_
„ოქროს მარშრუტი“: ტოკიო – კამაკურა – ჰაკონე – კიოტო – ნარა – ოსაკა
დაუვიწყარი 10 დღიანი მოგზაურობა იაპონიის ყველაზე გამორჩეულ ქალაქებში, სადაც თანამედროვე მეგაპოლისები, უძველესი ტაძრები, სამურაების ისტორია და უნიკალური ბუნება ერთიანდება. აღმოაჩენთ ტოკიოს ენერგიულ უბნებს, კიოტოს ტრადიციულ ქუჩებსა და ოქროს პავილიონს, გეიშების ისტორიულ უბნებსა და ტრადიციულ ჩაის სახლებს, კამაკურას დიდ ბუდას, ჰაკონეს ვულკანურ პეიზაჟებსა და ფუჯის ხედებს, ნარას ირმებს და ოსაკას ისტორიულ ციხეს, ბამბუკის ტყეებს, ტორის კარიბჭეებს, ჩაის სახლებს …
დღე 1 / 20-21 ოქტომბერი: თბილისი – ტოკიო
20 ოქტომბერი ფრენა თბილისიდან 14:10-სთ-ზე, ტოკიოში ვიქნებით 12:55 წთ-ზე ადგილობრივი დროით (21 ოქტომბერს). ნომრებში განთავსების და ცოტაოდენი დასვენების შემდეგ მსურველებს შეგვიძლია გავისეირნოთ აკიჰაბარას „ელექტრონიკის უბანში“, რომელიც ცნობილია მაღაზიებითა და ანიმე–კულტურით.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 2 / 22 ოქტომბერი: ტოკიოს ქალაქის საფეხმავლო ექსკურსია
- ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებით და ტოკიოს პანორამული ხედებით.
- ასაკუსა — ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული უბანი; ინარჩუნებს „ძველი ედოს“ ატმოსფეროს, ტრადიციული ქუჩებითა და სუვენირების მაღაზიებით.
- კამინარიმონი — ასაკუსას სიმბოლო; უზარმაზარი წითელი ფარანი ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო-ლოკაციაა.
- სენსო-ჯი — ტოკიოს უძველესი და ყველაზე პოპულარული ბუდისტური ტაძარი; ცნობილია საკმევლის რიტუალებით და ნაკამისეს სავაჭრო ქუჩით.
- ასაკუსას სალოცავი — მშვიდი შინტოისტური სალოცავი სენსო-ჯის გვერდით; განსაკუთრებით ცნობილია სანჯა მაცურის ფესტივალით.
- შინჯუკუ — ტოკიოს ყველაზე ენერგიული რაიონი; ცნობილია ცათამბჯენებით, უზარმაზარი მიწისქვეშა სავაჭრო სივრცეებით, ნეონებით და ღამის ცხოვრებით.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 3 /23 ოქტომბერი: კამაკურა
- ცურუგაოკა ჰაჩიმანგუ — კამაკურას მთავარი შინტოისტური კომპლექსი; ცნობილია ტრადიციული კარიბჭეებით, ტბორებით და სამურაების ეპოქის ისტორიით.
- კოტოკუ-ინი — აქ მდებარეობს კამაკურას ცნობილი დიდი ბრინჯაოს ბუდა (დაიბუცუ); უნიკალურია იმით, რომ ღია ცის ქვეშ დგას.
- ჰასე-დერა — ულამაზესი ბუდისტური ტაძარი ბაღებითა და ზღვის ხედებით; ცნობილია კანონის მრავალმკლავიანი ქანდაკებით და ჰორტენზიების სეზონით.
- კომაჩი-დორი — კამაკურას მთავარი ტურისტული ქუჩა; სავსეა ქუჩის საკვებით, სუვენირების მაღაზიებით და ტრადიციული იაპონური ტკბილეულით.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 4 / 24 ოქტომბერი: ტოკიოს საფეხმავლო ექსკურსია
- გინზა — ტოკიოს ყველაზე ელეგანტური სავაჭრო უბანი; ცნობილია ლუქს-ბრენდებით, თანამედროვე არქიტექტურით და დახვეწილი ატმოსფეროთი.
- ტოკიოს კოშკი — ეიფელის კოშკით შთაგონებული ტელეანძა; ცნობილია ღამის განათებით და ტოკიოს პანორამული ხედებით.
- ციფრული ხელოვნების მუზეუმი — ცნობილია სინათლის ინსტალაციებით, მოძრავი პროექციებით და სრულად განსახვავებული გამოცდილებით.
- ტაკეშიტას ქუჩა — ახალგაზრდული მოდისა და ქუჩის კულტურის ცენტრი; ცნობილია ფერადი კაფეებითა და ექსტრავაგანტური სტილით.
- შიბუია — ტოკიოს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი უბანი; ცნობილია ნეონებით, შოპინგით და ახალგაზრდული ენერგიით.
- შიბუიას გადასასვლელი — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქვეითთა გადასასვლელი; ერთდროულად ასობით ადამიანი კვეთს ქუჩას.
- ჰაჩიკოს ქანდაკება — ერთგული ძაღლის სიმბოლო; ტოკიოში ყველაზე პოპულარული შეხვედრის ადგილი.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 5 /25 ოქტომბერი / ჰაკონე, აშის ტბა და კრუიზი, ღია ცის ქვეშ მუზეუმი, ოვაკუდანის ველი და საბაგირო
- ჰაკონე — იაპონიის ცნობილი საკურორტო რეგიონი; ცნობილია ონსენებით, ბუნებით და ფუჯის მთის ხედებით.
- აშის ტბა — ვულკანური ტბა ჰაკონეში; პოპულარულია კრუიზებით და ფუჯის ხედებით სუფთა ამინდში.
- ჰაკონეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი — უნიკალური მუზეუმი ბუნებაში; აერთიანებს თანამედროვე სკულპტურებს, ბაღებს და პიკასოს ნამუშევრებს.
- ოვაკუდანი — ვულკანური ხეობა გოგირდის ორთქლებით; ცნობილია „შავი კვერცხებით“ და დრამატული ლანდშაფტით.
- ჰაკონეს საბაგირო — პანორამული საბაგირო გზა; გადაჰყურებს ვულკანურ ზონას, ტბას და ფუჯის მთას.
ღამისთევა ტოკიოში
დღე 6 / 26 ოქტომბერი / ტოკიო – კიოტო
- ტოკიო — თავისუფალი დღე ქალაქში; შესაძლებელია შოპინგი, კაფეები, მუზეუმები ან ბოლო გასეირნება საყვარელ უბნებში.
- ტოკაიდო შინკანსენი — მსოფლიოში ცნობილი სწრაფი მატარებელი; კომფორტულად და მაღალი სიჩქარით აკავშირებს ტოკიოსა და კიოტოს.
- კიოტო — იაპონიის ისტორიული კულტურული ცენტრი; ცნობილია ტაძრებით, გეიშების უბნებით და ტრადიციული ატმოსფეროთი.
ღამისთევა კიოტოში
დღე 7 /27 ოქტომბერი: კიოტოს ექსკურსია
- კინკაკუ-ჯი — ცნობილი „ოქროს პავილიონი“ ტბის პირას; მთლიანად ოქროს ფურცლებით დაფარული ტაძარი კიოტოს სიმბოლოა.
- ნიჯოს ციხე — შოგუნების ისტორიული რეზიდენცია; ცნობილია მდიდრული ინტერიერით და „მგალობელი იატაკებით“.
- ფუშიმი ინარი ტაიშა — ათასობით წითელი ტორის კარიბჭით ცნობილი სალოცავი; ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადგილი იაპონიაში.
- გიონი — კიოტოს ტრადიციული გეიშების უბანი; ცნობილია ძველი ხის სახლებითა და ავთენტური ატმოსფეროთი.
- იასაკას სალოცავი — გიონის მთავარი შინტოისტური სალოცავი; განსაკუთრებით ლამაზია საღამოს განათებებით.
- ჰიგაშიამა — ისტორიული უბანი ტრადიციული ქუჩებითა და ჩაის სახლებით; ინარჩუნებს ძველი კიოტოს ხასიათს.
- ნინენზაკა და სანენზაკა — ქვის საფარიანი ძველი ქუჩები; ცნობილია სუვენირების მაღაზიებით, ჩაის სახლებით და ტრადიციული ხედებით.
- სტარბაქსის ყავის სახლი უნიკალურ ტრადიციულ იაპონურ მაჩიას შენობაში; აერთიანებს თანამედროვე კაფესა და ძველ კიოტოს სტილს.
- კიომიძუ-დერა — კიოტოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი; ცნობილია ხის უზარმაზარი ტერასით და ქალაქის პანორამული ხედებით.
- იასაკას პაგოდა — ჰიგაშიამას ხუთსართულიანი სამრეკლო; კიოტოს ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური სიმბოლო.
ღამისთევა კიოტოში
დღე 8 / 28 ოქტომბერი: არაშიამას ბამბუკების ტყე და ნარა
- არაშიამას ბამბუკის ტყე — ბამბუკის მაღალი კორომებით ცნობილი საფეხმავლო ბილიკი; ქმნის მშვიდ და თითქმის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
- ტენრიუ-ჯი — ზენ-ბუდისტური ტაძარი UNESCO-ს სიაში; ცნობილია ულამაზესი იაპონური ბაღებითა და არაშიამას ხედებით.
- ნარას პარკი — ცნობილი თავისუფლად მოსიარულე ირმებით; ირმები ქალაქის სიმბოლოდ და წმინდა არსებებად მიიჩნევა.
- ტოდაი-ჯი — იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძარი; ისტორიულად ძლიერი ბუდისტური ცენტრი იყო.
- დიდი ბუდას დარბაზი — მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხის ტაძრის ნაგებობა; შიგნით განთავსებულია გიგანტური ბრინჯაოს ბუდას ქანდაკება.
ღამისთევა კიოტოში
დღე 9/ 29 ოქტომბერი: თავისუფალი დღე კიოტოში
- კიოტო — თავისუფალი დღე ძველი იაპონიის ატმოსფეროში; ჩაის სახლები, შოპინგი და მშვიდი გასეირნება ისტორიულ ქუჩებში.
ღამისთევა კიოტოში
დღე 10 /30 ოქტომბერი: ოსაკას ციხე და გამოფრენა
- ოსაკას ციხე — ოსაკას მთავარი ისტორიული სიმბოლო; ცნობილია სამურაების ეპოქის ისტორიით და ქალაქის პანორამული ხედებით.
- ოსაკას ციხის პარკი — ფართო მწვანე სივრცე ციხის გარშემო; პოპულარულია ბაღებში, არხების პირას და საკურების სეზონზე გასეირნებისთვის.
გამგზავრება ოსაკას აეროპორტის მიმართულებით (ფრენა 17:55 სთ-ზე, დაბრუნება თბილისში 31 ოქტომბერს 13:20-ზე).
შთაბეჭდილებებით სავსე ტურის დასასრული
მოგზაურობის პერიოდი: 20-30 ოქტომბერი
სრული საგზურის ღირებულება ერთ ადამიანზე შეადგენს 10 300 ლარს, ორ ადგილიან ნომერში
ერთ ადგილიანი ნომრის არჩევის შემთხვევაში ტურის ღირებულება გაიზრდება 1950 ლარით
ღირებულებაში შედის:
ფრენა კატარის ავიახაზებით: თბილისი – დოჰა – ტოკიო და ოსაკა – დოჰა – თბილისი
ჩასაბარებელი ბარგი 20 კგ და 8 კგ ხელბარგი
სასტუმრო (საუზმით): 5 ღამე ტოკიოში და 4 ღამე კიოტოში
ტრანსფერები:
ტოკიოს აეროპორტიდან სასტუმრომდე
ტოკიოს სასტუმროდან ტოკიოს სადგურამდე
კიოტოს სადგურიდან კიოტოს სასტუმრომდე
კიოტოს სასტუმროდან ოსაკას აეროპორტამდე
დაქირავებული ავტობუსით მომსახურება (10 სთ დღეში)
ტოკიოდან კამაკურაზე და უკან
ტოკიოდან ჰაკონეზე და უკან
კიოტოდან ნარა – ირმების პარკი, ბამბუკების ტყე და უკან
კინკაკუ-ჯი, ნიჯოს ციხე და ფუშიმი ინარი
ბილეთები:
ციფრული ხელოვნების მუზეუმი
ჰაკონეს ღია ცისქვეშ მუზეუმი
ტოკიოს „სქაითრი“
ჰაკონეს საბაგირო
აშის ტბის კრუიზი
ნიჯოს ციხე
ოსაკას ციხე სიმაგრე
ტოდაი-ჯის ტაძარი და დიდი ბუდა
კინკაკუ-ჯი
კოტოკუ-ინის ტაძარი (დიდი ბუდა)
დიდი ბუდას შიგნით შესვლა
ჰასე დერას ტაძარი
ენგაკუ-ჯის ტაძარი
კიომიძუ დერას ტაძარი
ავტობუსი / მეტრო / მატარებელი (საზოგადოებრივი ტრანსპორტი)
სწრაფი მატარებელი (შინკანსენი) – ტოკიო-კიოტო
შიდა ექსკურსიების დროს გამოყენებული ყველა ტრანსპორტი
სხვადასხვა:
სამოგზაურო დაზღვევა
სავიზო მომსახურება
სეუკას ბარათი
ქალაქის მოსაკრებელი (ტოკიოსა და კიოტოში)
მეგზური / გიდი: გოგა ჩანადირი
ტურის დასაჯავშნად ან კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ✆ 514 895 895 – სოფი / wa.me/995514895895
ან გვესტუმრე ოფისში: თბილისი, ქუჩიშვილის 12





