მსოფლიო თასის მონაწილეები, ოჯახები და წვეულებების მოყვარულები, ავსტრიის სათხილამურო კურორტებს ყოველწლიურად სტუმრობენ. ამ ქვეყანაში ზამთრის ოლიმპიადა უკვე ორჯერ ჩატარდა. ჩვენ გირჩევთ სად წახვიდეთ, თუ ზამთარში სამთო დასვენება გხიბლავთ.
წმ. ანტონი ამ არლბერგი/St Anton am Arlberg
ავსტრიის ყველაზე ცნობილი კურორტი, სოფელია დათოვლილი ხეებითა და მწვერვალებით. პროფესიონალი მოთხილამურეები აქ თავს კომფორტულად იგრძნობენ, რადგანაც ანტონი ამ არლბერგი ბევრ რთულ ტრასას გვთავაზობს. აქ ბარებს ვერ ნახავთ, თუმცა მეზობელ სოფელ წმ. კრისტოფში ბევრი მიწისქვეშა ბარი და კლასიკური მუსიკის მოსასმენი ადგილია.
იშგლი/Ischgl
იშგლიში ის მოთხილამურეები ისიამოვნებენ, რომლებიც თხილამურებს საშუალო დონეზე ფლობენ. აქ ღამის ცხოვრებაც ყვავის, მდიდრული სასტუმროებიცაა და სპა-ცენტრებიც. სეზონის გახსნისას და დახურვისას იშგლიში მასშტაბური კონცერტი იმართება. წინა წლებში აქ მერაია ქერი, ელტონ ჯონი და ბობ დილანიც გამოსულან.
სოლდენი/Sölden
სოლდენი მხიარულებითა და პროფესიონალური ტრასებით ავსტრიაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიირთვით კოქტეილი იმ შუშის შენობაში, რომელიც ჯეიმს ბონდის ფილმში: “სპექტრი: აგენტი 007” გინახავთ. ამ დროს თქვენ ზღვის დონიდან 3000 მეტრზე იქნებით. სოლდენში სეზონი ადრიანად იწყება და სექტემბრიდან მაისამდე გრძელდება.
კითზბუჰელი/Kitzbühel
როდესაც სრიალის ენთუზიასტებს კითზბუჰელი ესმით, მისი ყველაზე საშიში ტრასა ახსენდებათ მსოფლიოში. თუმცა ამის მიღმა, ეს კურორტი დამწყებებსაც და საშუალო დონის მოთხილამურეებსაც აკმაყოფილებს. ავსტრიული სრიალის შემდეგ, დალიეთ ცივი სტიგლი პავილიონში, სადაც მაგიდაზე ცეკვა ნებადართულია.
საალბაჰი/Saalbach
საალბაჰი საკმაოდ დიდი კურორტია. მისი 270 კილომეტრიანი ტრასების წყალობით, ის ევროპაში უდიდეს კურორტადაც კი ითვლება. აქ ყველასთვის ყველაფერია: ბორცვები დამწყებთათვის, ფართო ტრასები, თოვლის პარკები და ბარები. საალბაჰში სამოძრაოდ ტრანსპორტიც კი დაგჭირდებათ: თანამედროვე გონდოლები ან ავტობუსები.
მეირჰოფენი/Mayrhofen
წვეულებების მოყვარული ხართ? მაშინ მეირჰოფენს ეწვიეთ. აქ ყველა ბარიდან მუსიკა გამოდის. პროფესიონალ მოთხილამურეებს აქ “ჰარაკირი” ელით – ავსტრიის ყველაზე ციცაბო სასრიალო დაღმართი. გართობის მოყვარულები კი Scotland Yard-ს უნდა ეწვიონ – ყოფილ პოლიციის შენობას, რომელიც ახლა კლუბია.
ზელ ამ სი/Zell am See
ამ კურორტზე ისეთი სუნთქვის შემკვრელი ხედები დაგხვდებათ, რომ რთულია სრიალზე კონცენტრირდეთ. სპეციალური ბარათი – Alpin – 408 კილომეტრიანი ტრასებით სარგებლობას ფარავს, მათ შორის 120-მდე საბაგირო ხაზს. შეგიძლიათ ზელ ამ სის ზალცბურგში ყოფნისას ეწვიოთ, ეს კურორტი ქალაქიდან მხოლოდ 100 კილომეტრის სავალზეა.