მას შემდეგ, რაც დაათვალიერებთ შუასაუკუნოვან ციხესიმაგრეებს და ძველ ქალაქს, დროა კრაკოვის შემოგარენითაც დატკბეთ. კრაკოვი პატარა ქალაქია, თუმცა საშუალება გეძლევათ გარშემო ბევრი რამ მოინახულოთ. ჩვენ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.

ტატრები

ტატრების მთები პოლონეთის სამხრეთ საზღვართან მდებარეობს. ამ ეროვნულ პარკში ბევრი სალაშქრო ბილიკია. შეგიძლიათ ახვიდეთ პოლონეთის უმაღლეს მწვერვალზეც ან უბრალოდ მარტივი ბილიკებით დატკბეთ და მთის პატარა დასახლებები დაათვალიეროთ. მთავარი ბილიკი ტატრების მთების ტბასთან მიგიყვანთ – Morskie Oko-სთან.

ეროვნული პარკი: Ojców

ეს ღირსშესანიშნაობა კრაკოვიდან 30 წუთის გზაზე მდებარეობს. შეგიძლიათ გაყვეთ პარკის ბილიკებს და დაიკარგოთ ულამაზეს ტყეებში, მთებში, გამოქვაბულებში და მიტოვებულ სასახლეებში. აქ რესტორნები და ველოსიპედის ბილიკიცაა. გზად უცნაური ფორმის ქვის ფორმაციებს იხილავთ ლამაზი ფოტოების გადასაღებად. გაყევით უნი-ავტობუსს კამიენას ქუჩიდან, რომელიც 2-3 საათში ერთხელ დადის. ბილეთის ფასი 8 ზლოტი/30 ცენტია. თუ პარკს სექტემბერში ან ოქტომბერში მოინახულებთ განსაკუთრებული საშემოდგომო სილამაზე დაგხვდებათ.

მარილის მაღარო: Wieliczka

კრაკოვის კიდევ ერთი აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობა იუნესკოს დაცული არამატერიალური ძეგლია. მე-13 საუკუნეში გახსნილი ეს კომპლექსი სიგრძეში 170 კილომეტრია. ვიზიტორებისთვის მხოლოდ 3 კილომეტრიანი არეალია ღია. აქ ყველაფერი მარილის კრისტალებითაა დამზადებული. ამბობენ, რომ დასახლება ვიელიზკა, სადაც ეს გასაოცარი მაღარო მდებარეობს, პოლონეთის ფილტვებია. ჰაერის სიჯანსაღეს თავადაც შეიგრძნობთ. მოიკითხეთ გიდის ტურები კრაკოვის ცენტრში, თუმცა შეგიძლიათ აქ დამოუკიდებლადაც მიხვიდეთ. გაყევით მატარებელს მთავარი სადგურიდან ან 304 ნომერ ავტობუსს და აქ 20/30 წუთში მოხვდებით. მაღაროში გრილი ტემპერატურაა, ამიტომაც იქონიეთ ჟაკეტი.

მისამართი: Daniłowicza 10, 32-020 Wieliczka

ზაკოპანე

ზაკოპანე პოლონეთის ზამთრის დედაქალაქია, თუმცა მას წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ. ზაფხულში მას ათასობით მოლაშქრე და ველომბრბოლელი ავსებს. ზამთარში კი თხილამურების მოყვარული ტურისტები ჩამოდიან. ავტობუსების მთავარი სადგურიდან, გაყევით ფლიქსბასს ან Szwagropol-ს პირდაპირ ზაკოპანემდე. ისინი გასვლას დილით ადრიანად იწყებენ. გზას 2 საათი დასჭირდება.

კრისპინოუს ტბა / Kryspinów Lake

როდესაც პოლონეთში ცხელა, ამ ტბაზე უკეთეს ადგილს ვერ მონახავთ. ქალაქის ცენტრიდან 15 კილომეტრში დიდ წყალსაცავზე სასიამოვნო დროს გაატარებთ, რადგანაც ის ბრწყინვალედაა მოწყობილი. შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკი ან რომელიმე ბარში ისადილოთ. შეძლებთ წყლის სპორტით დაკავებასაც.

რაფტინგი დუნაჯეჩიზე

მდინარე დუნაჯეჩი მთებს შორის მდებარეობს და აქ ქალაქიდან ხშირად გადიან. შეგიძლიათ შეუერთდეთ რაფტინგის ტურებს და თავს ულამაზეს ბუნებაში ამოყოფთ.

ტარნოუ

ტარნოუ კრაკოვზე პატარა ქალაქია, მაგრამ მისნაირად შთამბეჭდავი. შუასაუკუნეების დროინდელ მოედანზე მე-14 საუკუნით დათარიღებული მერია მდებარეობს. ეს პოლონური ქალაქი რენესანსის არქიტექტურითაც გამოირჩევა. კრაკოვის სადგურიდან მატარებლები პირდაპირ ტარნოუში მიდიან.

ტინიეჩი / Tyniec

საუკეთესო გზა, რომ ლამაზ ტინიეჩს ეწვიოთ, კრაკოვში ველოსიპედის დაქირავებაა (ისარგებლეთ აპლიკაციით Wavelo app), თუმცა შეგიძლიათ აქ ფეხითაც მოხვდეთ. გადადით დებნიცკის ხიდზე, გაუყევით ტინიეცკას ქუჩას და შემდეგ მდინარე ვისტულას გვერდით უნდა იაროთ სააბატომდე. ალტერნატიული გზაა – ავტობუსი ნომერი 112. ეს ულამაზესი ყოფილი მონასტერი კლდეზე მდებარეობს. შუა საუკუნეებში აქ ბერები ცხოვრობდნენ. შემდეგ ის ცნობილი იყო როგორც ლუდსახარში, დღეს კი ფუნქციონირებს როგორც სააბატო. აქედან მდინარე ვისტულაზე ულამაზესი ხედები იშლება. შეგიძლიათ დასხდეთ კაფე-რესტორანშიც. სააბატოში შესვლა 10 ზლოტამდე ღირს.

მისამართი: Bielańsko-Tyniecki Landscape Park, Benedyktyńska 37

ზალიპიე / Zalipie

ეს პატარა, ფერადად მოხატული სახლებით სავსე სოფელი ბოლო წლებში საკმაოდ გაპოპულარულდა, რადგანაც აქ პოლონური ტრადიციული კულტურისა და ფოლკლორის დღესასწაულები ხშირად ტარდება. თითოეული სახლი ცალკე აღებული ხელოვნების ნიმუშია. გაყევით მატარებელს ტარნოუმდე, შემდეგ გადაჯექით ზალიპიეში მიმავალ ავტობუსზე.

კალვარია / Kalwaria Zebrzydowska

იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლი მე-17 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეს პილიგრიმული ღირსშესანიშნაობა დღესაც მომლოცველებს მასპინძლობს მთელი პოლონეთიდან. აქ გარემოს შთამბეჭდავი პანორამული ხედი დაგხვდებათ. მთავარი სადგურიდან გაყევით მატარებელს კალვარიამდე 7 ზლოტად. მგზავრობა 1 საათამდე გასტანს. რელიგიურ დღესასწაულებზე აქ საკმაოდ ბევრი ხალხი იკრიბება.

მისამართი: Bernardyńska 46, 34-130 Kalwaria Zebrzydowska