რუგენი (Rügen/Ruegen) ბალტიის ზღვაში შეჭრილი გერმანიის უდიდესი კუნძულია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. ის საუკუნეების მანძილზე იყო გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო მიმართულება. აქ ისვენებდნენ ზიგმუნდ ფროიდი, თომას მანი, ალბერტ აინშტაინი… მოგვიანებით პოლიტიკოსები. ერთ დროს მშვიდი სათევზაო სოფელი ცნობილი გახდა მისი რომანტიკული ზღვისპირა კურორტებით და სპა-მომსახურეობით.

რუგენის სანაპიროები

რუგენი სუფთა სანაპიროებით გამორჩეული ადგილია, რომელიც ზაფხულში როგორც ტურისტებს, ასევე გერმანელებს იზიდავს. ის სასიამოვნო დასვენებას ჰპირდება წყლის სპორტის მოყვარულებსაც, განსაკუთრებით ნაოსნობის და სერფინგის.

ჟასმუნდის ნახევარკუნძულის ეროვნული პარკი

Jasmund Park – პატარა ეროვნული პარკია შთამბეჭდავი თეთრი კლდეებით. უდიდესი კლდე – Königsstuhl, ბალტიის ზღვიდან 118 მეტრზეა აზიდული. ამ კლდეების პოპულარიზაცია ბევრმა მხატვარმა მოახდინა და დღეს ის იუნესკოს დაცული ტერიტორიაა. აიღეთ ნავის ტური კუნძულის გარშემო და დატკბით ხედებით წყლიდან.

ჰიდენსი

რუგენის დასავლეთით მდებარე ამ პატარა კუნძულზე (Hiddensee) მანქანების მოძრაობა აკრძალულია და მხოლოდ ველოსიპედებით, ცხენებით და ფეხით დადიან. ჰიდენსის უმეტესი ნაწილი უნიკალური ფლორა-ფაუნაა. აქ დაფრინავენ მიგრირებული ფრინველებიც. კლდეებს შორის დმებარე თეთრი ქვიშის სანაპიროები მშვენიერი სარელაქსაციო გასაქცევია.

სელინი

Sellin – ლამაზი ზღვისპირა კურორტია ელეგანტური არქიტექტურით, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება. ბევრი ვილა და სასტუმრო არტ-ნუვოს ელემენტებს შეიცავს. სელინის მთავარი ღირსშესანიშნაობა რესტორანია წყალზე, რომელსაც თავისი წყლის გონდოლა აქვს.

კაპ არკონა

რუგენის ჩრდილოეთით მდებარე Kap Arkona ცნობილია მისი შუქურებით. სანაპიროს მშვენება ერთ-ერთი შუქურა ბალტიის ზღვაში უძველესია და დღეს მასში მუზეუმია განთავსებული. კოშკს სადამკვირვებლო პლატფორმა აქვს ზღვის ხედებით.

სტრალსუნდი

Stralsund – რუგენში მოსახვედრი ულამაზესი დასახლებაა, რომელიც შთაგონებულია მისი სკანდინავიური მეზობლებისგან. სანამ კუნძულზე გადახვალთ, დაათვალიერეთ ამ სანაპირო ქალაქის ღირსშესანიშნაობები: ნავსადგური, აკვარიუმი და ძველი ქალაქი.

რჩევა: ხილი “სანდორნი/Sanddorn” – რუგენში იზრდება და 16-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი. მისი საშუალებით აქ ამზადებენ ჯემებს, თაფლს, წვენებს და ღვინოს. აუცილებლად დააგემოვნეთ და სახლშიც წაიღეთ.