საბერძნეთის უდიდესი კუნძული ბევრ საიდუმლოებას მალავს. კრეტაზე ბევრი ფირუზისფერი ლაგუნა, ჩანჩქერი და ბუნებრივი აუზია. და რაც მთავარია აქ არის მატალა: ლამაზი სანაპიროებით. ლიბიის ზღვაზე მდებარე ეს მთებიანი პატარა ქალაქი ჰერაკლიონიდან 1 საათის სავალ გზაზეა. როგორც კი მატალაზე ფეხს დაადგამთ, იგრძნობთ ჰიპურ ატმოსფეროს და სამხრეთ კრეტის სასიამოვნო ტემპერატურას. ტავერნებიდან დატკბებით მზის ჩასვლის ხედებით და შეიძენთ უნიკალურ ნივთებს მის ბაზრობებზე. რაც მთავარია, მოინახულებთ დიდი მინოური სასახლის ნანგრევებს.
თუ გსურთ ბობ დილანის, ჯენის ჯოპლინის და სხვების ნაკვალევს გაყვეთ, მატალაში უნდა აღმოჩნდეთ. აქ 60-70-იან წლებში იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი მუსიკოსები დადიოდნენ. ალბათ ყველაზე ცნობილი მაცხოვრებელი მაინც ჯონი მიჩელია, რომელმაც შექმნა სიმღერის ტექსტი “Carey”, სადაც აღწერილია მატალაში მომხდარი სასიყვარულო ისტორია 1970-იან წლებში.
გამოქვაბულები, სადაც ერთ დროს ჰიპები ცხოვრობდნენ, დღეს დაცული არქეოლოგიური ტერიტორიაა. მათი მონახულება ყველა ვიზიტორს შეულია. ივლისში შეგიძლიათ დაესწროთ სანაპირო ფესტივალს და იხილოთ თუ როგორ გარდაიქმნება ქალაქის სივრცეები ცოცხალ შოუებად.
კრეტა ბერძნული გასაქცევია როცა მზე, გემრიელი საჭმელი და სანაპიროზე რელაქსაცია გსურთ. მთელი კუნძული სავსეა სნორკელინგისთვის შესაფერისი გამოქვაბულებით და გვთავაზობს რბილ ქვიშას. თუ აქტიური დასვენებისთვის ხართ მზად, მატალაზე სალაშქრო ბილიკი დაგხვდებათ, რომელიც წითელ სანაპირომდე (Red Beach) მიგიყვანთ კდლოვანი რიფებით.
თბილ წყალში საცურაოდ კი გირჩევთ ანტიკური ფაისტოსის (Phaistos) საოცარტერიტორიას. საკულტო კნოსოსის შემდეგ ის სიდიდით რიგით მეორე ძეგლია, მინოური ცივილიზაციის ერთგვარი ანტიკური ჰაბი. დაათვალიერებთ 4000 წლოვანი სასახლის და თეატრის კომპლექსის ნანგრევებს, დატკბებით კრეტის სანაპირო ზოლის ხედებით და მთებით ჰორიზონტზე.