ჩრდილოეთ იტალიაში, პალმებსა და ალპურ მწვერვალებს შორის მდებარე მომხიბვლელი ქალაქი მერანო სავსეა ცოცხალი ბაღებით, ისტორიული არქიტექტურით, კარგი საკვებით და შთამბეჭდავი მთის ხედებით. ამ ქალაქში 2 საათით გაჩერებაც კი ძალიან შეგაყვარებთ მას. ის იტალიური სითბოს და ალპური სიმყუდროვის არაჩვეულებრივი მიქსია, მდინარისპირა ბულვარებით, თერმული აბანოებით და ლამაზი არქიტექტურით. მისი ხმელთაშუაზღვიური მიკროკლიმატი საკმაოდ იშვიათია ალპურ ზონაში.
რას გააკეთებთ მერანოში?
- გაისეირნებთ მის ისტორიულ ცენტრში, სადაც შენობები შუა საუკუნეებით თარიღდებიან. იქ გავლა უზარმაზარ ღია ცის ქვეშ მუზეუმში სიარულს ჰგავს. გაიარეთ ქალაქის ერთ-ერთ უძველეს კარიბჭეში და გაუყევით ცხნობილ და ყველაზე ძველ ქუჩას მერანოში: ვია პორტიჩის. მას 800 წლოვანი არქიტექტურული ისტორია აქვს. აქ საყვარელი ბუტიკები, ბაზრობები და კაფეებია.

- დალაშქრავთ Tapijnerweg-ის ბილიკს. ეს 4 კილომეტრიანი ულამაზესი გზაა ქალაქის თავზე, რომელიც სან ნიკოლოს დუომოსა და სასახლის მუზეუმს შორის მდებარე კიბეებზე იწყება და მთაზე გრძელდება, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მთელ მერანოზე. იქ ყოფნისას მოინახულეთ ასევე პოლვერის კოშკურა, რომლის კაფეშიც ყავაზე შეისვენებთ.

- მოინახულებთ ულამაზეს შენობას მის ბულვარში – Wandelhalle-ს. მდინარის გასწვრივ სეირნობისას იხილავთ ადგილობრივებს, რომლებიც დარბიან, ძაღლებს ასეირნებენ ან უბრალოდ ისვენებენ. ბულვარი მიგიყვანთ შენობამდე, რომელიც არტ ნუვოს სტილშია აგებული და ბაღებითაა გარშემორტყმული.

- დაათვალიერებთ ბოტანიკურ ბაღს: Schloss Trauttmansdorff-ს. ის იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ბოტანიკურ ბაღად ითვლება. აქ სეირნობისას სამყაროს ბევრ ნაწილს აღმოაჩენთ, როგორც ხმელთაშუაზღვიურ ზეთისხილის ხეებს, ასევე იაპონურ კუთხეებს, ვარდების ბაღებს, პალმებს თუ კაქტუსებს. ბაღის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ელეგანტური სასახლე, რომელიც ერთ დროს სამეფო რეზიდენციას წარმოადგენდა.

- მიიღებთ რელაქსაციას სპაში. მერანო პოპულარული გამაჯანსაღებელი მიმართულებაა, მათთვის ვისაც სპა-დასვენების მოწყობა უყვარს. აქ შეძლებთ ჩაიძიროთ ცხელი წყლის სირბილეშ ულამაზესი მთების ფონზე. მაგალითად, ერთ-ერთ მის სპაში: Terme Merano Spa, 15 აუზია ასარჩევად. აბანოების გარდა აქ არის აუზი, საუნა, თერმული პარკი და სხვა ინვენტარი.

მერანო ყველაზე სეზონზე გასაოცარია: აქ ხშირადაა კარგი ამინდი, ლამაზია ბუნების ფერები და სხვადასხვა დროს სხვადასხვა ყვავილები ყვავის. ზამთარში კი დაგხვდებათ თოვლიც.










