პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ურბანული არეალია, 200-მდე პარკითა და რეკრეაციული ზონით. ჩვენ მათგან საუკეთესო ადგილებს გაგაცნობთ:
-
უყურეთ მზის ჩასვლას პარკიდან: Riegrovy Sady
ეს მშვენიერი მინდორი პრაღაზე ულამაზეს ხედებს გვთავაზობს. აქედან ზუსტად მიხვდებით თუ რატომ ქვია ჩეხეთის დედაქალაქს “ათასი კოშკის ქალაქი”. ამ პარკიდან დანახული მზის ჩასვლა მართლაც რომ შთამბეჭდავია. აქვეა ბარი, სადაც შეგიძლიათ ჩეხური ლუდი დააგემოვნოთ და პარკის დიდ ეკრანზე ფეხბურთს ან ფილმს უყუროთ.

-
გამოიკვლიეთ მე-19 საუკუნის ვილა პარკში: Havlíčkovy Sady
Havlíčkovy Sady პრაღის რიგით მეორე უდიდესი პარკია და მასში მდებარე ვილა ცნობილია როგორც გრებოვკა. აქ ვენახები და პავილიონია, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ და ჭიქა ღვინო ან სასურველი ყავა მიირთვათ. ეს ასევე იდეალური ადგილია პიკნიკის მოსაწყობად.

-
ისიამოვნეთ ცივი ლუდით პარკში: Letná
ლეტნას მთაზე დიდი პარკი მდებარეობს, სადაც ბავშვები სკეიტბორდით, ფრისბის და ფეხბურთის თამაშით ერთობიან. ძველ ქალაქზე აქედან საოცარი ხედები იშლება. მაგრამ, ყველაზე მთავარი ლუდის ბაღია. ცხელ შუადღეს შეგიძლიათ პარკის სკამებზე დასხდეთ და გემრიელი სასმელი დააგემოვნოთ.

-
იპიკნიკეთ პარკში: Stromovka
ეს პარკი მე-13 საუკუნიდან არსებობს და ის დღეს პრაღის უდიდესი მწვანე სივრცეა. ადგილობრივები აქ სასეირნოდ და ძაღლების გასასეირნებლად მოდიან. შეგიძლიათ მოიწყოთ პიკნიკი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. პარკის რომანტიკული ატმოსფეროდან გამომდინარე, ხანდახან აქ საქორწილო ცერემონიალებიც ეწყობა.

-
ესტუმრეთ ისტორიულ პარკს: Vyšehrad
Vyšehrad მდინარე ვლტავას აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. იქ ასვლისას ისეთი ხედებით დაჯილდოვდებით, რომ იფიქრებთ, დახარჯული დრო ამად ნამდვილად ღირდა. აქ იხილავთ როტუნდას და ნეო-გოთიკურ ბაზილიკას. ბავშვებს შეუძლიათ სათამაშო მოედანზე გაერთონ, დიდებმა კი ლუდი მიირთვან.

-
აღმოაჩინეთ ზღაპრული პარკი: Vrtbovská Zahrada
პეტრინის მთაზე ერთი ლამაზი ბაღი მდებარეობს, რომელიც ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პატარაა, თუმცა არქიტექტურული დიზაინითა და ისტორიული მნიშვნელობით, ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარია. ის 1720 წელს გააშენეს და დატვირთული ქუჩების მიღმა დამალეს. როგორც კი პარკის კარიბჭეს გადააბიჯებთ, თავი სხვა საუკუნეში გეგონებათ. მშვენიერი ადგილია რომანტიკული გასეირნებისთვის, ხელის თხოვნისთვის ან საქორწილო ცერემონიალისთვის.

-
იხილეთ ტროპიკული საოცრებათა პარკი: Botanická Zahrada
პრაღის ბოტანიკური ბაღი უიშვიათეს ხის სახეობებს, ტროპიკულ ტყეს, იაპონურ ბაღს და ვენახს აერთიანებს. ეს ლამაზი მწვანე სივრცე წვიამიან დღეებშიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ამისათვის ავტობუსს უნდა გაყვეთ ქალაქის ცენტრიდან. ყველაზე პოპულარული ადგილი ფატა მორგანას სათბურია, რომელიც სავსეა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ყვავილებითა და მცენარეებით.

-
გამოიკვლიეთ ეროვნული კულტურული მონუმენტი პარკში: Letohrádek Hvězda
ეს რენესანსის დროინდელი საზაფხულო სასახლე მეფე ფერდინანდ პირველმა 1530 წელს აღმოაჩინა. ამ მშვენიერ პარკში ტრამვაით მოხვდებით. ამ ვარსკვლავის ფორმის შენობას გარშემო უზარმაზარი მწვანე ტყე აკრავს, სადაც საოცარ სიმშვიდეს იგრძნობთ.

-
დალაშქრეთ პარკი: Divoká Šárka
პრაღის ჩრდილოეთით მდებარე ამ ბუნების საოცრებას მითიური ქალი მებრძოლის სახელი ქვია, რომელიც ლეგენდის თანახმად აქ კლდიდან გადახტა. შეგიძლიათ ისეირნოთ და ახლომდებარე აუზში გაგრილდეთ. ზამთარში კი სასრიალო არეალს გთავაზობენ. შეგიძლიათ დაკავდეთ ჩოგბურთის ან ხელბურთის თამაშითაც.

-
გაერთეთ ადგილობრივებთან ერთად პარკში: Střelecký Ostrov
ეს არის კუნძული მდინარე ვლტავაზე, პრაღის ცენტრში. აქ თითქმის ყოველდღე ეწყობა რაიმე სახის კულტურული ღონისძიება, მათ შორის ფილმის ჩვენებები. შეგიძლიათ გარემო ნავითაც დაათვალიეროთ ან დამღლელი დღის შემდეგ, რესტორანში დასხდეთ.











