🇯🇵“ნორვეგიული ტყის” წაკითხვისას ტოკიო არა ხმაურიანი და დატვირთული, არამედ მშვიდი და რბილი მეჩვენა, სავსე უხილავი ემოციებით. მურაკამის ტოკიო სიჩუმისგან, ნელი სიარულისგან და იმ ფიქრებისგანაა გამოძერწილი, რომლებიც გვიან ღამით გვეწვევიან. როცა ტოკიოს ცენტრში დგები, მილიონობით ცოცხალ სულს შორის, ზუსტად ისეთივე სიმშვიდეს აღმოაჩენ, როგორიც მწერალმა დაგიხატა თვალწინ.
🌃 ტოკიოსთან შეხვედრისას ცა ღრმად ლურჯი ფერის იყო, ნეონის განათებები კი ქუჩებს მოძრავი პოემებივით ანათებდნენ, ადამიანები დაუსრულებლად მოძრაობდნენ და მე წუთითაც კი არ მიგრძვნია თავი დაკარგულად. თითქოს ქალაქი შემისწავლიდა მე და არა მე მას.
🥰 ვიწრო ქუჩებში, კაფეებსა და წიგნის მაღაზიებს შორის სიარულისას, გამახსენდა შეგრძნება, რომელიც მურაკამმა ამიღწერა: უცნაური სიმარტოვე, რომელიც არ გტკივა, პირიქით, გასწავლის თუ როგორ დარჩე შენ თავთან ერთად. ქალაქი ხმაურიანი იყო, ჩემი ფიქრები კი ჩუმი. მატარებლები ზუსტად თავის დროზე მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ხმები ჰაერში ირეოდნენ, მაგრამ ჩემში იყო ის სიშვიდე, რომელსაც არ ველოდი თუ ასეთ მასიურ ადგილას აღმოვაჩენდი ოდესმე.
🫶 პატარა პარკში, რომელიც ცათამბჯენებითაა გარშემორტყმული, ვიჯექი და ვუყურებდი ხეებს, თუ როგორ ირხეოდნენ ქარში. ტოკიო ჩემთვის გახდა ადგილი, როგორსაც წიგნი შემპირდა: აქ ემოციები არ ყვირიან, ისინი ჩურჩულებენ. აქ მოგონებები შენს გვერდით ისე დაიარებიან, როგორც ძველი მეგობრები, რომლებსაც არასდროს დაივიწყებ.
🙌 სახლში დაბრუნებისას, ტოკიო აგრძელებს შენში ცხოვრებას, შენი ნაბიჯების რიტმში, იმ სიჩუმეში, რომელსაც ხმაურიან ადგილას აღმოაჩენ, მარტო ყოფნის სასიამოვნო განცდაში, როცა თავს ცარიელად არ გრძნობ.