ჯგუფური ტურიდასრულდა

მაროკოს ჯგუფური ტური

მარაქეში, საჰარა, ფესი, შეფშაუენი და ტანჟერი · 7 დღე

ეს ტური 13 ოქტომბერს დასრულდა.შემდეგ ჯგუფზე წინასწარი ჩაწერა ღიაა: თარიღს რომ გამოვაცხადებთ, ჯერ შენ დაგირეკავთ. ქვემოთ ბოლო ტურის პროგრამა და ფასია.
შემდეგზე ჩაწერა
7–13 ოქტომბერი 2026ბოლო ჯგუფი
7 დღეხანგრძლივობა
ფრენითფრენა
4★ საუზმითსასტუმრო

მიმოხილვა

შვიდ დღეში მაროკო სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ: მარაქეშის მედინა, აიტ-ბენ-ჰადუ, ღამე საჰარის ბანაკში, ფესის ძველი ქალაქი, ცისფერი შეფშაუენი და კეიპ სპარტელი, სადაც ატლანტის ოკეანე ხმელთაშუა ზღვას ხვდება.

ქალაქებს შორის კომფორტული ავტობუსით, უდაბნოში ჯიპით.

მარშრუტი დღეების მიხედვით

დღე1
7 ოქტმარაქეში

ჩასვლა, ტრანსფერი, სასტუმროში განთავსება და ქალაქის დათვალიერება. სურვილისამებრ ვახშამი ტრადიციულ რიადში.

მარაქეშის მედინა
დღე2
8 ოქტმარაქეში – აიტ-ბენ-ჰადუ – უარზაზატი

მაჟორელის ბაღი ან ბაჰიას სასახლე, აიტ-ბენ-ჰადუ ადგილობრივ გიდთან ერთად და ტაურირტის კასბა.

მაჟორელის ბაღიაიტ-ბენ-ჰადუტაურირტის კასბა
დღე3
9 ოქტუარზაზატი – დადესი – ტოდრა – მერზუგა

ატლას სტუდიოები, დადესის ხეობა, გასეირნება ტოდრას ხეობაში, ჯიპით უდაბნოს ბანაკში, ვახშამი და ბერბერული მუსიკა. სურვილისამებრ აქლემით მზის ჩასვლისას.

ატლას სტუდიოებიდადესის ხეობატოდრას ხეობასაჰარა
დღე4
10 ოქტმერზუგა – მიდელტი – იფრანი – ფესი

სურვილისამებრ ჯიპით ბერბერულ სოფლებში, ზიზის ხეობა, მიდელტი და იფრანი („მაროკოს შვეიცარია“). საღამოს ფესში.

ზიზის ხეობამიდელტიიფრანი
დღე5
11 ოქტფესი – შეფშაუენი

ფესის მედინა გიდთან ერთად (UNESCO), ალ-ქარავიინის უნივერსიტეტი, კერამიკის სახელოსნო და ბაზრები. შემდეგ შეფშაუენში.

ფესის მედინაალ-ქარავიინი
დღე6
12 ოქტშეფშაუენი – ტანჟერი

ფეხით შეფშაუენში, კეიპ სპარტელი, სადაც ატლანტის ოკეანე ხმელთაშუა ზღვას ხვდება. სურვილისამებრ ტანჟერის მედინა.

შეფშაუენიკეიპ სპარტელი
✈
13 ოქტტანჟერი

ტრანსფერი აეროპორტში და გამგზავრება.

ფასში შედის

  • ფრენა: ჩასვლა მარაქეშში, დაბრუნება ტანჟერიდან
  • 4★ სასტუმროები საუზმით
  • ტრანსფერები მაროკოში
  • კომფორტული ავტობუსი მთელ გზაზე
  • ადგილობრივი გიდი მითითებულ ადგილებში
  • ქართულენოვანი თანმხლები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ბილეთები: მაჟორელის ბაღი ან ბაჰიას სასახლე, ატლას სტუდიოები, კეიპ სპარტელი

ფასში არ შედის

  • ვიზის მოსაკრებელი, 150 €
  • ტიპები მძღოლსა და გიდს
  • სურვილისამებრ: აქლემი ან ჯიპი 20–25 €, ვახშამი 40 €

ფრენა

ჩასვლა მარაქეშში
დაბრუნება ტანჟერიდან

ხშირად დასმული კითხვები

შემდეგი ჯგუფი როდის იქნება?

თარიღს წინასწარ ჩაწერილებს ჯერ დავურეკავთ, მერე გამოვაქვეყნებთ აქ.

ვიზა საჭიროა?

დიახ, ვიზის მოსაკრებელი (150 €) ფასში არ შედის. დოკუმენტებზე დაგეხმარებით.

დასრულდაშემდეგზე ჩაწერა ღიააჩაწერა