მეორე მსოფლიო ომის ნაღმებმა მიუნსტერის ძველი უბანი თითქმის მთლიანად გაანადგურა. თუმცა, ქალაქმა საკუთარი თავის აღდგენა შეძლო. ამ კომპაქტურ ქალაქს სტუდენტები განსაკუთრებულ სიცოცხლეს სძენენ. მოსახლეობის 20% აქ ველოსიპედით დადის.
როგორ უნდა გაატაროთ 48 სთ მიუნსტერში?
დღე 1
- დილა: სან-პაულუს-დომის კათედრალი
- ლანჩი: Wochenmarkt
- შუადღე: LWL ხელოვნებისა და კულტურის მუზეუმი
- საღამო: წყლისპირა ბულვარი (Stadthafen)
- ვახშამი: Altes Gasthaus Leve

დღე 2
- დილა: სეირნობა ძველ უბანში
- ლანჩი: Die 3 Schwestern
- შუადღე: მიუნსტერის ბოტანიკური ბაღი
- საღამო: ტბა აასე (Aasee)
- ვახშამი: Global Tarsusi

რას გააკეთებთ მიუნსტერში:
ქალაქის შუაგულში კოლოსალური კათედრალი, სან პაულუს დომი მდებარეობს. ის ოქროს რელიქვიებს, ვიტრაჟულ ფანჯრებს და მე-16 საუკუნის ასტრონომიულ საათს წარმოგვიდგენს.

ორ სართულზე განაწილებული ხელოვნების და კულტურის მუზეუმი (LWL Museum) საუკუნეების ისტორიას გვიზიარებს, დაწყებულს მადონას ქანდაკებებიდან, გაგრძელებულს ლუთერული ბიბლიით და ედვარდ მუნკის ნამუშევრებით.

მიუნსტერის პორტს ეწოდება შტადტჰაფენი (Stadthafen) აქ დიდი ინდუსტრიული შენობები მდინარის არხის გარშემოა ჩამწკრივებული. შეგიძლიათ ეწვიოთ ბარ-რესტორნებს დიდი ტერასებით.

მოიარეთ ალტშტადი – ქალაქის ძველი უბანი. დაიწყეთ სამართლის დარბაზით, სადაც ლუი მე-14-მ და სხვა ევროპელმა დიდგვარონებმა 30 წლის ომი დაასრულეს, შემდეგ გადაინაცვლეთ დიდი გოთიკური სან ლამბერტის ეკლესიისკენ.

მოინახულეთ მიუნსტერის სასახლე (Schloss Münster), რომელიც ბაროკოს არქიტექტურით გამოირჩევა და დღეს საუნივერსიტეტო შენობადაა ქცეული. აქ ნახავთ მიუნსტერის ბოტანიკურ ბაღსაც.

მიუნსტერის მშვენებაა აასეს ტბაც, სადაც სასიამოვნო ამინდებში ადგილობრივები იკრიბებიან, მგზავრობენ ელექტრო ბორნებით, რომელთა ღირებულებაც 4 ევროა და ისვენებენ ტბის ნაპირებთან.

სად უნდა მიირთვათ
- The Wochenmarkt: მიუნსტერის კათედრალის მოედანზე ყოველ შაბათს და ოთხშაბათს საკვები დახლები ეწყობა.
- Altes Gasthaus Leve: აქ ტიპურ ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებთ.
- Die 3 Schwestern: ვეგანური კაფე.
- Balthazar: ერთ-ერთი საუკეთესო კოქტეილის ბარი.
- Pinkus Müller Altbierküche: უძველესი კომპლექსი სადაც აქ დამზადებულ გემრიელ ლუდს დააგემოვნებთ.
- Global Tarsusi: უგემრიელესი თურქული სამზარეულო.











