ტარტუ ესტონეთის სტუდენტური დედაქალაქია, ქვეყნის სიდიდით რიგით მეორე ქალაქი, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ტურისტს და მოგზაურს იზიდავს. აქ ბევრი აქტივობით და სანახაობით შეიქცევთ თავს, დაწყებული ისტორიულ ძველ უბანში სეირნობით, დასრულებული წვეულებებით ღამის კლუბებში.

1. სამეცნიერო ცენტრი AHHAA

ეს უდიდესი ტექნოლოგიური ცენტრია ესტონეთსა და მთელ ბალტიისპირეთში. მისი მთავარი მისიაა წინ წამოწიოს მეცნიერება და აჩვენოს ადამიანებს როგორ შეიძლება ის იყოს ინტერაქციულიც და საჭიროც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცენტრში ათასობით სხვადასხვა გამოფენაა, მათ შორის პლანეტარიუმი და 4D კინოთეატრი. ტარტუში ჩასვლისას მას აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

მისამართი: Sadama 1

2. ძველი უბანი

ტარტუ ძველი ქალაქია მდიდარი ისტორიით, რომელსაც მის ულამაზეს ძველ ქალაქში სეირნობისას გაეცნობით. ეს ტარტუს ყველაზე შთამბეჭდავი ადგილია. აქ შეგხვდებათ მუზეუმებიც და რესტორნებიც.

3. ტარტუს უნივერსიტეტის ბოტანიკური ბაღი

ეს ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი საუკეთესო ბაღია მთელ ბალტიისპირეთში. მის გაშენებაზე პროფესიონალმა ბიოლოგებმა და ეკოლოგებმა იზრუნეს. მშვიდი სეირნობისას უამრავ სხვადასხვა ჯიშის მცენარეს შეხვდებით. ბაღში შესვლა უფასოა და მხოლოდ შიგნით მდებარე რამდენიმე გამოფენაა ფასიანი.

4. შეყვარებული სტუდენტების შადრევანი

ეს ტარტუს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. შეყვარებულებმა, რომლებიც ამ ქალაქს სტუმრობენ, ქოლგის ქვეშ მყოფი წყვილის შადრევანი აუცილებლად უნდა მოინახულონ. ის მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება და მის ქვეშ კოცნა და საქორწილო ფოტოების გადაღება წესად იქცა.

მისამართი: Raekoja plats 1a

5. ტარტუს სათამაშოების მუზეუმი

თუ ტარტუში ბავშვებთან ერთად ხართ, ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. ის აერთიანებს სათამაშოებს სხვადასხვა ეპოქიდან. ამიტომაც, ზრდასრულებისთვის ის ხშირად ნოსტალგიურ გამოცდილებად იქცევა ხოლმე.

6. მანორის პარკი

მანორის პარკი ტარტუს გარეუბანში მდებარეობს და ის აუცილებლად მოსანახულებელია მათთვის, ვისაც ძველი სახლები უყვარს ტბისა და სიმწვანის გარემოცვაში. ეწვიეთ მზიან და თბილ ამინდებში.

7. ტრადიციული ესტონური საკვები

ესტონელები დიდ ყურადღებას აქცევენ საკვებს, ამიტომაც ტარტუში არსებული რესტორნების ხარისხი საკმაოდ მაღალია. აქ გემრიელ ესტონურ კერძებს დააგემოვნებთ და მეტს გაიგებთ აქაურ სამზარეულოზე.

8. ესტონეთის ეროვნული მუზეუმი

ეს ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმია, სადაც ესტონურ ისტორიას გაეცნობით, მათ შორის ხალხურ ფოლკს და თავდაცვას. ის 1909 წელს ჯეიკობ ჰართმა გახსნა, ყველაზე გავლენიანმა ესტონელმა კოლექციონერმა.

9. ტაძრები

ტარტუში ბევრი მშვენიერი ტაძარია. ყველაზე პოპულარულებს შორისაა სან პოლის ეკლესია, ღვთისმშობლის რომაულ-კათოლიკური ტაძარი და სან პეტრეს ეკლესია. მათი მეშვეობით შეისწავლით ესტონურ არქიტექტურასაც.