პაფოსი მზის, ქვიშის და ზღვის მოყვარულთათვის იდეალური დასასვენებელი მიმართულებაა. ეს ზღვისპირა კურორტი დიდ ისტორიულ მნიშვნელობისაც ატარებს. ის ორ ნაწილადაა გაყოფილი: კატო – ნავსადგურს და არქიტექტურულ ნანგრევებს აერთიანებს, ხოლო კტიმა – მუზეუმებს. აქ მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნაა, ასევე, სალაშქრო ბილიკები. ჩვენ გირჩევთ თუ რა უნდა გააკეთოთ კვიპროსის ამ მშვენიერ ქალაქში.
1. გაატარეთ დღე პაფოსის სანაპიროებზე
პაფოსზე გასაოცარი სანაპიროებია: ალიკისი/Alykes Beach იდეალური აღჭურვილობით გამოირჩევა და ბავშვებისთვის იდეალური არჩევანია. შემდეგი პოპულარული მიმართულება – ქორალია/Coral Bay, ცენტრალური პაფოსის ჩრდილოეთით. აქ ოქროსფერი ქვიშა, ბევრი ქოლგა, კაიაკის დაქირავების საშუალება და რესტორნებია. თუ შედარებით ცარიელი სანაპირო გსურთ, კისონერგას/Kissonerga Bay მიაკითხეთ. ლარა/Lara Beach კი ველური სანაპიროა.
მაშველები ყველა სანაპიროზე არიან მობილიზებულნი.

2. იხილეთ დიონისეს სახლის მოზაიკები
დიონისეს სახლში არსებული მოზაიკები ხმელთაშუაზღვის რეგიონში აღმოჩენილი ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშებია. ეს ღირსშესანიშნაობა იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია. მოზაიკებზე ბერძნული მითოლოგიის სცენებია აღბეჭდილი.

3. გამოიკვლიეთ პაფოსის არქეოლოგიური ნანგრევები
დიონისეს სახლი სწორედაც რომ პაფოსის ისტორიული ნანგრევების ნაწილია. აქ იხილავთ ოდენს – პატარა თეატრს, აგორას – უძველეს რომაულ ბაზარს, ანტიკური ქალაქის კედლებს და სვეტებს, აკროპოლისის ნანგრევებს და აშ.

4. ეწვიეთ კრისოპოლიტისას ბაზილიკას და წმ. პავლეს სვეტს
Chrysopolitissa Basilica ბიზანტიური უდიდესი ბაზილიკაა გარშემო არსებული სვეტებით და ნაშთებით. ის მე-4 საუკუნით თარიღდება. აქვეა წმ. პავლეს სვეტი, სადაც წმინდანი, ლეგენდის მიხედვით, 39 დარტყმით დასაჯეს ქრისტიანობის ქადაგებისათვის.

5. გაისეირნეთ ცისფერ ლაგუნაში ნავის ტურით
პაფოსში უამრავ ნავის ტურს შემოგთავაზებენ ასარჩევად. მათი უმრავლესობა 4-დან 6 საათამდე გრძელდება და ლანჩსაც მოიცავს. შეგიძლიათ გაყვეთ ქორალ ბეიმდე და გზად პაფოსის ციხესიმაგრე შეათვალიეროთ. ან აირჩიეთ კუების კრუიზი, რომლის დროსაც წყლის კუების დანახვაა შესაძლებელი. ჩვენ ასევე გირჩევთ ნავსადგურიდან ლათსიმდე წასვლას, სადაც ულამაზესი ლურჯი ლაგუნა დაგხვდებათ – გამჭვირვალე წყალი, სადაც ბანაობასაც შეძლებთ.

6. დაათვალეირეთ პაფოსის ციხესიმაგრე
ეს პაფოსის გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. ოტომანების მიერ აშენებული სასახლე ადრეული ბიზანტიური თავდაცვის საშუალებაა. აქ დაგხვდებათ ხედები ნავსადგურზე და ხმელთაშუა ზღვაზე. პანორამისთვის ადით სახურავზე.

7. ეწვიეთ აფროდიტას საკურთხეველს
აფროდიტას საკურთხეველი სოფელ კუკლიაში მდებარეობს და ის ადრეული რომაული ნაგებობაა. აქ განთავსებული იყო ოთახები მღვდლებისთვის, რომლებიც საკურთხევლის მოსანახულებლად მოდიოდნენ.

8. დაათვალიერეთ პაფოსის არქეოლოგიური მუზეუმი
ისტორიის მოყვარულები ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ეწვიონ. ოთხ ოთახში უძველესი სკულპტურები, ლარნაკები და ბერძნული ქოთნებია განთავსებული.

9. დაიკარგეთ ძველ ქალაქში
პაფოსის ძველ ქალაქში სეირნობა სიურპრიზების აღმოჩენებით იქნება სავსე. დაიწყეთ კენედის მოედნიდან, აქ კაფე-ბარები, საფეხმავლო ქუჩები და ტროპიკული ხეებია. გაუყევით მეზობელ ქუჩებს და აღმოაჩენთ ფერად ქუჩის ხელოვნებას, ვენეციურ შენობებს, ქვაფენილიან ეზოებს და ლუდის ბარებს.

10. იშოპინგეთ პაფოსის ბაზრობაზე
ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, მისი ბაზრობაა. ამ ჩაყოლებებზე ტრადიციულ ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებს, კალათებს და სხვადასხვა სუვენირებს აღმოაჩენთ. შეიძინეთ უნიკალური და სასურველი ნივთები. აქვეა წასახემსებელი პუნქტებიც და გირჩევთ აქაური პიტა დააგემოვნოთ.











