სოფელი ფურნასი კუნძულის ვულკანური აქტივობის ცენტრშია. მისი უნიკალური ლოკაცია აერთიანებს სულფურ წყაროებს და ტალახის აუზებს. ის ბევრი მოგზაურისთვის აზორეს ფავორიტ დასახლებად იქცევა ხოლმე. ამ ქალაქში გამაჯანსაღებელი დასვენების მოწყობა შეგიძლიათ.
ეწვიეთ ლაგოა დას ფურნას
ფურნასში ერთ-ერთი მთავარი გეოთერმული აქტივობა ულამაზესი ფურნას ტბის მონახულებაა. ეს ვულკანური ტბა სიმწვანეშია ჩაფლული. შეგიძლიათ გაისეირნოთ ტბის გარშემო და ეწვიოთ გადმოსახედებს. ტბაზე კანოეს ქირაობაც შესაძლებელია, რაც არემარეს უნიკალური პერსპექტივიდან დაგანახებთ. ტბის გარშემო მდებარე ერთ-ერთ ბორცვზე მდებარეოს გოთიკური სტილის ეკლესია.

ფუმაროლესი (გეოთერმული ველი)
ეს არეალი ისლანდიის ვულკანურ არეალს მოგაგონებთ. ეკო-პარკში შესვლა უფასოა, მაგრამ პარკინგისთვის მოგიწევთ 3 ევროს გადახდა. შეგიძლიათ ჩაეწეროთ ორგანიზებულ ტურზეც.

გრენას პარკი
კვლავ ისლანდიური ლანდშაფტისთვის და ტროპიკული ტყისთვის ეწვიეთ გრენას პარკს. ეს ულამაზესი პარკი მრავალმხრივ ბუნებას წარმოგვიდგენს. გაისეირნეთ ხის ბილიკებზე და მოინახულეთ სხვადასხვა ჩანჩქერი. პარკის ბოლოს საო მიგელის ყველაზე მაღალ ჩანჩქერსაც იხილავთ. შესვლის ღირებულებაა 10 ევრო.

ჩაიძირეთ თერმულ აბანოებში
აზორე ცნობილია თერმული აბანოებით და ფურნასი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის. ყველაზე დატვირთული სეზონია მაისის ბოლოდან შემოდგომის დასაწყისამდე. ამ დროს აბანოების ბილეთი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. ორ აბანოს გირჩევთ:
Poça da Dona Beija – პატარა ცხელი წყაროა რამდენიმე აუზით. ის მშვენიერი ადგილია ლაშქრობის მერე დასასვენებლად. შესვლის ღირებულება 12-16 ევრო. დაგხვდებათ 3 აუზი, ცხელი მდინარე, გამოსაცვლელები, შხაპები და ჩამკეტი კარადები.

Parque Terra Nostra – ეს აუზები ფურნას ულამაზეს ბუნებას წარმოგვიდგენს. აქ იხილავთ ბოტანიკურ ბაღებსაც 300-მდე ხის სახეობით. მთვარი თერმული აუზი რკინით მდიდარ თერმულ წყლებს წარმოვიდგენს. აქ ასევე არის პატარა აუზებიც. შესვლის ღირებულება 17 ევრო.

კალდეირას ვულკანები
ქალაქის ცენტრში მდებარე ეს საჯარო გეოთერმული არეალი ცხელ ტალახს და წყაროებს გვთავაზობს, თანაც სიურეალისტურს. ჰაერში მარილის სურნელება ტრიალებს, წყლის ტემპერატურა კი საოცრად მაღალია.

კენტურას ბაღი
ეს მშვიდი საჯარო ბაღი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, გეოთერმულ მდინარეზეა გაშენებული და ულამაზეს ხეებს, ყვავილებს და შადრევნებს მოიცავს.

მირადურო დო პიკო დო ფერო
არ გამორჩეთ გეოთერმულ ველზე მდებარე ულამაზეს გადასახედი (Miradouro do Pico do Ferro). ის ფურნას ტბაზე პანორამულ ხედებს გვთავაზობს. ეწვიეთ გადასახედ პლატფორმას, რომელიც ყველა სეზონზე ულამაზესია.











