შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მონტენეგრო ბალკანეთის ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა. ამაში თავადაც დარწმუნდებით, როცა ამ საოცარ ბუნებას და ულამაზეს ქალაქებს იხილავთ. ჩვენ აქ არსებული უნიკალური ღირსშესანიშნაობები და აუცილებლად სანახავი ადგილები შეგიკრიბეთ.
კოტორი
კოტორი მონტენეგროს ერთგვარი ცენტრალური ხელოვნების ნიმუშია, წვრილი ქუჩებით და ფარული კუნჭულებით, ლოვსენის მთის ჩრდილში. ადრიატიკის ზღვის პოპულარული მიმართულება შეგიძლიათ ხორვატიაში ყოფნის დროსაც მოინახულოთ ან პირიქით.
ოსტროგის მონასტერი
მსგავს დრამატულ სანახაობას იშვიათად ნახავთ – ეს არის მონასტერი ჩაშენებული კლდეში. ის ქვეყნის პოპულარული რელიგიური ცენტრია. ეს არის სასწაული მონტენეგროში.
სკადარის ტბა
მონტენეგროსა და ალბანეთის საზღვართან მდებარე სკადარის ტბა ბალკანეთის რეგიონში უდიდესია. ტბის ორი მესამედი მონტენეგროში მდებარეობს და სამოთხისებურად მშვიდია.
ნჯეგოს მავზოლეუმი
ეს მავზოლეუმი ლოვჩენის მთის უმაღლეს წერტილში მდებარეობს. აქ მოხვედრა და ხედით ტკბობა ყველას შეუძლია. ამბობენ, რომ ჯორჯ ბერნარდ შოუმ სწორედ აქ იკითხა მთვარეზე იმყოფებოდა თუ არა. მიხვდებით რატომაც.
პერასტი
კოტორიდან 12 კილომეტრში მდებარე ეს პატარა ქალაქი განსაცვიფრებელი სილამაზით გამოირჩევა. აქვე მდებარეობს ორი პატარა კუნძულიც – ნამდვილად იშვიათი და საუცხოო სანახაობა.
შავი ტბა
დარმიტორის ეროვნული პარკის ყველაზე პოპულარული ნაწილი – შავი ტბაა. მასთან ადვილად მოხვდებით, დასალაშქრი არც ისე ბევრია. მის ფონზე მთები განსაკუთრებით მონუმენტური ხდება.

სვეტი სტეფანი
ამ ადგილის რამდენი ფოტოც არ უნდა ნახოთ, ვერაფერი შეგამზადებთ იმ საოცრების სანახავად რასაც სვეტი სტეფანი ქვია. ეს პატარა კუნძული სოფელი ერთი სახმელეთო გზითაა ქვეყანასთან დაკავშირებული.

ულჩინჯი
მონტენეგროს ამ ქალაქს ოტომანური კულტურის გავლენა აქვს. ძველი ქალაქი ქვეყნის სხვა ქალაქებთან შედარებით განსხვავებულ არქიტექტურას გთავაზობთ.
ტარას მდინარის კანიონი
მონტენეგროსა და ბოსნიი საზღვართან მდებარე ბუნების საოცრება იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ. ფენომენალურია წყლის ფერი და ტყეები მის გარშემო.
სტარი ბარი
რუმიჯას მთის ქვეშ მდებარე სტარი ბარი 1970 წლის ბოლოს დიდი მიწისძვრის გამო დაცარიელდა. მაგრამ, ბოლო წლებში აქ ადამიანები დაბრუნდნენ.
სან ჯოვანის ციხესიმაგრე
1355 კიბის საფეხური – ეს გაშორებთ საუკეთესო ხედამდე კოტორზე. სან ჯოვანის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნით თარიღდება და მასზე აუცილებლად უნდა ახვიდეთ.
მონტენეგროს პორტი
მსოფლიო დონის სუპერ-იახტების გამაერთიანებელი მონტენეგროს პორტი სასიამოვნო ადგილია სასეირნოდ და მდიდრული იახტების დასათვარიელებლად.
ლურჯი გამოქვაბული
ლუსტიჩას ნახევარკუნძული მხოლოდ ნავითაა ხელმისაწვდომი. აიღეთ ტური ლურჯ გამოქვაბულში და დაათვალიერეთ ეს მაგიური ადგილი კოტორიდან.