რიგა ბალტიისპირეთის ყველაზე ცოცხალ ქალაქად ითვლება და აქ ბევრი რამის ნახვა შეგიძლიათ. ის ისეთივე დატვირთული არაა, როგორც მეზობელი სტოკჰოლმი, თუმცა ცნობილი ძველი უბანი აქვს – არტ ნუვოს საოცარი არქიტექტურით. ჩვენ ლატვიის დედაქალაქში ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.
ლატვიის ეთნოგრაფიული ღია მუზეუმი
ვისაც ქალაქის მიღმა ცხოვრება აინტერესებს, ეს ღია ცის ქვეშ არსებული მუზეუმი აუცილებლად მოეწონება. გაერკვიეთ ლატვიურ ტრადიციებში და დაათვალიერეთ თუ როგორ სახლებში ცხოვრობენ ისინი.
რიგის ზოოპარკი
ყველა, ვისაც ცხოველები უყვარს, რიგის ზოოპარკში ათასობით სხვადასხვა სახეობას იხილავს – ვეფხვებიდან და ლომებიდან დაწყებული ფლამინგოებით დამთავრებული. ბილეთის ფასი 6 ევროა.
შობის კათედრალი
ეს კათედრალი ორთოდოქსულიდან ლუთერანულად გადაკეთდა, თუმცა მსოფლიო ომის შემდგომ ისევ ორთოდოქსული გახდა. რიგის შობის ტაძარი არქიტექტურული საოცრებაა და რიგაში ის აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
რიგის ძრავიანი ტრანსპორტის მუზეუმი
ამ მუზეუმში 100-ზე მეტი ვინტაჟური ავტომობილი და მოტოციკლეტი დაგხვდებათ. ასე რომ, ორბორბლიანი თუ ოთხბორბლიანი ტრანსპორტის მოყვარულები ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ეწვიონ.
რიგის ძველი ქალაქი
ძველი ქალაქი რიგაში იუნესკოს დაცული ტერიტორიაა და უდაოდ ქალაქის ულამაზესი ნაწილია. აუცილებლად გაისეირნეთ მის ქუჩებში ლატვიური კულტურის შესაცნობად და უნიკალური არქიტექტურის სანახავად.
ლატვიის ეროვნული თეატრი
რიგის ეროვნული თეატრი ლატვიაში უდიდესი თეატრია. ის მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა და მას შემდეგ, უმნიშვნელოვანეს კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს.
თავისუფლების მონუმენტი
როგორც ამერიკელები ამაყობენ თავიანთი თავისუფლების ქანდაკებით, ასევე ლატვიელები ამაყობენ თავიანთი თავისუფლების მონუმენტით. ეს უზარმაზარი 42 მეტრიანი ქანდაკება ლატვიის საკულტო სიმბოლოა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის საპატივცემულოდ ააგეს.
ნოასი
ნოასი – თანამედროვე კულტურის ცენტრია, რომელიც მდინარე დაუგავას ნაპირთან მდებარეობს. შესვლა უფასოა და აქ რამდენიმე სხვადასხვა გამოფენა დაგხვდებათ. შესაძლოა, რაიმე კულტურის ღონისძიებაზეც ამოყოთ თავი, რადგანაც აქ მსგავსი ივენთები ხშირად ტარდება. ყოველ შემთხვევაში, რიგაზე პანორამული ხედებით მაინც დატკბებით.
წმ. პეტრეს ეკლესია
წმ. პეტრეს ეკლესია რიგის ყველაზე საკულტო ეკლესიაა, რომელიც მდინარე დაუგავაზე 1209 წლიდან დგას. შეგიძლიათ ახვიდეთ მის კოშკზე და გადმოხედოთ ძველ ქალაქს მაღლიდან.
ვერმანის ბაღი
ვერმანის ბაღი რიგაში უძველესი პარკია და ადგილობრივებისთვის ყველაზე საყვარელ რეკრეაციულ ადგილს წარმოადგენს. აქ ყოველდღე ბევრი რამ ხდება, გაიცნობთ მეგობრულ ლატვიელებსაც. წაიღეთ პლედი და მოეწყვეთ საპიკნიკოდ.
წმ. ალექსანდრე ნევსკის ეკლესია
ესტუმრეთ ამ ორთოდოქსულ ტაძარს, რომელიც გასაოცარ შენობაშია განთავსებული, დაათვალიერეთ ის გარედანაც და შიგნიდანაც, მოექეცით დიდებული შთაბეჭდილების ქვეშ.
ლატვიის ეროვნული ბიბლიოთეკა
ეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობაა, რომელსაც ადგილობრივები არქიტექტურულ ფენომენს უწოდებენ. გარედან ტკბობის შემდეგ, შიგნით კიდევ უფრო დიდი საოცრება გელოდებათ.