იორდანიის სამეფოს დამყარებიდან 1946 წელს, ამანი ერის პოლიტიკური და კულტურული დედაქალაქი იყო. ერთ დროს ანტიკური, რომაული და ბიზანტიური ცივილიზაციების სახლი დღეს მჩქეფარე ცხოვრებით გამოირჩევა.
ეროვნული გალერეა
იხილეთ 1930 წლის ულამაზესად განახლებული რეზიდენცია, ნაბადის გალერეა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების და კულტურის ცენტრია, 2008 წელს აღმოაჩინეს. დღეს აქ ბევრი ნახატი, პრინტი და ფოტოგრაფიაა.

ცისარტყელას ქუჩა
ეს კაფე-ბარებით სავსე ლამაზი ქუჩა იორდანიის ტურისტული ჰაბია. აქ შეგიძლიათ შეჩერდეთ გემრიელ სასმელზე, დაათვალიეროთ ღამის ბაზრობა უიქენდებზე და ჩაიძიროთ ეკლექტიკურ ატმოსფეროში, განსაკუთრებით ზაფხულობით.

რომაული ამფითეატრი
ანტონინუს პიუსის დროს აგებული ეს ამფითეატრი დღეს ამანის დაუნთაუნში მდებარეობს. ეს პოპულარული ძეგლი ხშირად მასპინძლობს კონცერტებს და სხვა კულტურის აქტივობებს. აღმოაჩინეთ ნიმფაეუმიც, რომაული შადრევანი.

ფან ვაი ჩაი კაი და გალერეა (Fann Wa Chai)
იორდანიელებს ჩაი და ხელოვნება უყვართ. ეს მყუდრო ადგილიც ამის გამოძახილია. ვიზიტორებს შეუძლიათ მოუსმინონ კლასიკურ მუსიკას, დაათვალიერონ ხელოვნების ნიმუშები და მიირთვან ჩაი და გემრიელობები. ფან ვაი მხარს უჭერს იორდანიის ადგილობრივ და არაბული სამყაროს ნიჭიერ არტისტებს. ეს ჰაბი შთამბეჭდავი არქიტექტურის და კულტურის ეპიცენტრია.

დიდი ჰუსეინის მეჩეთი
ჰუსეინის მეჩეთი 1987 წელს განაახლეს და დღეს ყოველლ პარასკევ დღეს 1500-ზე მეტ მომლოცველს მასპინძლობს. დატვირთული სუქების გულში მდებარე მეჩეთში ხანდახან არა-მუსლიმ ადამიანებსაც უშვებენ. იკითხეთ შესასვლელთან.

ამანის ციხესიმაგრე
ამანის ციტადელი ბრინჯაოს ხანით თარიღდება. 4000-წლოვანი ისტორიის მანძილზე ის ოკუპირებული იყო ბიზანტიელების, სპარსელების, რომაელების და ბერძნების მიერ. ყველაზე საკულტო საყდარია ჰერკულესის ტაძარი, რომელიც მარკუს ავრელიუსის დროს აშენდა. მოინახულეთ ასევე უმაიდის სასახლე, მე-8 საუკუნის სამეფო კომპლექსი. ასევე, იორდანიის არქეოლოგიური მუზეუმი უძველესი ქანდაკკებებით.

ჰაბიბა დაუნთაუნი
ჩადექით რიგში რათა ქალაქის ყველაზე გემრიელი კუნაფა დააგემოვნოთ. 1947 წლიდან, ჰაბიბას ტკბილეული ალ ჰაშემის გზაზე, არავისთვისაა საკმარისი.











