ვიზიტორების სიმრავლის თვალსაზრისით, კარლოვი ვარი ჩეხეთში რიგით მეორე ადგილზეა, პრაღის შემდეგ. აქ ბევრი თერმული წყლის აბაზანაა ლამაზ ბუნებაში. რის გამოც, ის ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სპა ქალაქად ითვლება. მაგრამ, კარლოვი ვარში სხვა რამეებით დაკავებაც შეგიძლიათ!
-
გამოსცადეთ რომელიმე ლეგენდარული სპა
სპა მკურნალობის ისტორია კარლოვი ვარში მე-14 საუკუნიდან იწყება, როცა იმპერატორმა ჩარლზ მეოთხემ აქ ცხელი წყარო საკუთარი ჭრილობების მოსარჩენად გამოიყენა. დღეს კარლოვი ვარში მოსულ პაციენტებს მაღალი ხარისხის გამაჯანსაღებელ ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. თუ გსურთ რელაქსაცია, დეტოქსიკაცია და სტრესის მკურნალობა, აქ აუცილებლად უნდა წახვიდეთ.
-
აღმოაჩინეთ ბეჩეროვკას სამყარო
ორი საუკუნის წინ ბეჩეროვკას მედიკამენტად იყენებდნენ. დღეს ამ მცენარეულ, გემრიელ ლიქიორს კარლოვი ვარის თითქმის ყველა ბარსა თუ რესტორანში აღმოაჩენთ. შეგიძლიათ ეწვიოთ ბეჩეროვკას ქარხნის ფუძემდებლის, ჟან ბეშერის მუზეუმს, რომელიც იმ ისტორიულ შენობაში მდებარეობს, სადაც სასმლის წარმოება 150 წლის წინ დაიწყო.
მისამართი: T. G. Masaryka 282/57
-
გასინჯეთ კარლოვი ვარის ვაფლები
კარლოვი ვარის ვაფლი პოპულარობას მე-19 საუკუნიდან ინარჩუნებს – იმ დროიდან, როცა მზარეულები მას სპას სტუმრებს უმზადებდნენ. დღეს ტექნიკა დახვეწილია და საცხობები მის უგემრიელეს ვარიანტებს შემოგთავაზებენ.
-
ესტუმრეთ შუშის ქარხანას
Moser – მაღალი ხარისხის შუშის ბრენდია, რომელსაც კარლოვი ვარში აწარმოებენ. კომპანიის წარმატება მოსერის ვიზიტორთა ცენტრის გახსნაშიც აისახება. აქ შეგიძლიათ უძველესი და უახლესი ხელნაკეთი შუშის კოლექციები იხილოთ. დოკუმენტური ფილმები და გაიდ ტურები სხვადასხვა ენაზეა ხელმისაწვდომი.
მისამართი: Moser Visitor Centre, Kpt. Jaroše 46/19
-
იცურავეთ ქალაქის თავზე
კარლოვი ვარში ყველაზე ამაღელვებელი ასპექტი 13 ცხელი მინერალური წყაროა, რომლებსაც სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისებები აქვთ. მათი დახმარებით უმჯობესდება მეტაბოლიზმი და შაქრის დონე სისხლში. ქალაქის უდიდეს სასტუმრო თერმალში, სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ გარე საცურაო აუზით, საიდანაც ხედი მთელ ქალაქზე იშლება.
მისამართი: Hotel Thermal, I. P. Pavlova 2001/11
-
ესტუმრეთ რესტორანს Postal Court
ეს 200 წლიანი ისტორიის მქონე დაწესებულება ერთ დროს საფოსტო ცხენებს ხვდებოდა. შემდეგ ის ქალაქის კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა. დღეს ის რომანტიკულ ატმოსფეროში, ჩეხური სამზარეულოს კერძებს გვთავაზობს. დარბაზში სტუმრებს შეუძლიათ ჩეხი ბაროკოს არტისტის, ჟოზეფ კრამოლინის ფრესკები იხილონ. აქვეა ტერასა და ლამაზი ბაღი.
-
წადით დოღზე
პირველ მსოფლიო ომამდე, ცხენების რბოლა კარლოვი ვარის სოციალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ამ დროს ქალბატონებს მდიდრული კაბები და ქუდები ეფარათ. ომების პერიოდში, იპოდრომს სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ. საბოლოოდ, მან დაიბრუნა ძველი დიდება და დღეს ჰოლუბეკის იპოდრომი საცხენოსნო შეჯიბრებებს ხშირად მასპინძლობს.
მისამართი: Hipodrom Holoubek, Kapitána Jaroše 29
-
გადმოხედეთ ქალაქს დაიანას კოშკიდან
დაიანას სადამკვირვებლო კოშკი ტყეში მდებარეობს და ქალაქზე საოცარ ხედებს გვთავაზობს. სტუმრებს აქ მოხვედრა სპეციალური ბილიკით ან ფუნიკულიორით შეუძლიათ. ახლომდებარე რესტორნებში ჯანსაღი საკვებია. აქვეა პატარა ზოოპარკი, პეპლების სახლი და ტერასა ტყეში.
მისამართი: Diana Observation Tower, Vrch pratelstvi 5/1
-
დალიეთ ყავა კაფეში: Republica Coffee
Republica Coffee კარლოვი ვარის საუკეთესო კაფეა, რომელიც გემრიელ ყავას და მასთან წასახემსებლებს გთავაზობთ. აქ მეგობრული და საყვარელი ატმოსფეროა. ინტერიერი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი: აგურის კედლებით, დახვეწილი ავეჯით და კომფორტული სავარძლებით. ბეჩეროვკას მუზეუმიდან აქ რამდენიმე წუთში მოხვდებით.
მისამართი: Republica Coffee, T. G. Masarika 894
-
ცხელი მინერალური წყლები: Vridelni kolonada
ვრიდლო ცხელი მინერალური წყლის გეიზერია, რომელიც ქალაქის სიმბოლოდ იქცა. ეს უნიკალური ბუნებრივი ფენომენი 12 მეტრი სიმაღლისაა. დატკვით ლამაზი არქიტექტურით, გასაოცარი შადრევნითა და ყვავილებით მორთული სასეირნო ბილიკებით.
მისამართი: Vridelni kolonada, Lazenska 18/2