რა ვნახოთ

კოსტა-ვერდე, პორტუგალია

კოსტა ვერდე არაა ის პორტუგალია, რომელიც გგონიათ რომ იცით. ეს ტყიანი მთები ამავდროულად ქვეყნის საუკეთესო სანაპიროებს წარმოგვიდგენს. პორტოსა და ესპანეთის საზღვარს შორის მდებარე ეს რეგიონი სათავგადასავლო მოგზაურობას გპირდებათ.

როდის უნდა წახვიდეთ კოსტა ვერდეში? კოსტა ვერდეს სანაპიროები სკოლის არდადეგების დროს ყველაზე დატვირთულია, ივნისიდან სექტემბრის დასაწყისამდე. თუმცა, ამ პერიოდში ტემპერატურა საუკეთესოა და წვიმებიც ნაკლებადაა. ზოგადად გაითვალისწინეთ, რომ ოკეანისა და მთების შეხვედრის გამო, ეს რეგიონი მუდამ მზიანი არაა.

რა დრო უნდა გაატაროთ კოსტა ვერდეში? მას შესაძლოა მხოლოდ უიქენდზე მიაშუროთ და პორტოში მოგზაურობის დროს მოინახულოთ. თუმცა, აქ მთელი 2 კვირით რომ წახვიდეთ არც ეს იქნება ბევრი. აირჩიეთ მისი რომელი კურორტი თქვენი ინტერესების მიხედვით.

მარტივია კოსტა ვერდეში ჩასვლა? პორტო კოსტა ვერდეს სამხრეთ წერტილში მდებარეობს, რის გამოც ის დედაქალაქს მოწყვეტილია და ლისაბონიდან შეგიძლიათ სწრაფმავალი მატარებლით ან ფრენით ჩახვიდეთ.

რას გააკეთებთ კოსტა ვერდეში? გაყავით დრო სანაპიროსა და ხმელეთზე. დაუთმეთ მეტი წილი სანაპიროებს, რადგანაც კოსტა ვერდეს ნაპირები ქვეყნის მშვენებაა. აზურარას ადვილი მისადგომობა და სიფართოვე ოჯახებს მოეწონებათ, იზოლაციისთვის გირჩევთ ოფირ ნორტეს. ასევე საუკეთესოებია: Praia de Afife და Praia da Ard.

დალაშქრეთ პილიგრიმების გზები: აქ სალაშქრო გზების რამდენიმე ვარიანტია, ცენტრალური გზა ტყიან მთებზე გატარებთ, ხოლო სანაპირო გზა კოსტა ვერდეს სანაპირო ზოლზე.

დააგემოვნეთ რეგიონის საუკეთესო ღვინო: ესპანეთის ლეგენდარული წითელი და მწვანე ღვინოები სწორედ აქ მზადდება. ის ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაში ნამდვილი ლიდერია.

ისერფინგეთ ტალღებში: აქ წყალი უფრო ცივია ვიდრე ალგარვეში, ტალღები კი არაპროგნოზირებადი. საუკეთესო სასერფინგო მიმართულებებიაა მატოსინჰოსი (Matosinhos), პრაიადო მინდელო და პრაია დო კაბადელო.

წაიღეთ ყველა სეზონის სამოსი: კოსტა ვერდე, პორტუგალიის სხვა მხარეებისგან განსხვავებით, მუდმივად მაღალ ტემპერატურას და მზეს არ გპირდებათ. აქ ნისლიც ხშირია და წვიმაც. ასე, რომ წაიღეთ თბილი სამოსი ივლისსა და აგვისტოშიც.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

აშშაშშ
აშშ21 აგვ 2026

5 ქალაქი, რომელიც ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა ამინდის და მწვანე სივრცეების გათვალისწინებით

ლისაბონი, ჰელსინკი, ორლანდო, ათენი და ედინბურგი: 5 ქალაქი, სადაც მზიანი ამინდი, პარკები და მწვანე სივრცეები მოგზაურს განწყობას აუმჯობესებს.

პორტუგალიაპორტუგალია
პორტუგალია21 აგვ 2026

სილვესი – ალგარვეს შუა საუკუნეების ულამაზესი ქალაქი

რა ვნახოთ სილვესში, ალგარვეში: წითელი ქვის ციხესიმაგრე, საკათედრო ტაძარი, არქეოლოგიური მუზეუმი, პონტე რომანა და აგვისტოს შუასაუკუნეების ბაზრობა.

ავსტრალიაავსტრალია
ავსტრალია20 აგვ 2026

10 საუკეთესო ადგილი დელფინებთან ერთად საცურაოდ

სად ვიცუროთ დელფინებთან: აზორის კუნძულები, ფერნანდუ-დი-ნორონია, გალაპაგოსი, კაიკოურა, მარსა-ალამი და კიდევ 5 ადგილი, ტურებისა და სეზონის რჩევებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე