ფარერის კუნძულებზე ვიზიტისას ერთ მოგზაურობაში ყველაფერი გექნებათ: ჩანჩქერები, ზღვის პროდუქტების რესტორნები, გზები მთაში და სერფინგისთვის შესაფერისი სანაპიროები. ფარერის კუნძულებზე ყოფნის სიამოვნებაა ის, რომ ყველაფერი ახლოსაა. ყურადღება მიაქციეთ სეზონს და ამინდს, რადგანაც აქ ის მუდმივად ცვალებადია.
1. Múlafossur waterfall/მულაფოსურის ჩანჩქერი
ვაგარის აეროპორტიდან გვირაბის გზით პირდაპირ დაუკავშირდებით ამ საკულტო ჩანჩქერს და შეძლებთ ფარერების დათვალიერება ან აქედან დაიწყოთ, ანდაც აქ დაასრულოთ. მანქანის საპარკინგე სივრციდან გაუყევით ბილიკს კლდეზე და დატკბით ხედით. ესტუმრეთ მაღაზიას “Uanni”, იმისათვის, რომ სახლში რაიმე წაიღოთ, ადგილობრივი სუვენირი.

2. Tórshavn/ტორშავნი
ფარერის კუნძულების დედაქალაქი სახასიათო ადგილია ანტიკური ხეივნებით, ფერადი ნავსადგურით და სასიამოვნო საჭმელი ადგილებით. ღამის ცხოვრებისთვის აქ ბევრი კლუბი და ბარი მდებარეობს. გირჩევთ რამდენიმე მათგანს: Mikkeller; Roks; და Koks.

3. Tjørnuvík/ტჯორნუვიკი
ამ მთებში მოქცეულ სოფელში, შავი ქვიშის სანაპიროთი ზამთარში 24 საათი სრული სიბნელეა. ტჯორნუვიკში აღმოაჩენთ ანტიკურ ნივთებს და მიირთმევთ გემრიელ ვაფლს.

4. Trelanípan/ტრელანიპანი
ალბათ გინახავთ ამ გასაოცარი ტბის ფოტო სოციალურ ქსელებში, რომელიც ფარერების კუნძულის საკულტო ადგილია. ტბა კლდის ზედაპირზე მდებარეობს, კლდე კი ზღვაში ეშვება. შეგიძლიათ გაიაროთ ფასიანი სალაშქრო ბილიკი და დატკბეთ გამორჩეული ხედებით.

5. Gjógv/გჯორგვი
ამ სათევზაო სოფელს სახელი აქ არსებული ხეობის გამო ეწოდა. დღეს აქ საყვარელი სახლები და პატარა ეკლესია მდებარეობს. თუ ხეობაში ჩახვალთ, დაინახავთ კუნძულებს ჰორიზონტზე და ჩიტების მრავალფეროვან ჯიშებს. აქაც რამდენიმე სალაშქრო ბილიკი დაგხვდებათ, ერთ-ერთი 4 კმ სიგრძის ბილიკი ფუნინგურამდე, ფარერების ერთ-ერთ უმაღლეს მთაზე.

6. Dranganir sea arch/დრანგანირის ზღვის თაღი
ეს ბუნებრივი ზღვის თაღი წყალში ამოზრდილი საოცარი კლდოვანი წარმონაქმნია, რომლის მონახულება ნავითაც შეგიძლიათ.

7. Kalsoy/კალსოი
ფარერების კუნძულების ჩრდილოეთით მდებარე ლაკსოიში ბორნით მოხვდებით. აქ 2021 წლის ჯეიმს ბონდის ფილმის “No Time To Die”-ის კადრები გადაიღეს. ჯეიმს ბონდის შემსრულებელი დანიელ კრეიგი ჰორიზონტს გასცქერის იქით, სადაც შუქურისკენ ბილიკი მიდის.

8. Sandoy/სანდოი
სანდოი არქიპელაგის დანარჩენ ნაწილს ყოველთვის ბორნებით უკავშირდებოდა, მაგრამ 2024 წლიდან აქ წყალქვეშა გვირაბი გაიხსნა. დაათვალიერეთ მისი პატარა სოფლები.











