წარმოგიდგენთ დაუვიწყარ ჯგუფურ ტურს თავისუფლების კუნძულად წოდებულ ფერად კუბაზე
მოინახულეთ საოცარი ჰავანა, ტრინიდადი და ვარადერო.
მოგზაურობის პერიოდი:
⧖ 13.05.2026 – 22.05.2026 (9 ღამე/10 დღე კუბაზე)
Ⓗ ჰავანა 13.05.2026-16.05.2026
Iberostar Parque Central★★★★★ (საუზმე)
Ⓗ ტრინიდადი 16.05.2026-18.05.2026
Iberostar Grand Trinidad ★★★★★(საუზმე)
Ⓗ ვარადერო 18.05.2026-22.05.2026
Iberostar Selection Varadero★★★★★ (All Inclusive)
ტურის სრული აღწერა:
გამგზავრება თბილისიდან – ორშაბათი 11 მაისი
**დღე 1: 13 მაისი – ჰავანა
**ჩასვლა ჰავანაში – 07:20
აეროპორტში დახვედრა და კომფორტული ტრანსფერი სასტუმროში გიდის თანხლებით.
განთავსება Iberostar Parque Central 5*-ში – ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში ჰავანას გულში, რომელიც აერთიანებს კოლონიალურ ელეგანტურობას და თანამედროვე კომფორტს. სასტუმროს ტერასიდან იშლება შთამბეჭდავი ხედები ძველ ჰავანაზე, კაპიტოლიუმსა და ქალაქის ისტორიულ ქუჩებზე.
მისასალმებელი ვახშამი სასტუმროში – კუბური და საერთაშორისო სამზარეულოს გემოები.
**დღე 2: 14 მაისი – ექსკურსია ჰავანაში
**08:00 – საუზმე.
ჰავანას ქალაქის ტური:
ტურის პირველი ნაწილი მოიცავს El Morro – Cabañas-ის სამხედრო და ისტორიული კომპლექსის მონახულებას, საიდანაც ჰავანას ყურესა და ოკეანეზე ულამაზესი პანორამული ხედები იშლება.
სადილი ტრადიციულ კუბურ რესტორანში – ავთენტური გემოებითა და ადგილობრივი ატმოსფეროთი.
შემდეგ – ძველი ჰავანა (Habana Vieja), UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი: საკათედრო ტაძარი, Plaza de Armas, San Francisco de Asis-ის მოედანი – დაუვიწყარი არქიტექტურა, ფერადი ფასადები და ქუჩის მუსიკა.
სიგარების ქარხნის მონახულება და რომის დეგუსტაცია.
საღამოს – თავისუფალი დრო ან ლეგენდარული Tropicana Show (დამატებითი გადასახადით).
**დღე 3: 15 მაისი – თანამედროვე ჰავანა
**08:00 – საუზმე.
17:00 – თანამედროვე ჰავანას ტური რეტრო ამერიკული მანქანებით –
ნამდვილი კუბას სიმბოლო.
ვესტუმრებით რევოლუციის მოედანს და ჯონ ლენონის პარკს –
ფოტოების გადასაღები იდეალური ლოკაციები
**დღე 4: 16 მაისი
**ჰავანა → სიენფუეგოსი → ტრინიდადი
08:00 – საუზმე.
09:00 – გამგზავრება ტრინიდადში.
გზად გაჩერება სიენფუეგოსში – “სამხრეთის მარგალიტში”, ქალაქი ფრანგული არქიტექტურით, ზღვისპირა ბულვარითა და ელეგანტური ატმოსფეროთი. სადილი და ქალაქის დათვალიერება.
ჩასვლა ტრინიდადში, განთავსება Iberostar Gran Trinidad 5*-ში – დახვეწილი სასტუმრო ქალაქის ისტორიულ ცენტრში, რომელიც იდეალურად ერწყმის ავთენტურ კოლონიალურ გარემოს.
ვახშამი სასტუმროში.
თავისუფალი დრო საღამოს გასეირნებისთვის.
**დღე 5: 17 მაისი – ტრინიდადი და კარიბის ზღვა
**08:00 – საუზმე.
ტრინიდადის ისტორიული ნაწილის დათვალიერება – ქვის ქუჩები, ფერადი სახლები და ცოცხალი მუსიკა.
ანკონის ნახევარკუნძული კარიბის ზღვის სანაპიროზე: თეთრი ქვიშა, ფირუზისფერი წყალი, სადილი სანაპიროზე და თავისუფალი დრო დასვენებისთვის.
საღამო – თავისუფალი
**დღე 6: 18 მაისი – ტრინიდადი → ვარადერო
**08:00 – საუზმე.
09:00 – გამგზავრება ვარადეროში.
ნიანგების ფერმის მონახულება.
ჩასვლა Iberostar Selection Varadero 5*-ში – ერთ-ერთ საუკეთესო all inclusive კურორტში კუბაში: უსასრულო პლაჟი, ტროპიკული ბაღები, მაღალი დონის სერვისი.
მისასალმებელი ვახშამი à la carte რესტორანში
**დღე 7: 19 მაისი – ვარადერო
**08:00 – საუზმე.
საღამო – თავისუფალი დრო: ზღვა, აუზები, სპა და შოუები.
კრუიზი Cruzero del Sol დელფინებთან ცურვა და კუნძული Cayo Blanco- ს მონახულება. შესაძლებელია ექსკურსიის ორგანიზება დამატებითი გადასახადით ვარადეროდან
**დღე 8: 20 მაისი – თავისუფალი დღე ვარადეროში
****დღე 9: 21 მაისი – თავისუფალი დღე ვარადეროში
**დასვენება ზღვის პირას, სპა, მასაჟი ან უბრალოდ ტროპიკული სიმშვიდე
**დღე 10: 22 მაისი – გამგზავრება
**03:00 – ტრანსფერი ჰავანას აეროპორტში. გამგზავრება თბილისში .
📌ტურის ღირებულება: 7490 ლარი (2300 ევროს ექვივალენტი შესაბამისი კურსით)
✅გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად
✅ღირებულებაში შედის:
✔️ავიაბილეთები Turkish Airlines ავიახაზებით (2Xბარგით)
✔️სასტუმრო ჰავანაში 3 ღამე
✔️სასტუმრო ვარადეროში 4 ღამე
✔️სასტუმრო ტრინიდადში 2 ღამე
✔️BB-საუზმე ჰავანაში და ტრინიდადში
✔️All Inclusive ვარადეროში
✔️ტურში გაწერილი 3 სადილი, 2 ვახშამი ჰავანა-ტრინიდადში
✔️ტრანსპორტირება
✔️ექსკურსიები და გიდის მომსახურება
✔️შესასვლელი ბილეთები
✔️ჰავანას ქალაქის ტური
✔️ჰავანას ტური ფერადი რეტრო მანქანებით
✔️ექსკურსია სიენფუეგოში
✔️ტრინიდადის ტური
✔️ექსკურსია ანკონის ნახევარკუნძულზე
✔️ექსკურსია ნიანგების ფერმაში
✔️სამოგზაურო დაზღვევა
✔️ვიზა.
ღირებულებაში არ შედის
შოუ Tropicana-ს ბილეთები (100 ევრო) და კრუიზი Cruzero del Sol დელფინებთან ცურვა და კუნძული Cayo Blanco სურვილისამებრ
■ ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში.
■ ფასი ცვალებადია კურსის მიხედვითდამატებით ინფორმაციისთვის:
✆ 514 893 893 – მარიამი / wa.me/995514893893