კორუნაში საუკეთესო აქტივობები მდიდარი გალისიური მემკვიდრეობის და ისტორიის გარშემო ტრიალებს. აქ მდებარე პორტი ესპანეთის გამორჩეული პორტია. ნახავთ მონუმენტურ ძეგლებს და ისიამოვნებთ კორუნას ძველი ქალაქით.
დასხედით კაფეში მერიის ხედით
მარია პიტას მოედანი/Maria Pita Square
ამ საყვარელ, მყუდრო მოედანზე კორუნას მერიის შენობა მდებარეობს და ის ქალაქის ერთგვარი გულია. აქ ბევრ ჩამოსაჯდომ სივრცეს ნახავთ და ესპანურ ატმოსფეროში ჩაიძირებით.

შეაფასეთ ესპანური ეროვნული საგანძური და მემკვიდრეობა
ჰერკულესის კოშკი/Tower of Hercules
ჰერკულესის ძეგლი და კომპასის გამოსახულება (Rosa dos Ventos) კორუნაში საკმაოდ შთამბეჭდავ ლანდშაფტზე მდებარეობს. 55 მ. სიმაღლის კოშკი მეორე საუკუნის რომაული შუქურაა და მასზე მსოახვედრად 300 მეტრიანი ბორცვი უნდა აიაროთ. ადით კოშკურაზე და დატკბით ოკეანის პონორამული ხედებით. კომპასი განსაკუთრებით ლამაზ ფერებს წარმოგვიდგენს მზის ჩასვლისას.

დააკვირდით შუასაუკუნეების გალისიურ სცენებს ძველ უბანში
Cidade Vella
კორუნას შუასაუკუნოვანი უბნები გვთავაზობენ ისტორიას და ბაროკოს ძეგლებს. “ციდად ველა” ანუ ძველი ქალაქი 3 ანტიკურ ეკლესიას აერთიანებს. აქვე მდებარეობს ქალაქის ყველაზე პატარა მოედანი (Praza da Constitución).

მიეფიცხეთ მზეს
კორუნას სანაპიროები
კორუნაში ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა სანაპიროზე წამოწოლაა. ქალაქის მთავარი სანაპიროა: Praia de Riazor. ის ბულვართან ახლოს მდებარეობს. მეორე გამორჩეული ნაპირია: Praia de Orzán. ორივე სანაპიროზე შეძლებთ ცურაობას.

მოინახულეთ ციხესიმაგრის ნანგრევები
Castro de Elvina
ეს შთამბეჭდავი ქვის ნანგრევები არქეოლოგიურად მნიშვნელოვანი ლოკაციაა, რადგანაც კასტროს კულტურის არტეფაქტებს წარმოგვიდგენს. კვირაობით შეგიძლიათ შეუერთდეთ გიდის ტურებს.

იხილეთ ატლანტის ოკეანის ზღვის ბინადრები
Aquarium Finisterrae
კორუნაში უზარმაზარი აკვარიუმი მდებარეობს 600 სახეობის ზღვის ბინადრით. მოინახულეთ ნაუტილუსის ოთახი, რომელის ჟიულ ვერნის ნაწარმოების, “20 ათასი კმ წყალქვეშ” თემატიკაზე შეიქმნა. აქ ნახავთ კაპიტან ნემოს კაბინეტს. ბილეთის ღრებულებაა 10 ევრო. ღიაა 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

შეისწავლეთ კორუნას სამეცნიერო მუზეუმები
კორუნაში სამი მთავარი სამეცნიერო მუზეუმია, სადაც ინტერაქციულ და საგანმანათლებლო გამოცდილებას მიიღებთ. პირველი ესაა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი: The Museo Nacional de Ciencia e Tecnoloxía. მეორე ყოფილი სასახლეა, დღეისათვის პლანეტარიუმი – The Casa das Ciencias. მესამე კი ადამიანის ფსიქოლოგიას ეძღვნება – The Domus. მუზეუმები დაკეტილია ორშაბათობით.

ივაჭრეთ დახვეწილ შოპინგ ცენტრში
Marineda City
ეს უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი კორუნას კომერციულ და ინდუსტრიულ უბანში მდებარეობს. აქ ივაჭრებთ, გაერთობით და დაისვენებთ. ღიაა 10-დან 10-მდე კვირა დღის გარდა.

ჩამოჯექით ნავსადგურში
Puerto Deportivo
კორუნაში ორი ნავსადგურია, მაგრამ პუერტო დეპორტივო საუკეთესოა წყალთან საღამოს გასატარებლად. აქ ბევრი ბარი დაგხვდებათ ცივი გემრიელი სასმელებით. ისინი საღამოს 10 საათიდან იხსნებიან.

მოინუსხეთ მე-19 საუკუნის თეატრით
Teatro Rosalía de Castro
ეს თეატრი კორუნაში ხელოვნების და კულტურის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი სივრცეა. მას ნავსადგურთან ახლოს აღმოაჩენთ. შეგიძლიათ დაესწროთ რაიმე კონცერტს ან ღონისძიებას. ბილეთების ფასები 6 ევროდან იწყება.











