იბიცას 1000 წლის ისტორია აქვს როგორც ევროპის წვეულებების დედაქალაქის. თუმცა, ის მეტია ვიდრე უბრალოდ: “ევროპის წვეულებების კუნძული კარგი ამინდებით”. იბიცას ძველი ქალაქი დალტ ვილა კუნძულის მდიდარი ისტორიის ცოცხალი დასტურია და ანტიკური ცივილიზაციების ამბებს გვიყვება. ის ჩვ.წ-მდე მე-7 საუკუნეში დაარსეს და იმპერიის წარსულის ნაშთები აქ დღემდეა შემორჩენილი. იუნესკოს სიაში შეყვანილი ძველი უბანი ქვაფენილიანი ქუჩებით, პლაზებით და კაფე-რესტორნებით ხმაურიანი იბიცის განსხვავებულ მხარეს აღმოგაჩენინებთ.
თითოეულმა ცივილიზაციამ ამ ქალაქზე თავისი კვალი დატოვა. ეს ჩანს სხვადასხვა არქიტექტურულ სტილში სხვადასხვა პერიოდიდან და შთამბეჭდავ მონუმენტებში, რომლებიც ისტორიას აცოცხლებენ. სანტა მარიას კათედრალი რომაული კათოლიკური კათედრალია რომელიც ყოფილი მავრიტანული მეჩეთის ადგილას აშენდა და გოთიკურ და ბაროკოს სტილს აერთიანებს.
აღსანიშნავია იბიცას ციხესიმაგრეც, მავრიტანული და კატალანური სამხედრო არქიტექტურის ელემენტებით. ეს ციხე ესპანეთის მეფე ფილიპეს ბრძანებით აშენდა და ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული უდიდესი ციხესიმაგრეა მსოფლიოში.
ძველი ქალაქი თავის ისტორიას მოგიყვებათ მის ქუჩებში, საოცარ გადმოსახედებზე, რომლებიც მთლიან კუნძულს უყურებენ და იმ კედლების ნაშთებში, რომლებიც წლებს ითვლიან.
The Mercat Vell – ეს არის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც იბიცაზე უნდა მოინახულოთ. მისი სტილი ბერძნული ანტიკური არქიტექტურითაა შთაგონებული და სასიამოვნო ბაზრის ატმოსფეროს გვთავაზობს. აქ ნახავთ ჯანსაღ პროდუქტებს: ზეთისხილს, ზღვის მარილს, ხილს.
მოკლედ, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მთელ კონტინენტზე, დალტ ვილა გვარწმუნებს, თუ რატომ არ უნდა მივიჩნიოთ იბიცა მხოლოდ ღამის ცხოვრების ადგილად.