ტურკუ არაა ადგილი, რომლის შესახებაც ბევრმა ადამიანმა იცის. თუმცა, ტურკუ უძველესი ქალაქია, რომელიც ერთ დროს დედაქალაქიც იყო. მას “ფინეთის პარიზსაც” უწოდებენ. ქვეყნის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი თავისი მაგიური სასახლით და კათედრალით მე-13 საუკუნიდან, ქალაქის დიდებულ წარსულს აღბეჭდავს.
აღმოაჩინეთ ფინეთის უდიდესი სასახლე
ტურკუში მდებარე ტურუნ ლინა (Turun Linna) ფინეთის უდიდესი სასახლეა. ეზოს შეგიძლიათ უფასოდ ეწვიოთ, მაგრამ მუზეუმის მოსანახულებლად ბილეთის შეძენაა საჭირო. მის დიზაინზე ყველა მეფემ თავისებური გავლენა მოახდინა.

მოინახულეთ ანტიკური საგანძური და ავანგარდული ხელოვნება აბოა ვეტუსა და არს ნოვაში
მდინარისპირა მუზეუმი “Aboa Vetus & Ars Nova” 37000-ზე მეტ ნივთს აერთიანებს, კერამიკიდან ოქრომდე. ქვედა სართულზე იხილავთ თანამედროვე ფინურ ხელოვნებას.

გაატარეთ დრო ფინეთის ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ შენობაში
თურქუს კათედრალი ცეცხლისგან დაზიანების შემდეგ ახლიდან ბევრჯერ ააშენეს, მაგრამ ის მაინც მაგიურად გამოიყურება. თუ თურქუს ზაფხულში ეწვევით, დაესწარით თურქუს საერთაშორისო ორღანის კონცერტებს. კათედრალში უფასო კონცერტები ივნისში, ივლისში და აგვისტოში ყოველ სამშაბათს საღამოს 8 საათზე იმართება და მასში პროფესიონალი მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ.

მიდით მშიერი კაუპაჰალში
თურქუს ცნობილი ლანჩის ადგილი (Kauppahalli) ისტორიული ბაზრობაა, რომელიც 1896 წელს აშენდა. აქ შეიძენთ ადგილობრივ დელიკატესებს, ყველს, ხორცს, ზღვის პროდუქტებს…

უყურეთ როგორ ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს ლუოსტარინმაენის მუზეუმში
თურქუს საუკუნოვანი ტრადიციები ქალაქის ამ ღია მუზეუმშია აღბეჭდილი (Luostarinmäen Käsityöläismuseo). დიდ ეზოში ხის სახლებია ჩამწკრივებული, სადაც ხელნაკეთ ნივთებს ქმნიან, ყიდიან და ატარებენ ვორქშოფებს.

ადით ნავზე და მოიარეთ არქიპელაგი
მდინარის კრუიზები აქ ზაფხულში ძალიან პოპულარულია. კრუიზები და ნავები ბრწყინვალე გზაა ქალაქის მონუმენტების და კუნძულების დასათვალიერებლად.

შეხვდით მუმინებს ნაატალში
ფინეთში და მის მიღმაც, მუმინები ძალიან უყვართ. ეს ცნობილი ანიმაციური გმირები არიან – ექსცენტრიკული ოჯახი. თურქუსთან ახლოს მუმინების სამყარო მდებარეობს: გასართობი პარკი. ცენტრალური ტურკუდან ნაატალში 6 ნომერი ავტობუსით 30 წუთში მოხვდებით.

გაისეირნეთ ტურკუს არქიპელაგის გზაზე
ტურკუს არქიპელაგი უამრავ პატარა კუნძულს მოიცავს, რომელთა აღმოჩენაც საინტერესო თავგადასავლად გექცევათ. ისინი გვთავაზობენ სიმშვიდეს, წყნარ სათევზაო სოფლებს, ქვიშიან ნაპირებს, ფინურ სამზარეულოს და მდიდარ ფაუნას. ტურკუდან გირჩევთ კუნძულ ლილმალოზე სამანქანო ხიდით გადასვლას, შემდეგ ბორნით პროსტვიკის სანაპიროზე მოხვედრას.











