ეს ფრანგული კუნძული სწორი ლანდშაფტით და ულამაზესი სანაპიროებით გამოირჩევა. მისი არქიტექტურა მდიდარი ვაჭრების ისტორიებს ყვება, რომლებიც ილ დე რეში მარილითა და ღვინით ვაჭრობდნენ რათა მათ სანაცვლოდ საკუთარი სახლების მშენებლობისთვის ქვები მიეღოთ. აირჩიეთ სანაპირო რომელიც მოგეწონებათ: სერფინგისთვის, პადლბორდისთვის თუ უბრალოდ ქვიშის დიუნებში წიგნის წასაკითხად.

როდის უნდა წახვიდეთ ილ დე რეში?
კუნძული სეზონურია და პარიზელებს ის საზაფხულო არდადეგებზე ძალიან უყვართ. ზამთარში თუ ეწვევით, ის უფრო ცარიელი იქნება. ამ დროს შტორმებიც მოსალოდნელია, თუმცა კუნძული სრულად უსაფრთხოა. ივლისსა და აგვისტოში ილ დე რე ვიზიტორებით ივსება. ამინდი თბილი და მზიანია, ტარდება საზაფხულო ფესტივალები. მაგალითად, აგვისტოში შუქურასთან ჯაზის ფესტივალი ეწყობა. ასევე, ივნისი და სექტემბერი სასიამოვნოა დროა ილ დე რეში ჩასასვლელად.

რა დრო უნდა გაატაროთ ილ დე რეში?
თუ ფრანგული სტილის დასვენება გსურთ, გაატარეთ ილ დე რეში 1 თვე: გრძელი, ზანტი დღეები სანაპიროზე. მაგრამ, ზოგადად მთელ კუნძულს 3 ან 4 დღეში მოივლით, როგორც ფეხით ასევე ველოსიპედით. 1 კვირა ალბათ იდეალური პერიოდი იქნება.

მარტივია ილ დე რეში გადაადგილება?
ველოსიპედი აქ არამხოლოდ ტრანსპორტი, არამედ რელიგიაა. ილ დე რე მანქანებისგან თავისუფალი არაა, მაგრამ მისი მოვლა ფეხით ჯობს. ქუჩებში ქვეითებსა და ველოსიპედით მოსიარულეებს პრიორიტეტი ენიჭებათ. ბევრ ისტორიულ პატარა ქალაქს, მაგალითად სან მარტინ დე რეს ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩები აქვს. კუნძულის ელექტრო ავტობუსებიც უფასოა ვიზიტორებისთვის.

ტოპ აქტივობები ილ დე რეში
კაიაკი
კაიაკით სეირნობა ილ დე რეში იდეალური დღის აქტივობაა. შეგიძლიათ შეუერთდეთ ტურებს, რომლებიც დაგეხმარებიან მართვაში და გიხელმძღვანელებენ მარშრუტის შერჩევისას.

აღმოაჩინეთ სან-მარტინ-დე რეს ლამაზი ქუჩები
Saint-Martin-de-Ré – სათევზაო ქალაქი სტრატეგიული ლოკაციით, შუა საუკუნეებში გაჩნდა, მაშინ როცა ის სამხედრო ბაზად ჩამოყალიბდა. მე-17 საუკუნეში, ცნობილმა სამხედრო ინჟინერმა ვაუბანმა ქალაქს დაცვითი ნაგებობები აუშენა, რათა ინგლისური თავდასხმებისგან დაეცვა. სახლების უმეტესობა აქ თეთრი ან პასტელური ფერისაა. ძველ ნავსადგურის სიახლოვეს კი რესტორნებია ჩამწკრივებული.

ისწავლეთ სერფინგი
თუ სერფინგის სწავლა თქვენი ოცნებაა, ილ დე რეს ტალღები იდეალური პირობაა ამ სურვილის შესასრულებლად. აქ მას ტურების მეშვეობით გამოცდით.

მიირთვით ზღვის პროდუქტები
საფრანგეთის ეს კუნძული ბრწყინვალეა ზღვის პროდუქტების დასაგემოვნებლად, განსაკუთრებით ხამანწკების. ჩვენ გირჩევთ რესტორანს: La Cabane Océane, სადაც მას ზღვის ხედების ფონზე მიირთმევთ.

გაატარეთ დრო სანაპიროზე
აქ სანაპირო ყველასთვისაა, არ აქვს მნიშვნელობა გარუჯვა გსურთ, რელაქსაცია თუ წყლის სპორტით დაკავება. ყველაზე ლამაზია ტრუსეს სანაპირო (Trousse Chemise). გაითვალისწინეთ, რომ აქ წყლის ფსკერი ქვიანია.











