ინტერლაკენი მშვენიერი გაჩერებაა თუ ცენტრალური შვეიცარიის გასაოცარი ლანდშაფტის ხილვა გსურთ. ეს ტბის პირა კურორტი ტურისტებს ნავის ტურებით, გასაოცარი მატარებლით და ფუნიკულიორით იზიდავს და გარშემო არსებული ბუნების დათვალიერებას კომფორტულად გპირდებათ. ინტერლაკენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და პოპულარული საზაფხულო დასვენების ადგილია. დღისითაც და ღამითაც აქ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.
1. გადმოსახედი – Harder Kulm
ინტერლაკენზე ხედები აქედან ნამდვილად შთაბეჭდავია. ჰარდერის ალპური პარკის პირდაპირ გადებული ხიდი ქალაქს და მდინარე აარეს გადაჰყურებს. ფუნიკულიორის საშუალებით ზღვის დონიდან 1322 მეტრზე მოხვდებით. აქ დაგხვდებათ პანორამული რესტორანი და ტყის ბილიკები, რომლებიც Hohbühl-ის პავილიონამდე მიგიყვანთ – ცნობილი კომპოზიტორების: მენდელსონის, ვაგნერის და ვებერის მემორიალთან.

2. რეკრეაციული ზონა – Höhematte Park
ინტერლაკენის გულში უზარმაზარი მწვანე საჯარო ტერიტორია მდებარეობს. ის ჰოჰევეგის გამზირს მიუყვება, მატარებლის სადგურის და სასატუმროების ქუჩას. ვიქტორია ჯუნგფრაუს სასტუმრო ეროვნული ღირსშენისანაობაც კია. ინტერლაკენის სასტუმროსთან იაპონურ ბაღებს იხილავთ.

3. სალაშქრო გზა – Schynige Platte Trails
ვილდერსვილიდან, ინტერლაკენის ოსტის რკინიგზის სადგურიდან, პატარა ვაგონი ტურისტებს 1893 წლიდან ემსახურება და ისინი ამ გასაოცარ ბილიკთან აჰყავს. ფეხით დალაშქვრისას ალპური პანორამებით დატკბებით, პარკებს და ტბებს გადმოხედავთ. ყველაზე მარტივი ბილიკი დაუბეს გადმოსახედთან 45 წუთში მიგიყვანთ. შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკიც.

4. პანორამული ხიდი – Panoramabrücke Sigriswil
ხეობაზე და ტბაზე გადაჭიმულ ამ ხიდზე გადავლა წარუშლელ შთაბეჭდილებად დაგრჩებათ. დაინახავთ ალპების მწვრევალებსაც. ხიდის ერთ ბოლოს სოფელი სიგრისვილია, მეორე ბოლოში იშლენი. ორივე ულამაზესი დასახლება.

5. გამოქვაბული და შადრევნები – St. Beatus Cave and Waterfalls
1 კილომეტრიანი გზა ულამაზეს გამოქვაბულებს, შადრევნებს, სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს განახებთ. შეგიძლიათ გაყვეთ გიდს ან იხელმძღვანელოთ აპლიკაციით. აქაურობა გასაოცრად ლამაზია და ლეგენდის თანახმად მას მუდამ ზეციური არსებები და დრაკონები ეპატრონებოდნენ. აქ ინტერლაკენიდან ავტობუსით მოხვდებით და გაჩერებიდან 10 წუთი დაგჭირდებათ.
მისამართი: Sundlauenen, Interlaken

6. შვეიცარიული ღია ცის ქვეშ მუზეუმი – Ballenberg
ინტერლაკენიდან მატარებლით 40 წუთში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცოცხალი ისტორიის მუზეუმში ამოყოფთ თავს. ეს სივრცე შვეიცარიის სხვადასხვა რეგიონის რეპრეზენტაციას ახდენს და მათ ტრადიციებში გვახედებს. ამ ისტორიული სახლების თვალიერებაში ერთ დღეს ადვილად გაიყვანთ. ტურისტულ ოფისებში იკითხეთ ინფორმაცია ამ მუზეუმის შესახებ – ნავის და ავტობუსის ტურები ინტერლაკენიდან ბალენბერგამდე.
მისამართი: Museumsstrasse 131, Hofstetten bei Brienz

7. ტუნის ტბა – Lake Thun
ინტერლაკენის დასავლეთ ნაწილში ულამაზესი ტბა მდებარეობს, რომელიც მთებითაა გარშემორტყმული. მის დასათვალიერებლად საუკეთესო გზა კრუიზია. ისინი მთელი წლის განმავლობაში დადიან. ტბაზე შუასაუკუნოვანი კუთხე მდებარეობს – მე-12 საუკუნის ციხესიმაგრით, რომელიც დღეს მუზეუმია.

8. მონატერი და სასახლე – Interlaken Monastery and Castle
ინტერლაკენის ყოფილი ავგუსტინელის მონასტერი მე-12 საუკუნით თარიღდება. დააკვირდით სასახლის ფანჯრების განსხვავებულ დიზაინსაც. მე-16 საუკუნეში აქ პილიგრიმები ისვენებდნენ, რომლებიც ტუნის ტბის გამოქვაბულებისკენ მიდიოდნენ.











