რა ვნახოთ

ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

პორტუგალიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი, რომელიც 2000 წლის წინ ანტიკურმა რომაელებმა დაარსეს, ყველაზე ძველი ქალაქია პორტუგალიაში. ბრწყინვალე ბაროკოს არქიტექტურის წყალობით, ბრაგა ყველა ტიპის მოგზაურს მოაწონებს თავს. პონტე დე ლიმა, კოიმბრა, გიმარაესი… ამ პორტუგალიურ ქალაქებსაც დიდი ისტორია აქვთ, თუმცა ბრაგა ჩვ.წ.-მე მე-16 საუკუნით თარიღდება და განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

პორტოდან 55 კმ-ში მდებარე ბრაგა ულამაზესი ქალაქია მინჰოს ისტორიულ რეგიონში. ის რომაულ პერიოდში დედაქალაქსაც კი წარმოადგენდა. საკმაოდ ფოტოგენური ბრაგა მრავალფეროვან გავლენებს და კულტურას აისახავს. მისი ვიწრო ქუჩების ლაბირინთში ბაროკოს და შუა საუკუნეების მონუმენტებს აღმოაჩენთ. ასევე, გოთიკურ ეკლესიებს და ულამაზეს სასახლეებს. თუმცა, ბრაგაში თანამედროვე ატმოსფეროსაც იგრძნობთ: სიცოცხლით სავსე კაფეებით, მოედნებით და სავაჭრო ქუჩებით.

ბრაგაში ვიზიტს გირჩევთ მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში. ამ დროს ტემპერატურა 20 გრადუსს აჭარბებს. დაიწყეთ ქალაქის დათვალიერება არკო და პორტა ნოვათი (Arco da Porta Nova), შუასაუკუნეების კარიბჭით და კედლებით. ბრაგას ქუჩებში ბევრი ეკლესია მდებარეობს, მათ შორის პორტუგალიის პირველი კათედრალი: Sé de Braga, აშენებული მე-12 საუკუნეში.

მოიხიბლებით დომ დიოგო დე სუსას (Rua Dom Diogo de Sousa) საფეხმავლო ქუჩით, საიდანაც ისტორიულ ცენტრამდე მყუდრო მოედნებით და ფარული ბაღებით მიხვალთ. აუცილებლად ნახეთ აქაური თეატრი, ლურჯი აზულეჯოებით დაფარული რაიოს სასახლე და სანტა ბარბარას ბაღები.

ბრაგას კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა ქრისტეს საყდარი (Do Bom Jesus do Monte), რომელთანაც ბაროკოს მომხიბვლელი კიბეები მიგიყვანთ. ეს ნეოკლასიკური არქიტექტურის შედევრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ზევიდან იხილავთ ხედს მთელ რეგიონზე.

ტეგები

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

მსოფლიომსოფლიო
მსოფლიო21 აგვ 2026

5 ქალაქი, რომელიც ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო მიმართულებად დასახელდა ამინდის და მწვანე სივრცეების გათვალისწინებით

ლისაბონი, ჰელსინკი, ორლანდო, ათენი და ედინბურგი: 5 ქალაქი, სადაც მზიანი ამინდი, პარკები და მწვანე სივრცეები მოგზაურს განწყობას აუმჯობესებს.

პორტუგალიაპორტუგალია
პორტუგალია21 აგვ 2026

სილვესი – ალგარვეს შუა საუკუნეების ულამაზესი ქალაქი

რა ვნახოთ სილვესში, ალგარვეში: წითელი ქვის ციხესიმაგრე, საკათედრო ტაძარი, არქეოლოგიური მუზეუმი, პონტე რომანა და აგვისტოს შუასაუკუნეების ბაზრობა.

მსოფლიომსოფლიო
მსოფლიო20 აგვ 2026

10 საუკეთესო ადგილი დელფინებთან ერთად საცურაოდ

სად ვიცუროთ დელფინებთან: აზორის კუნძულები, ფერნანდუ-დი-ნორონია, გალაპაგოსი, კაიკოურა, მარსა-ალამი და კიდევ 5 ადგილი, ტურებისა და სეზონის რჩევებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე