ჯგუფური ტურიტური მიმდინარეობსადგილები შეზღუდულია

იაპონიის ჯგუფური ტური

ტოკიო, კამაკურა, ჰაკონე, კიოტო, ოსაკა და ნარა · მეგზური გოგა ჩანადირი

2–13 ნოემბერი 2026თარიღი
12 დღე5 ღამე ტოკიოში, 4 ღამე კიოტოში
ყატარის ავიახაზებიავიაკომპანია
ქართულადმეგზური მთელ გზაზე

მიმოხილვა

ეს ჩვენი მერვე ჯგუფური ტურია იაპონიაში. ათ დღეში ნახავთ ტოკიოს თანამედროვე უბნებს, კამაკურას დიდ ბუდას, ჰაკონეს და აშის ტბას, კიოტოს ტაძრებს, ოსაკას ციხეს და ნარას ირმებს.

ქალაქებს შორის სწრაფი მატარებლით (შინკანსენით) გადავადგილდებით, გასვლით ექსკურსიებზე დაქირავებული ავტობუსით.

მარშრუტი დღეების მიხედვით

✈
2–3 ნოეგამგზავრება

თბილისიდან 14:55-ზე, დოჰას გავლით. ტოკიოში ჩასვლა 3 ნოემბერს, ღამის 01:10-ზე, ტრანსფერი სასტუმროში.

დღე1
4 ნოეტოკიო: ქალაქის ექსკურსია

ტოკიოს მთავარი უბნები და საღამოს სუშის ვახშამი.

გინზატოკიოს კოშკიციფრული ხელოვნების მუზეუმიშიბუიაჰაჩიკო
დღე2
5 ნოეკამაკურა

ტაძრები და სალოცავები ოკეანის პირას, საღამოს დაბრუნება ტოკიოში.

ცურუგაოკა ჰაჩიმანგუენგაკუ-ჯიდიდი ბუდაჰასე-დერაჰოკოკუ-ჯი
დღე3
6 ნოეტოკიო

ძველი და ახალი ტოკიო, საღამოს თავისუფალი დრო.

ტოკიო სქაითრიასაკუსასენსო-ჯიუენოს პარკიამეიოკოშინჯუკუ
დღე4
7 ნოეჰაკონე და აშის ტბა

ღია ცის მუზეუმი, ვულკანური ხეობა, საბაგირო და კრუიზი ტბაზე.

ღია ცის მუზეუმიოვაკუდანისაბაგიროჰაკონე-ჯინჯააშის ტბა
დღე5
8 ნოეტოკიო – კიოტო

შინკანსენით კიოტოში და ქალაქის ექსკურსია.

კიომიძუ-დერანინენზაკაიასაკაგიონიჰანამიკოჯი
დღე6
9 ნოეკიოტო

საკვები ბაზარი, ციხე და ოქროს პავილიონი.

ნიშიკის ბაზარინიჯოს ციხეკინკაკუ-ჯიჰიგაშიამა
დღე7
10 ნოეოსაკა

დღის ექსკურსია ოსაკაში.

ოსაკას ციხენიშინომარუს ბაღი
დღე8
11 ნოეარაშიიამა და ნარა

ბამბუკის ტყე და ნარას პარკი ირმებით.

ბამბუკის ტყენარას პარკიტოდაი-ჯიკოფუკუ-ჯიკასუგა ტაიშა
დღე9
12 ნოეკიოტო – ტოკიო

თავისუფალი დღე, საღამოს შინკანსენით ტოკიოში და ფრენა 23:30-ზე.

✈
13 ნოედაბრუნება

თბილისში ჩასვლა 13:25-ზე.

ფასში შედის

  • ფრენა ყატარის ავიახაზებით, თბილისი–დოჰა–ტოკიო და უკან
  • ჩასაბარებელი ბარგი და ხელბარგი
  • 5 ღამე ტოკიოში და 4 ღამე კიოტოში, საუზმით
  • სასტუმროს მოსაკრებელი (სითი ტაქსი)
  • შესასვლელი ბილეთები პროგრამის მიხედვით
  • შინკანსენი ტოკიო–კიოტო–ტოკიო
  • მეტრო და ავტობუსი ქალაქში
  • ყველა ტრანსფერი
  • დაქირავებული ავტობუსი გასვლით ექსკურსიებზე
  • ვახშამი სუშის რესტორანში
  • მეგზურის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • სავიზო მომსახურება

ფასში არ შედის

  • კვება, საუზმისა და ერთი ვახშმის გარდა
  • პირადი ხარჯები და სუვენირები

ფრენა

2 ნოე · 14:55გაფრენა თბილისიდან, დოჰას გავლით. ტოკიოში (ჰანედა) ჩასვლა 3 ნოემბერს, 01:10.
13 ნოე · 13:25დაბრუნება თბილისში. ტოკიოდან გაფრენა 12 ნოემბერს, 23:30.

ბარგი: ჩასაბარებელი ბარგი და ხელბარგი

მეგზური

გოგა ჩანადირი

ტურის მეგზური და ორგანიზატორი. მთელ გზაზე ჯგუფთან ერთად იქნება.

ხშირად დასმული კითხვები

ვიზა საჭიროა?

სავიზო მომსახურება ტურის ფასში შედის. დოკუმენტებზე დაგეხმარებით.

დაზღვევა შედის?

დიახ, სამოგზაურო დაზღვევა ფასში შედის.

რამდენი ბარგი შემიძლია წავიღო?

ჩასაბარებელი ბარგი და ხელბარგი ფასში შედის.

როგორ დავჯავშნო ადგილი?

დააჭირე „ადგილის დაჯავშნას“, დატოვე ნომერი და დაგირეკავთ.

ადგილის დაჯავშნა: იაპონიის ჯგუფური ტური

10 950 ₾2–13 ნოემბერი 2026დაჯავშნა