რა ვჭამოთ

გასტრო ტური მონტევიდეოში: ამერიკის ფარული კულინარიული მიმართულება

მონტევიდეო მეტროპოლიტური ქალაქია, 30 წუთის სავალ გზაზე ფერმებიდან. ქვეყნის უზარმაზარი სანაპირო ქოლის წყალობით, აქ ჯანსაღი ზღვის პროდუქტებითაც დატკბებით. აღსანიშნავია თეთრი სანგრია, რომელსაც აქ კლერიკოს ეძახიან. ჩვენ ამერიკის ამ გამორჩეულ გასტრო ქვეყანაში ვიზიტს დაგიგეგმავთ:

დღე 1

  • კორტადო (ყავა)

დილით რომელიმე კაფეში შეუკვეთეთ კორტადო – ნახევრად რძე, ნახევრად ყავა და ისიამოვნეთ ურუგვაის ცხოვრების სტილზე დაკვირვებით.

  • ჩივიტო (სენდვიჩი)

ეს ურუგვაის ეროვნული სენდვიჩია, რომელსაც აქ ლანჩზე მიირთმევენ. ის შეიცავს ხორცს, ბეკონს, სალათის ფოთოლს, პომიდორს, კვერცხს და ყველს. ჩივიტო მოაქვთ ფრისთან ერთად. მისი მირთმევა შეგიძლიათ ურუგვაის მსხვილ სწრაფი კვების ობიექტშიც: “La Pasiva”.

  • ურუგვაული ბარბექიუ

ისიამოვნეთ გრილზე მომზადებული ხორცით, რომელიც აქ საკმაოდ პოპულარული ვახშამია.

დღე 2

  • მილანესა და სნექები

შეუკვეთეთ მილანესა, ტრადიციული კერძი სტეიკით ან ქათმით. შუადღის შემდეგ კი გირჩევთ სნექის სახით პიონონოს (ნამცხვარს) ან თაფლისა და ყველის სენდვიჩს. დააგემოვნეთ ორცხობილაც “ალფაჯორი”.

  • დელ პუერტო დე მონტევიდეოს ბაზრობა

ისტორიული ბაზრობა დელ პუერტო დე მონტევიდეო პირველად 1868 წელს გაიხსნა და ნამდვილად ღირს მონახულებად. მიირთვით საქონლის ხორცის კერძი ან ლორი სიმინდით. დააგემოვნეთ ურუგვაის ღვინო, რადგანაც აქაური მეღვინეობები მთელ სამხრეთ ამერიკაში განთქმულია.

დღე 3

  • ფერანდოს ბაზარი

მონტევიდეოში საკვების დახლები საკმაოდ პოპულარულია. ისინი გთავაზობენ პარილას, სუშის, პიცას, პასტას, ბურგერებს, ჩუროსს და აშ. როდოს პარკიდან 20 წუთის ფეხით სავალ გზაზე შემოგხვდებათ ფერანდოს ბაზრობა, სადაც ურუგვაის გემრიელ კერძებს დააგემოვნებთ. განსაკუთრებით კი გირჩევთ კაბალოს პიცას. ურუგვაის სამზარეულოზე იტალიას ძალიან დიდი გავლენა აქვს.

  • ვეგანური სამზარეულო

მიუხედავად იმისა, რომ ურუგვაელები მსოფლიოში ხორცის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მომხმარებლები არიან, მონტევიდეოში ვეგანური სამზარეულოც საკმაოდ განვითარებულია. აქ ბევრი ვეგეტარიანული რესტორანია, გირჩევთ შოკოლადის კარაქის ორცხობილასაც.

დღე 4

  • მიგრანტების სამზარეულო

მონტევიდეოში ბევრი სომეხი იმიგრანტია, რომლებსაც ფალაფელის რესტორნები აქვთ გახსნილი. მიირთვით გემრიელი ფალაფელის სენდვიჩი და ჰუმუსი.

  • ურუგვაის ღვინო

თუ ბოდეგა ბუზაში მატარებლით გაეშურებით, ურუგვაის ღვინის კულტურას შეირძნობთ, რომელიც უკვე საერთაშორისოთაა ცნობილი. შეუერთდით გიდის ტურს ვენახებში.

  • ნოკისი

ურუგვაიში ერთხელ მაინც უნდა მიირთვათ სადილად “ñoquis”. ეს კარტოდილის პასტას კერძია, რომელიც იტალიელმა მიგრანტებმა დაამკვიდრეს. გირჩევთ ასევე კარტოფილის დამპლინგებსაც.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ურუგვაიურუგვაი
ურუგვაი9 თებ 2026

6 მიზეზი თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ მონტევიდეოში, ურუგვაიში

30-კილომეტრიანი რამბლა, ადგილობრივი ბაზრობები, ხორცის კერძები, ძველი ქალაქი, ტანგო და მატე: 6 მიზეზი, რომ იმოგზაუროთ მონტევიდეოში.

ურუგვაიურუგვაი
ურუგვაი27 იან 2026

საუკეთესო აქტივობები მონტევიდეოში, ურუგვაიში

ველოსიპედით რამბლაზე, კარნავალი, საქონლის ხორცის კერძები, ფეხბურთის მუზეუმი, პოსიტოსის სანაპირო და პუნტა დელ ესტე: რა გააკეთოთ მონტევიდეოში.

მსოფლიომსოფლიო
მსოფლიო20 აგვ 2026

10 საუკეთესო ადგილი დელფინებთან ერთად საცურაოდ

სად ვიცუროთ დელფინებთან: აზორის კუნძულები, ფერნანდუ-დი-ნორონია, გალაპაგოსი, კაიკოურა, მარსა-ალამი და კიდევ 5 ადგილი, ტურებისა და სეზონის რჩევებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები