ევროპის მასშტაბით უამრავი საჭმლის თუ სასმლის ფესტივალი იმართება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მდიდრულ კულინარიულ ტრადიციებს და ისტორიას წარმოგვიჩენენ. შენი მეგზური 10 საუკეთესო მათგანს გთავაზობთ ზაფხულის სეზონისთის, რომლებზე დასწრებაც სრულიად უფასოა.
1. სარდინიების ფესტივალი, პორტიმაო, პორტუგალია
პერიოდი: 4-9 აგვისტო
ყოველ აგვისტოს, პორტიმაოს მდინარიპირი თევზის სურნელით იჟღინთება. აქ სარდინიები მთავარ როლს თამაშობენ. ფესტივალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალაქის ეკონომიკაში. აღსანიშნავია ფესტივალის გახსნის ცერემონია მსახიობებით და 500 კგ-ზე მეტი თევზეულით.

2. საგრა დელა ნდუჯა დი სპილინგა, კალაბრია, იტალია
პერიოდი: 8 აგვისტო
იტალია ცნობილია თავისი ტრადიციული ფესტივალებით რომლებიც ერთი კონკრეტული კერძის გარშემო არ არიან ცენტრალიზირებულნი. Nduja di Spilinga – ერთ-ერთი ყველაზე ცხარე, გემრიელი და ენერგიული ფესტივალია. სოსისი ჩილით სწორედ აქ დაიბადა და დღეს იტალიის მიღმა ბევრ მენიუში გვხვდება. მიაყოლეთ კალაბრიული წითელი ღვინო სრული გამოცდილებისთვის.

3. სიდრის ფესტივალი, გიჟონი, ესპანეთი
პერიოდი: 20-30 აგვისტო
ასტურიასის რეგიონის სიდრი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შესული, ამიტომაც, არაა გასაკვირი, რომ მას აქ ყოველი წლის აგვსიტოში 10 დღიანი ფესტივალი ეძღვნება. ადგილობრივები და ტურისტები სიდრს ესპანური მზის ქვეშ ერთად სვამენ და სხვა გემრიელ ხემსებს აყოლებენ.

4. დოვერნის ფესტივალი, რიომ-ეს-მონტანი, საფრანგეთი (Fête du Bleu d’Auvergne)
პერიოდი: 22-23 აგვისტო
ყოველწლიურად ყველის ეს ფესტივალი უამრავ ადამიანს იწვევს რიომ-ეს-მონტანში, რათა ქუჩებში გამოშლილი გამოფენები წარუდგინოს და ყველის გემრიელი არომატის ფონზე მყუდრო ატმოსფერო შექმნას. ტურისტული მატარებელი, რომელიც ამ ფესტივალის ფარგლებში მოძრაობს, რეგიონის ველებს და სოფლებს მოგატარებთ, კულინარიულ დემონსტრაციებს მოგიწყობთ და ლაივ მუსიკას მოგასმენინებთ.

5. როსტილჯიჯადა ბარბექიუს ფესტივალი, ლეშკოვაჩი, სერბია (Roštiljijada)
პერიოდი: 24-30 აგვისტო
სერბიის ბარბექიუს ეს ფესტივალი ცნობილია მთელ ბალკანეთში და ყოველწლიურად ის ნახევარ მილიონ ვიზიტორს იზიდავს. ვორქშოფებზე საკვების მომზადების სხვადასხვა ტექნიკებს გაეცნობით და ისტორიულ ქალაქ ლეშკოვაჩში გემრიელ ბარბექიუს დააგემოვნებთ. ჩაიძირეთ სერბულ კულტურაში.

6. დურკეიმერ ვუშტმარკტი, დურკჰეიმი, გერმანია
პერიოდი: 11-15 & 18-21 სექტემბერი
გერმანია ცნობილია ექსტრავაგანტური ფესტივალით, ოქტობერფესტით, მაგრამ აქ ასევე მსოფლიოს უდიდესი ღვინის ფესტივალიც იმართება – დურკჰეიმერი. მიუხედავად იმისა, რომ ის ითარგმენაბ როგორც სოსისის ბაზრობა, აქ მთავარი მოთამაშე ღვინოა. დახლები რეგიონის სხვადასხვა ვენახების ღვინოებს წარმოგვიდგენენ. ჯაზ მუსიკა აქ კიდევ უფრო სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

7. ბულგარული ქლიავის ფესტივალი, ტროიანი, ბულგარეთი
პერიოდი: 18-21 სექტემბერი
ბულგარეთში ბევრი საკვების ფესტივალი ტარდება, მაგრამ მათ შორის ქალაქ ტროიანის ქლიავის ფესტივალი მაინც გამორჩეულია. აქ მისი საშუალებით რაკიას ამზადებენ – ძლიერ ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც მთელ ბალკანეთშია ცნობილი.

8. აპელმარკნადენი, კივიკი, შვედეთი (Äppelmarknaden)
პერიოდი: 19-27 სექტემბერი
შვედეთის უზარმაზარი ვაშლის ბაზრობა 40 წლის წინ დაარსდა და მას შემდეგ ამ ხილის პოპულარიზაციას სწევს. ღონისძიების ღირსშესანიშნაობაა ათასობით მწვანე და წითელი ვაშლებით აწყობილი ფოტო.











