კაბარე – გართობის მარტივი ფორმაა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მუსიკალურ, საცეკვაო და თეატრალურ მოძრაობას, რომელიც წარდგენილია აუდიტორიის წინაშე – ეს პარიზის კულტურის მთავარი ასპექტია, რომელიც ქალაქს ხასიათის განსაზღვრაში დაეხმარა. კაბარეს კლუბები პარიზში – მაგალითად „Crazy Horse” ან Moulin Rouge – ლეგენდარული შოუს ჩატარებით დიდ შთაგონებად იქცა ბევრი მხატვრისთვის, კინემატოგრაფიისა და მწერლებისთვის. 

ყველაფერი 1881 წელს დაიწყო, როცა როდოლფ სალისმა შექმნა ის, რასაც თავდაპირველად Le Cabaret Artistique ეძახდნენ მონმარტის რაიონში – ქალაქის ბოჰემურ ცენტრში. ის ე.წ. შემოქმედებით ცენტრს წარმოადგენდა, სადაც მუსიკოსები, მოცეკვავეები და მწერლებიც კი იკრიბებოდნენ სასაუბროდ, იდეების განხილვისა და წარდგენების ჩატარებისათვის. მალევე Le Cabaret Aristique ძალიან ცნობილი და ტრენდული სახლივით იქცა, რომელსაც ბევრი ტურისტი სტუმრობდა. შემდგომ მისი სახელწოდება შეიცვალა Le Chat Noir-ზე და დაიმკვიდრა თავი როშუარის ბულვარზე. 

სალისის გასართობმა ცენტრმა შთააგონა ბევრი და მთელს მსოფლიოში თანდათან იხსნებოდა ასეთივე დაწესებულებები, ავსტრიაში, გერმანიაში და აშშ-შიც კი, სადაც კაბარეს კულტურა ყველგან განსხვავებული იყო.მაგალითად, გერმანიაში კაბარე გამოიყენებოდა როგორც პოლიტიკური დაცინვის სტილი და თითოეული შოუ ორიენტირებული იყო სატირულ კომედიაზე. ამერიკაში კი კაბარე ჯაზ საღამოების ადგილად იყო ქცეული.

პარიზში კაბარე აღტაცებას იწვევს ყველაში – განსაკუთრებით ლამაზი ქალების ცეკვისა და სიმღერის გამო. ამან საშუალება მისცა საზოგადო მოღვაწეებს საღამოები გაეტარებინათ მეგობრებთან, დაელიათ და დამტკბარიყვნენ გართობით (უმეტეს წილად ეროტიული გართობით). ისეთი ბარები, როგორიცაა Folies Bergere და Le Lido, გაიხსნა Le Chat Noir-ის მახლობლად, რამაც საშუალება მისცა მონმარტს ღამის ცხოვრების ქუჩად ქცეულიყო – და სამწუხაროთ ცნობილი გარყვნილების ადგილად. 

1889 წელს ლეგენდარული მულენ რუჟის შექმნით შეიცვალა კაბარეს სცენა წითელ წისქვილად, რომელიც დღესდღეობით პარიზის ერთ-ერთი ყველაზე მყარი და ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. ჯოზეფ ოლერის მიერ შექმნილი მულენ რუჟი საოცრად ლამაზი, შთამბეჭდავი ადგილი იყო, შელამაზებული ალისფერი დივნებით, ბარხატის ფარდებით და მოციმციმე განათებებით, რომელიც მორთული იყო მდიდრული სკულპტურებით. აქ ტარდებოდა მრავალფეროვანი და დინამიური პროგრამა, რომელიც აერთიანებდა მუსიკალურ, საცეკვაო, თეატრალურ და საცირკო წარმოდგენებს და ამით იზიდავდა კიდევ უფრო მეტ ტურისტს. 

მულენ რუჟის გარდა პარიზში კიდევ “Crazy Horse” ბარის ხილვა შეგიძლიათ – კაბარე, რომელმაც შთააგონა ბიონსეც კი “Partition”-ის შექმნისათვის. Crazy Horse – აბსოლუტურად პროვოკაციური ღონისძიებაა, სადაც წითელი შუქით განათებულ შავ სცენაზე შიშველი ქალები ცეკვავენ და სთავაზობენ კლიენტებს კიდევ უფრო მეტ ინტიმურ , უნიკალურ და ავანგრარდულ მოგზაურობას პარიზის ცოტა განსხვავებულ სამყაროში