პარიზიდან 2 საათის გზაზე, ლიონი ფრანკოფილებსაც და საფრანგეთში პირველად მყოფებსაც საუკეთესო ფრანგულ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. საფრანგეთის მეორე ქალაქად წოდებული ლიონი სიცოცხლით სავსე მეტროპოლისია. ჩვენ აქ მოგზაურობის 7 მიზეზს წარმოგიდგენთ.

ქალაქის არქიტექტურა ძველისა და ახლის საოცარი შერწყმაა

მიუხედავად იმისა, რომ ლიონი პატარა ქალაქია, აქ რამდენიმე ცნობილი ეკლესიაა. განსაკუთრებით, Notre-Dame de Fourvière-ს გამოირჩევა. ეს უძველესი საოცრება პოსტ-მოდერნისტულ სტილს წარმოაჩენს და ქალაქის რეგენერაციის ერთგვარი სიმბოლოა. მოინახულეთ ორ მდინარეს შორის არსებული უბანი – La Confluence, რომელიც გასაოცარ შენობებს გვთავაზობს. აქაური ქუჩები სავსეა კაფე-ბარებით და საშოპინგო სივრცეებით. კონფლუენსი ლიონის სადგურიდან ძალიან ახლოსაა და ლამაზი ხედებითაა სავსე.

ლიონს ბრწყინვალე ადგილობრივი პროდუქცია აქვს

შესაძლოა ბორდო ღვინითაა ცნობილი და ნორმანდია ყველით, თუმცა ლიონი ქვეყნის კულინარიული დედაქალაქია და ის ადგილობრივ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობით და ამ მხრივ მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დააგემოვნეთ ყველის და ხორცის უამრავი სახეობა.

ესტუმრეთ კინოს დაბადების ადგილს

რა იქნებოდა კინო ძმები ლუმიერების გარეშე? ლიონი კინოს დაბადების ადგილად ითვლება და აქ ბევრ კინოთეატრს იხილავთ, ასევე, ლუმიერების ინსტიტუტს. აქ ტარდება კინოფესტივალი ყოველი წლის ოქტომბრის თვეში. ხოლო, კინოს ისტორიას ნებისმიერ დროს გაგაცნობენ.

ისეირნეთ რომაულ ნანგრევებში

ქალაქის მაღლა რომაული ამფითეატრი (Roman Fourvière) მდებარეობს – არქიტექტურული საოცრება. შეგიძლიათ აქ პიკნიკიც მოიწყოთ. იტალიის შემდეგ, მსგავსი ტიპის პომპეზური რომაული ამფითეატრი საფრანგეთში, კერძოდ კი ლიონშია.

ლიონის რესტორნებში უგემრიელესი კერძებია

ლიონის გასტრონომიულ სცენაზე უამრავი ცნობილი შეფ-მზარეულია და აქ უგემრიელეს ფრანგულ სამზარეულოს დააგემოვნებთ. ლიონის შთამბეჭდავი კულინარიული სამყარო სხვა ქალაქებზე გაცილებით მაღლა დგას.

დაისვენეთ გასაოცარ გარე სივრცეებში

თუ ჭამა, დალევა, სურათების გადაღება და ურბანიზაციაში ჩაძირვა თქვენი არაა, ლიონი მაინც მოგეწონებათ. აქაა საფრანგეთის უდიდესი ეროვნული პარკი – Rhône-Alpes, ასევე რამდენიმე ლამაზი მწვანე სივრცე. ზაფულშიც და ზამთარშიც სხვადასხვა გარე აქტივობით შეძლებთ დაკავებას, მათ შორის: ლაშქრობა, მთაზე ცოცვა, ველოსიპედით სეირნობა, კანოე, თხილამურები და აშ.

გამოსცადეთ ლიონის გასაოცარი ღამის ცხოვრება

ლიონის ღამის ცხოვრება ბრწყინვალე ელექტრონული სცენით და მუსიკალური ფესტივალებით გამოირჩევა. აქ ყოფნისას აუცილებლად ეწვიეთ რომელიმე ღამის კლუბს და მიიღეთ საუკეთესო კლუბური გამოცდილება მთელ რეგიონში.