური ატმოსფერო პირველივე წუთებიდან გვაგრძნობინებს პორტუგალიის განსაკუთრებულ ხიბლს. სურვილის შემთხვევაში, შევჩერდებით ტრადიციული ალუბლის ლიქიორის — Ginja de Óbidos — დასაგემოვნებლად.
ობიდუშის შემდეგ მოგზაურობას გავაგრძელებთ ატლანტის ოკეანის სანაპიროსკენ და მივაღწევთ ლეგენდარულ ნაზარეს. ავალთ სანაპიროს მაღალ ხედზე (Sítio da Nazaré), საიდანაც გადაიშლება ოკეანის შთამბეჭდავი პანორამა. თავისუფალი დრო გვექნება ზღვის ხედებით დასატკბობად, ფოტოებისთვის და სანაპიროზე მცირე სეირნობისთვის.
შემდეგ გზას ავიღებთ ბატალიის მონასტრისკენ — UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან და პორტუგალიური გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ უდიდეს შედევრთან. მონასტრის მონუმენტური სივრცეები და დახვეწილი დეტალები საშუალებას მოგვცემს, ერთად შევიგრძნოთ ქვეყნის დიდებული ისტორია.
მოგზაურობა გრძელდება ავეიროში — ელეგანტურ ქალაქში, რომელსაც ხშირად „პორტუგალიის ვენეციას“ უწოდებენ. ერთად გავისეირნებთ არხების გასწვრივ, დავტკბებით ფერადი moliceiroნავებითა და არტ-ნუვოს არქიტექტურით. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ნავით გასეირნება არხებზე.
დღის დასასრულს მივაღწევთ ატლანტის ოკეანის სანაპიროს — კოშტა ნოვას, რომელიც გამორჩეულია თავისი ფერადი ზოლიანი სახლებითა და ფართო პლაჟებით. თავისუფალი დრო გვექნება ზღვის ჰაერით დასატკბობად, მშვიდი სეირნობისა და დაუვიწყარი ფოტოების გადასაღებად.
გვიან საღამოს ჩავალთ პორტოში, დაბინავება და ღამისთევა პორტოს სასტუმროში
დღე VI /
ბრაგა – ბომ ჟეზუს დუ მონტე – გიმარაეში
ჩვენი დღე იწყება პორტუგალიის ერთ-ერთ უძველეს და სულიერ ქალაქში — ბრაგაში. აქ ერთად გავისეირნებთ ქალაქის ისტორიულ ცენტრში, სადაც ტაძრები, მოედნები და უძველესი არქიტექტურა ქმნის მშვიდ და ღირსეულ ატმოსფეროს. ბრაგა ხშირად მოიხსენიება, როგორც პორტუგალიის რელიგიური დედაქალაქი, და მისი ისტორია ყოველი ნაბიჯით იგრძნობა.
ბრაგადან გზას ავიღებთ ბომ ჟეზუს დუ მონტესკენ — ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სალოცავ კომპლექსთან. გრანდიოზული ბაროკული კიბეები, სიმეტრიული ტერასები და პანორამული ხედები განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის.
მოგზაურობას გავაგრძელებთ გიმარაეშისკენ — ქალაქისკენ, რომელიც პორტუგალიის დაბადების ადგილად ითვლება. ვიწრო შუასაუკუნეების ქუჩები, კარგად შემონახული ისტორიული ცენტრი და ციხესიმაგრე საშუალებას მოგვცემს, ერთად შევიგრძნოთ ქვეყნის დასაწყისი და მისი ისტორიული მნიშვნელობა. თავისუფალი დრო გვექნება სეირნობისთვის, ფოტოების გადასაღებად.
ექსკურსიიდან დაბრუნებულებს, ტრანსპორტი დაგვტოვებს ვილა ნოვა დე გაიას ტერიტორიაზე და განვაგრძობთ შემდეგი ადგილების მონახულებას: ლუის ხიდი, Half Rabbit
დღე VII / პორტო
კაფე მაჯესტიკი – სულების სამლოცველო – მაკ დონალდ იმპერიალი – სან- ბენტუს რკინიგზის სადგური – პრასა-და-ლიბერდადე / იგივე “თავისუფლების მოედანი” – ბიბლიოთეკა „ლივრალია ლელო“ – პორტოს საკათედრო ტაძარი – რიბეირას უბანი
ჩვენი დღე იწყება პორტოს ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ და ლეგენდარულ სივრცეში — Café Majestic-ში. არტ-ნუვოს სტილის ეს ისტორიული ყავის სახლი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დეკორატიულად ითვლება და იდეალურია დილის ყავისა და ატმოსფეროს შესაგრძნობად. შემდეგ სეირნობას გავაგრძელებთ სულების სამლოცველოსთან (Capela das Almas), რომლის ფასადი მთლიანად დაფარულია ტრადიციული ლურჯი აზულეჟუებით — პორტუგალიური ხელოვნების ნამდვილი სიმბოლო. გზაზე შევჩერდებით მსოფლიოში გამორჩეულად ლამაზ McDonald’s Imperial-თან — ისტორიულ შენობაში განთავსებულ უნიკალურ სივრცესთან, რომელიც ხშირად ტურისტული ღირსშესანიშნაობის სტატუსსაც ატარებს. შემდეგ მივალთ სან-ბენტუს რკინიგზის სადგურთან (Estação de São Bento), სადაც შიგნით ათასობით აზულეჟუ პორტუგალიის ისტორიას გვიყვება. სეირნობას გავაგრძელებთ თავისუფლების მოედანზე (Praça da Liberdade) — პორტოს ცენტრალურ და ცოცხალ სივრცეში, საიდანაც ქალაქის მთავარი ქუჩები იშლება. მოედნიდან ფეხით მივადგებით Livraria Lello-ს — მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წიგნების მაღაზიას, ხოლო მის გვერდით დავათვალიერებთ დუ კარმუს ეკლესიას (Igreja do Carmo) თავისი გამორჩეული ფასადით.
შემდეგ ავალთ პორტოს სიმბოლოსთან — პორტოს საკათედრო ტაძართან (Sé do Porto), საიდანაც ქალაქსა და დოუროს მდინარეზე შთამბეჭდავი ხედები იშლება. დაღმართით სეირნობას გავაგრძელებთ სანტა კლარას ეკლესიასთან (Igreja de Santa Clara) — მდიდრული ინტერიერის მქონე ნაკლებად ცნობილ, მაგრამ განსაკუთრებულ ტაძართან, ხოლო დღის ბოლოს ჩავდივართ რიბეირას უბანში — პორტოს ყველაზე ატმოსფერულ ნაწილში. ფერადი სახლები, მდინარის სანაპირო და ცოცხალი გარემო იდეალურ დასასრულს ქმნის.
დღე VIII /
სასტუმროში საუზმის შემდეგ, ჩანთებს დავტოვებთ მისაღებში და გვექნება თავისუფალი დრო პორტოში 13:30 საათამდე, შემდგომ მოგვაკითხავს ტრანსფერი სასტუმროში და გავემგზავრებით აეროპორტში, საიდანაც გვექნება ფრენა ადგილობრივი დროით 16:40 საათზე. თბილისში ვიქნებით 13 ოქტომბერს ჩვენი დროით 05:30 საათზე.
______
ღირებულებაში შედის:
• ავიაბილეთები თურქეთის ავიახაზებით 7 კგ ხელბარგით და ჩასაბარებელი 20 კგ.იანი ბარგით
• ფრენა: თბილისი – ლისაბონი და უკან პორტო – თბილისი
• სასტუმრო ლისაბონში საუზმით
• სასტუმრო პორტოში საუზმით
• ტრანსფერები ლისაბონის აეროპორტიდან – სასტუმრომდე; პორტოს სასტუმროდან- აეროპორტში.
• კომფორტული მიკროავტობუსის მომსახურება გასვლითი
• ექსკურსიების დროს სინტრა/ პენას სასახლე, კაბო და როკა, ბრაგა და გიმარაეში, კაშკაი, ასევე ქალაქებს შორის გადაადგილებისას
• სამოგზაურო დაზღვევა
• გამყოლის-გიდის მომსახურება
• შესასვლელი ბილეთები და სხვა:
• სინტრა – პენას სასახლეში შესასვლელი ბილეთები
• ქინტა დე რეგალეიაში შესასვლელი ბილეთები
• ჟერონიმუშის მუზეუმის შესასვლელი ბილეთები
• ლივრალია ლელოში შესასვლელი ბილეთები
• ვახშამი & ფადუს საღამო
• ქალაქის მოსაკრებელი (city tax)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
✆ 514 866 866 – ნანუკა / wa.me/995514866866
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის N18